https://sputnik-georgia.com/20230218/kanonproeqti-ucxouri-gavlenis-agentebis-sesaxeb-saqartvelosi-kamati-grzeldeba-274994780.html
კანონპროექტი უცხოური აგენტების გავლენის შესახებ: საქართველოში კამათი გრძელდება
კანონპროექტი უცხოური აგენტების გავლენის შესახებ: საქართველოში კამათი გრძელდება
Sputnik საქართველო
კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა არაკომერციული იურიდიული პირისა და მედია-საშუალების რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ... 18.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-18T21:19+0400
2023-02-18T21:19+0400
2023-02-21T15:44+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581792_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_6d7a10f6d118d55e1e2ee5c81a5a2420.jpg
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ქართველი პოლიტიკოსები უკვე ერთი კვირაა განიხილავენ ახალ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შენიშვნები აქვთ როგორც მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, ისე ოპოზიციას.კანონპროექტი ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ, რომლის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში არიან. იგი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობაში ახალი ტერმინის „უცხოური გავლენის აგენტის“ დამკვიდრებას. წინასწარი ინფორმაციით, ეს ტერმინი მოიცავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მასმედიას, რომელთა დაფინანსების მინიმუმ 20% უცხოეთიდან მოდის. ამ შემთხვევაში, ყველა აგენტს მოეთხოვება შემოსავლების დეკლარირება.პაპუაშვილმა დაიცვა კანონპროექტი უცხოელი აგენტების შესახებ >>თავად კანონპროექტმა კითხვები მმართველ პარტიასაც გაუჩინა.როგორც მმართველი ძალის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სიტყვა „აგენტი“ ყურს ჭრის.ამასთან მან აღნიშნა, რომ თავად რეესტრის შექმნის იდეა ცუდი არ არის.მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა და მათი ანგარიშები არ უნდა იყოს შეშფოთების საგანი.რას ითვალისწინებს კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" >>ქართული ოპოზიციისთვის კანონპროექტი მიუღებელია, რადგან, მათი აზრით, ის მიმართულია საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაჩენისკენ, რადგან გრანტების უმეტესობას არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ დასავლეთის ქვეყნებიდან იღებენ.ეს არის პირდაპირი ნაბიჯი ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოებაში დასავლელი პარტნიორების მიუღებლობის დათესვას, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა იმ პარტიებისთვისაც კი, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობენ. კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვეს პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „გირჩი“.„ამერიკული ანალოგი არ არის“ - კობახიძემ ნედ პრაისს უპასუხა >>„არ მჯერა, რომ მიიღებენ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, პასუხისმგებლობა აიღოს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ამ პრორუსულ კანონპროექტზე, მხარი დაუჭიროს. ხალხსაც გაუმარტივებს საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობას“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დეტალებს ჯერ არ იცნობენ და ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში იქნება განხილული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/13/264581792_190:0:2921:2048_1920x0_80_0_0_add585e6291e94dfae8df6815d9569fa.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პარლამენტი
კანონპროექტი უცხოური აგენტების გავლენის შესახებ: საქართველოში კამათი გრძელდება
21:19 18.02.2023 (განახლებულია: 15:44 21.02.2023) კანონპროექტი ითვალისწინებს ყველა არაკომერციული იურიდიული პირისა და მედია-საშუალების რეგისტრაციას, რომელთა შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. ქართველი პოლიტიკოსები უკვე ერთი კვირაა განიხილავენ ახალ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, შენიშვნები აქვთ როგორც მმართველ პარტიას „ქართულ ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს“, ისე ოპოზიციას.
კანონპროექტი ინიცირებულია საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ, რომლის წარმომადგენლები საპარლამენტო უმრავლესობაში არიან. იგი ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობაში ახალი ტერმინის „უცხოური გავლენის აგენტის“ დამკვიდრებას. წინასწარი ინფორმაციით, ეს ტერმინი მოიცავს ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას და მასმედიას, რომელთა დაფინანსების მინიმუმ 20% უცხოეთიდან მოდის. ამ შემთხვევაში, ყველა აგენტს მოეთხოვება შემოსავლების დეკლარირება.
თავად კანონპროექტმა კითხვები მმართველ პარტიასაც გაუჩინა.
როგორც მმართველი ძალის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, სიტყვა „აგენტი“ ყურს ჭრის.
ამასთან მან აღნიშნა, რომ თავად რეესტრის შექმნის იდეა ცუდი არ არის.
მისი თქმით, არასამთავრობო სექტორის დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა და მათი ანგარიშები არ უნდა იყოს შეშფოთების საგანი.
ქართული ოპოზიციისთვის კანონპროექტი მიუღებელია, რადგან, მათი აზრით, ის მიმართულია საქართველოში ანტიდასავლური განწყობების გაჩენისკენ, რადგან გრანტების უმეტესობას არასამთავრობო ორგანიზაციები სწორედ დასავლეთის ქვეყნებიდან იღებენ.
ეს არის პირდაპირი ნაბიჯი ჩვენი პარტნიორების წინააღმდეგ, ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის წინააღმდეგ. ეს ყველაფერი ემსახურება საზოგადოებაში დასავლელი პარტნიორების მიუღებლობის დათესვას, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან სამუშიამ.
პროექტი მიუღებელი აღმოჩნდა იმ პარტიებისთვისაც კი, რომლებიც „ქართულ ოცნებასთან“ სხვადასხვა საკითხებში თანამშრომლობენ. კანონპროექტის მხარდაჭერაზე უარი უკვე თქვეს პარტიებმა „საქართველოსთვის“ და „გირჩი“.
„არ მჯერა, რომ მიიღებენ, თუმცა „ქართულ ოცნებას“ მოვუწოდებ, პასუხისმგებლობა აიღოს „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებულ ამ პრორუსულ კანონპროექტზე, მხარი დაუჭიროს. ხალხსაც გაუმარტივებს საკუთარი თავის ბოლომდე შეცნობას“, – განაცხადა პარტია „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ.
მანამდე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა ახალი საკანონმდებლო ინიციატივის დეტალებს ჯერ არ იცნობენ და ეს საკითხი უმრავლესობის ფორმატში იქნება განხილული.