https://sputnik-georgia.com/20230203/--------274548810.html
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ხელისუფლებას ევროკომისიის დადებითი ანგარიში მიულოცა
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ხელისუფლებას ევროკომისიის დადებითი ანგარიში მიულოცა
Sputnik საქართველო
ევროკომისიამ საქართველო 32 მიმართულებიდან 26-ში დადებითად შეაფასა. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T20:11+0400
2023-02-03T20:11+0400
2023-02-03T22:49+0400
პოლიტიკა
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_276bf36acb9e4a5165209862b47c5e38.jpg
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ვულოცავ საქართველოს დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში შესვლის განცხადებათან დაკავშირებით ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, მათ შორის, ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი და სხვ.მან დაამატა, რომ ევროკავშირი საქართველოს ანგარიშში აღნიშნულ მიმართულებებზე მუშაობაში დაეხმარება.„რასაკვირველია, ზოგიერთი მიმართულებით საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, სხვა სფეროებში წინსვლა კვლავაც მისაღწევია... რასაკვირველია, ევროკავშირი და საქართველოში მისი დელეგაცია მზად ვართ, ქვეყანას მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. ჩემი შეხედულებით, საერთო შეფასება ძალიან დადებითია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.დარჩიაშვილი: საქართველო ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას>>უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად, 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით – უკრაინას.ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება. მისი თქმით, ქვეყანა ყველა პარამეტრით ლიდერობას ინარჩუნებს რეფორმების გატარების კუთხით.საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით შეფასებას მიესალმება>>მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებს, ასევე ანგარიშში არსებულ პროგრესს, რომელიც, დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0a/06/271109241_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_235abf08c2012dbc6dfcaff659ca2154.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო
პოლიტიკა, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ახალი ამბები, საქართველო
ევროკავშირის ელჩმა საქართველოში ხელისუფლებას ევროკომისიის დადებითი ანგარიში მიულოცა
20:11 03.02.2023 (განახლებულია: 22:49 03.02.2023) ევროკომისიამ საქართველო 32 მიმართულებიდან 26-ში დადებითად შეაფასა.
თბილისი, 3 თებერვალი – Sputnik. ვულოცავ საქართველოს დადებითი ანგარიშის გამოქვეყნებას, განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ.
ევროკომისიამ საქართველოს ევროკავშირში შესვლის განცხადებათან დაკავშირებით
ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც, მათ შორის, ეხება ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულების თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი და სხვ.
„ნამდვილად მსურს მივულოცო საქართველოს მთავრობას და ადმინისტრაციულ ერთეულებს ძალიან კარგად შესრულებული სამუშაო“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
მან დაამატა, რომ ევროკავშირი საქართველოს ანგარიშში აღნიშნულ მიმართულებებზე მუშაობაში დაეხმარება.
„რასაკვირველია, ზოგიერთი მიმართულებით საქართველომ ძალიან დიდ პროგრესს მიაღწია, სხვა სფეროებში წინსვლა კვლავაც მისაღწევია... რასაკვირველია, ევროკავშირი და საქართველოში მისი დელეგაცია მზად ვართ, ქვეყანას მაქსიმალურად, შეძლებისდაგვარად დავეხმაროთ. ჩემი შეხედულებით, საერთო შეფასება ძალიან დადებითია“, – განაცხადა ჰერჩინსკიმ.
უფრო ადრე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას განაცხადა, რომ საქართველო მნიშვნელოვნად, 12 ქულით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა საკვანძო პარამეტრით – უკრაინას.
ამავე დროს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, რომ ეს ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება. მისი თქმით, ქვეყანა ყველა პარამეტრით ლიდერობას ინარჩუნებს რეფორმების გატარების კუთხით.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებს, ასევე ანგარიშში არსებულ პროგრესს, რომელიც, დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.