https://sputnik-georgia.com/20230217/policia-bakuriansi-msoflio-cempionatze-274979274.html
პოლიცია თხილამურებით და არა მხოლოდ - „ბაკურიანი 2023“-ის სტუმრები საიმედო ხელში არიან
პოლიცია თხილამურებით და არა მხოლოდ - „ბაკურიანი 2023“-ის სტუმრები საიმედო ხელში არიან
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T21:19+0400
2023-02-17T21:19+0400
2023-02-17T22:32+0400
სპორტი
შს სამინისტრო
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები
საქართველო
სამცხე-ჯავახეთი
საზოგადოება
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274965442_0:55:2048:1207_1920x0_80_0_0_6c5f7e65d235fefac53a8267361b2ceb.jpg
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიანში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.საქართველო ასეთ მასშტაბურ ზამთრის სპორტულ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. ბაკურიანში ჩემპიონატი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იმართება. ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.ბაკურიანში ჩემპიონატის პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი უზრუნველყოფს – სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ მართლწესრიგის, საგზაო მოძრაობის წესების, მონაწილეების, სასწრაფო და სამაშველო სამსახურების დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების დაცვას.რამდენი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში ბაკურიანში>>მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.კრიმინალური პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.ბაკურიანში ასევე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
სამცხე-ჯავახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/11/274965442_122:0:1942:1365_1920x0_80_0_0_c0f327fd7eae0be6ddf3fc1d81216ef3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
სპორტი, შს სამინისტრო , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, საზოგადოება
სპორტი, შს სამინისტრო , საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, საქართველო, სამცხე-ჯავახეთი, საზოგადოება
პოლიცია თხილამურებით და არა მხოლოდ - „ბაკურიანი 2023“-ის სტუმრები საიმედო ხელში არიან
21:19 17.02.2023 (განახლებულია: 22:32 17.02.2023) საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს.
თბილისი, 17 თებერვალი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბაკურიანში, სადაც მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში, უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.
საქართველო ასეთ მასშტაბურ ზამთრის სპორტულ ღონისძიებას პირველად მასპინძლობს. ბაკურიანში ჩემპიონატი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით იმართება. ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი იღებს მონაწილეობას.
ბაკურიანში ჩემპიონატის პერიოდში საზოგადოებრივი წესრიგის დაცვასა და უსაფრთხოებას შსს-ს სხვადასხვა ქვედანაყოფი უზრუნველყოფს – სამცხე-ჯავახეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, დაცვის პოლიციის დეპარტამენტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები უზრუნველყოფენ მართლწესრიგის, საგზაო მოძრაობის წესების, მონაწილეების, სასწრაფო და სამაშველო სამსახურების დაუბრკოლებლად გადაადგილებისთვის დაწესებული სატრანსპორტო შეზღუდვების დაცვას.
მოთხილამურე პატრულები კი სასრიალო ტრასებზე დამსვენებელთა უსაფრთხოებას დაიცავენ. მოთხილამურე პატრულები აღჭურვილი არიან ყველა საჭირო ტექნიკით, რათა საჭიროების შემთხვევაში დამსვენებლებს შესაბამისი დახმარება გაუწიონ.
კრიმინალური პოლიცია 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს დანაშაულის პრევენციისა და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის ღონისძიებებს.
დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემპიონატის ღონისძიებების ტერიტორიებზე მყოფი მონაწილეებისა და გულშემატკივრების უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.
ბაკურიანში ასევე მობილიზებული არიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები შესაბამისი ტექნიკითა და აღჭურვილობით.