https://sputnik-georgia.com/20230218/irakli-raribasvilma-germaniis-kancleri-saqartvelosi-moiwvia-274994216.html
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერი საქართველოში მოიწვია
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერი საქართველოში მოიწვია
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მისწრაფებას, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი 18.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-18T20:41+0400
2023-02-18T20:41+0400
2023-02-18T20:41+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
გერმანია
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/12/274991304_0:0:1601:901_1920x0_80_0_0_e75e2fa2d1e58e0b209b9f9283a19fdc.jpg
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში მოიწვია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.ღარიბაშვილის და შოლცის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო საქართველოს მისწრაფება, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.საქართველო ევროინტეგრაციის გზაზე: ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა პროგრესი შეაფასა >>ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის კუთხით.ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ხელისუფლებას ევროკომისიის დადებითი ანგარიში მიულოცა >>ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის – „ITB ბერლინის” მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის.საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 50-ზე მეტი შეთანხმება მოქმედებს.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
გერმანია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/12/274991304_51:0:1382:998_1920x0_80_0_0_6f70c2dc428605010bec2bd78126776a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, გერმანია , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, პოლიტიკა, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილმა გერმანიის კანცლერი საქართველოში მოიწვია
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მისწრაფებას, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი
თბილისი, 18 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილი გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი საქართველოში მოიწვია, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
ღარიბაშვილის და შოლცის შეხვედრა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის მონაცემებით, შეხვედრაზე მთავარი საკითხი იყო საქართველოს მისწრაფება, მოიპოვოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ოლაფ შოლცს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია იმ ნაბიჯების შესახებ, რომლებსაც საქართველო დგამს ევროკომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
შეხვედრაზე ასევე ყურადღება დაეთმო ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებულ ანალიტიკურ ანგარიშს, სადაც დადებითად არის შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს ეროვნული საკანონმდებლო ბაზის თავსებადობის კუთხით.
ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე წელს, მარტში, ბერლინის მსოფლიო ტურისტული ფესტივალის – „ITB ბერლინის” მასპინძელი ქვეყანა საქართველოა. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ ფესტივალი არა მხოლოდ შესანიშნავი საშუალებაა ქვეყნის ცნობადობის გასაზრდელად და მეტი ვიზიტორის მოსაზიდად, არამედ ეს არის გზა საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს ტურისტული სექტორის შემდგომი განვითარებისათვის.
საქართველოსა და გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა 1992 წლის 13 აპრილს. ქვეყნები აქტიურად თანამშრომლობენ ვაჭრობის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, კულტურის, საგანმანათლებლო და სხვა სფეროებში. ქვეყნებს შორის ურთიერთთანამშრომლობის შესახებ 50-ზე მეტი შეთანხმება მოქმედებს.