თუ დიდხანს გიწევთ ერთ ადგილზე ჯდომა, იცოდეთ, რომ...

© Fotolia / Mita Stock Imagesგოგონა ტელევიზორის წინ
გოგონა ტელევიზორის წინ - Sputnik საქართველო
გამოწერა
25 წელს ზემოთ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც ტელევიზორს დღეში 1 საათი უყურებენ, 21,8 წუთით მცირდება. ამ დროს ერთი ღერი სიგარეტი სიცოცხლეს 11 წუთით ამცირებს.

XX-XXI საუკუნეები ტექნიკის განვითარების ეპოქაა. ადამიანები ცდილობენ, რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეიქმნან – კომფორტული გარემო, ტელევიზორი, კომპიუტერი, მოსახერხებელი სკამები, დივანი და ა.შ. თუ გასული საუკუნის დასაწყისში მუცელი ადამიანებს დაახლოებით 40 წლის ასაკში ეზრდებოდათ, ახლა ღიპი უკვე 20–25 წლის ახალგაზრდებსაც აქვთ. ეს კი იმიტომ, რომ… არა, ხშირად კვება არაფერ შუაშია, უბრალოდ, დიდხანს სხედან და არ მოძრაობენ.

წარმოიდგინეთ ჩვეულებრივი ქალაქური ცხოვრება (სოფლებში, უმეტესად, მაინც სხვაგვარი ვითარებაა) – სულ ვსხედვართ: კომპიუტერთან, ოფისში მაგიდასთან, საჭესთან, სახლში, ტელევიზორთან, სავარძელში, სუფრასთან…

© AFP 2024 / GUILLAUME SOUVANTოფისში კომპიუტერებთან მუშაობა
Сотрудники одного из офисов работают за компьютерами - Sputnik საქართველო
ოფისში კომპიუტერებთან მუშაობა

ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა ამცირებს სიცოცხლის ხანგრძლივობას, ზრდის გულ-სისხლძარღვთა, დიაბეტის, ოსტეოქონდროზის, პროსტატის, რადიკულიტის, ჰემოროისა და სხვა დაავადებების განვითარების რისკს, ანელებს მეტაბოლიზმს.

კვლევების შედეგად აშშ-ის ოჰაიოს შტატის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ზრდასრულ ადამიანებს, რომლებიც ისხდნენ სულ ცოტა 11 საათი დღეში, 40%-ით მეტი რისკი ჰქონდათ მომკვდარიყვნენ მომდევნო სამი წლის განმავლობაში, ვიდრე მათ, ვინც ერთ ადგილზე ოთხ საათზე ნაკლები დროის განმავლობაში იჯდა.

ექსპერტები ასევე გვაფრთხილებენ, რომ დილის გასეირნება ან ტრენაჟორების დარბაზში სტუმრობა აუცილებელია ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, თუმცა ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯდომის ხანგრძლივობის შემცირება.

დიპაკ ჩოპრა - Sputnik საქართველო
მითი "გაცვეთილი" სხეულის შესახებ და რეალობა

კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ჯდომა, სიარული და დგომა ერთმანეთს უნდა შევუთავსოთ. ზრდასრულმა ადამიანებმა თავისი დღე უნდა დაყონ ფიზიკური აქტივობებით, ზომიერი ინტენსივობით, მაგალითად, უნდა იარონ ფეხით სულ მცირე 30 წუთის განმავლობაში.

ახალმა კვლევებმა დაადასტურა ჯდომის მავნებლობის შესახებ ადრინდელი მონაცემები. ის, ვინც ტელევიზორს დღეში საშუალოდ ექვსი საათი უყურებს, 4,8 წლით ნაკლებს იცოცხლებს, ვიდრე ის, ვინც დროს სხვანაირად ატარებს.

კვლევების დროს გაითვალისწინეს ასაკი, დიეტა და ფიზიკური სავარჯიშოები და დაასკვნეს, რომ ერთ ადგილზე დიდხანს ჯდომა ნაადრევი სიკვდილის რისკს ზრდის. სხვაგვარად, 25 წელს ზემოთ ადამიანების სიცოცხლის ხანგრძლივობა, რომლებიც ტელევიზორს დღეში 1 საათი უყურებენ, 21,8 წუთით მცირდება. ამ დროს ერთი ღერი სიგარეტი სიცოცხლეს 11 წუთით ამცირებს.

© Flickr / Izzardვარჯიში
ვარჯიში - Sputnik საქართველო
ვარჯიში

აქედან კი ჩვენი დასკვნა საქართველოს რეალობაში ასეთია: დღეში ერთი საათი ტელევიზორის ყურება + დაახლოებით 2 ღერი სიგარეტი (გააჩნია, თან რას ვუყურებთ ტელევიზორში, შეიძლება ღერების რაოდენობა გაიზარდოს) = 43,8 წუთს. ამას დაუმატეთ – გავიმეორებ, გააჩნია, რას ვუყურებთ, მაგალითად, საინფორმაციო გამოშვებას – ნერვული დაძაბულობა, სტრესი და ა.შ. ჩვენ ჯანმრთელობაზე და, შესაბამისად, სიცოცხლის ხანგრძლივობაზე, დამეთანხმებით, უაღრესად უარყოფითად მოქმედებს…

რჩევები: თუ თქვენი სამუშაო ცხოვრების მჯდომარე წესს მოითხოვს, ყოველ საათში ერთხელ ხუთი წუთი მაინც ადექით, გაიარეთ, შეასრულეთ მარტივი ფიზიკური სავარჯიშოები. სამსახურის მერე ეცადეთ ფეხით იაროთ სულ ცოტა ნახევარი საათი.

გამოყავით დრო თქვენი ჯანმრთელობისთვის, ეს აუცილებელია, რათა არ შეგექმნათ პრობლემები და თან – ნაადრევად. გაითვალისწინეთ, რომ ფიზიკური აქტივობა სიცოცხლის ხანგრძლივობას ზრდის!

ყველა ახალი ამბავი
0