რამდენი ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას მსოფლიო ჩემპიონატში ბაკურიანში

© courtesy of Ministry of Culture, Sport and Youth of Georgiaმსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში ბაკურიანში
მსოფლიო ჩემპიონატი ფრისტაილში ბაკურიანში - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
მსოფლიო ჩემპიონატზე შეჯიბრები 7 სახეობის 30 სხვადასხვა დისციპლინაში ჩატარდება.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. სნოუბორდში, ფრისტაილსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის ბაკურიანში ექვსი ქართველი სპორტსმენი იბრძოლებს.
ბაკურიანში ჩემპიონატი 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით გაიმართება. ჩემპიონატში 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. სპორტულ ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
სპორტსმენები საქართველოდან გამოვლენ კრი-კროსისა და ფრისტაილის კატეგორიებში.
მედლების მოპოვებას მოქმედ ოლიმპიურ და მსოფლიო ჩემპიონებთან ბრძოლაში შეეცდებიან დავით თედიაშვილი, ლაშა კურტანიძე, ბექა ბერძენიშვილი, რევაზ ნაზღაიძე, ნიკა ელოშვილი და ლუკა ჩოფიკაშვილი.
შეჯიბრების პირველი დღის გამოსვლების განრიგი:
19 თებერვალი, კვირა
სნოუბორდი. პარალელური გიგანტური სლალომი (მამაკაცები) – 12:00 სთ
სნოუბორდი. პარალელური გიგანტური სლალომი (ქალები) – 12:00 სთ
მსოფლიო ჩემპიონატი საქართველოში იმართება ქვეყნის მთავრობის, მთის ტრასების სააგენტოსა და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის მხარდაჭერით.
საქართველო ფრისტაილში, სნოუბორდსა და ფრისკიში მსოფლიო ჩემპიონატს პირველად მასპინძლობს. საქართველოს მთავრობამ ბაკურიანში პრესტიჟული პირველობის ორგანიზებისთვის 270 მლნ ლარი გამოყო.
მსოფლიო ღონისძიების გამო ბაკურიანში გზებზე ავტომობილების მძღოლებისთვის შეზღუდვები დაწესდა, რათა ჩემპიონატის მონაწილეებმა და სტუმრებმა თავისუფლად გადაადგილება შეძლონ.
„ბაკურიანი 2023" საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით იმართება.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0