https://sputnik-georgia.com/20230203/saqartvelos-prezidenti-evrokomisiis-dadebit-shepasebas-miesalmeba-274536577.html
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით შეფასებას მიესალმება
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით შეფასებას მიესალმება
Sputnik საქართველო
ევროკომისიის ანგარიშში საქართველომ 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში დადებითი შეფასება მიიღო. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T16:16+0400
2023-02-03T16:16+0400
2023-02-03T20:48+0400
საქართველო
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ევროკომისია
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_0:197:3191:1993_1920x0_80_0_0_8e17c52da4417a321c06c3a7849ef833.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი, პოლიტიკა კონკურენციის სფეროში და სხვ.მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვნად, 12 პუნქტით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა ძირითადი პარამეტრით – უკრაინას.დარჩიაშვილი: საქართევლო ყველა პარამეტრით ინარჩუნებს ლიდერობას>>>ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება. მისი თქმით, ყველა პარამეტრით ქვეყანა ინარჩუნებს ლიდერობას რეფორმების გატარების კუთხით.მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებს, ასევე ანგარიშში არსებულ პროგრესს, რომელიც, დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია. ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/12/262169853_277:149:2808:2047_1920x0_80_0_0_99baf963943cae734f7c1ff511f1c707.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები
საქართველო, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, ევროკომისია, პოლიტიკა, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი , ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი ევროკომისიის დადებით შეფასებას მიესალმება
16:16 03.02.2023 (განახლებულია: 20:48 03.02.2023) ევროკომისიის ანგარიშში საქართველომ 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში დადებითი შეფასება მიიღო.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისია საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების კუთხით დადებითად აფასებს, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
ევროკომისიამ გამოაქვეყნა ანგარიში საქართველოს ევროკავშირში წევრობის განაცხადის შესახებ, რომელიც მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა სასამართლო სისტემა და ძირითადი უფლებები, მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება, სახელმწიფო შესყიდვები, სტატისტიკა, ფინანსური კონტროლი, პოლიტიკა კონკურენციის სფეროში და სხვ.
„მისასალმებელია ეს პოზიტიური შეფასება, რომელიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ახლო მომავალში ჩვენ მიერ 12 რეკომენდაციის შესრულებას, რათა უმოკლეს ვადაში საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს“, – დაწერა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში.
მანამდე მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ევროკომისიის ანგარიშის კომენტირებისას აღნიშნა, საქართველო მნიშვნელოვნად, 12 პუნქტით უსწრებს მოლდოვას და თითქმის ყველა ძირითადი პარამეტრით – უკრაინას.
ამასთან, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, აღნიშნული ანგარიში საკმაოდ ტექნიკურია, თუმცა აქვს სპეციალური შეფასების გრადაცია, რომლის მიხედვით, დოკუმენტში არსებული 32 სექტორული მიმართულებიდან 26-ში საქართველომ მიიღო დადებითი შეფასება. მისი თქმით, ყველა პარამეტრით ქვეყანა ინარჩუნებს ლიდერობას რეფორმების გატარების კუთხით.
მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წლის ბოლოს პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებისას ევროპული მხარე გაითვალისწინებს 12 პრიორიტეტის განხორციელების შედეგებს, ასევე ანგარიშში არსებულ პროგრესს, რომელიც, დარჩიაშვილის თქმით, ევროკავშირის სრულფასოვანი წევრობის გზაზე უმნიშვნელოვანესი ელემენტია.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.