https://sputnik-georgia.com/20230217/iago-xvicia-nacionalur-mozraobaze-274967760.html
„ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ“ - ოპოზიციონერი „ნაციონალურ მოძრაობაზე"
„ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ“ - ოპოზიციონერი „ნაციონალურ მოძრაობაზე"
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლის არჩევნებამდე განადგურებული უნდა იყოს, განაცხადა პოლიტიკოსმა. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T15:47+0400
2023-02-17T15:47+0400
2023-02-17T20:43+0400
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ახალი ამბები
საქართველო
ქართული ოპოზიცია
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
მიხეილ სააკაშვილი
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269725605_0:453:1356:1216_1920x0_80_0_0_bcec5343a09d99a8ba8133e96bd25e3c.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარჩა მხოლოდ მუმია, რომელიც პატივით უნდა დავკრძალოთ, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ.„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. მიუხედავად პარტიის ახალი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, მასშტაბური აქციების ჩატარება ვერ მოხერხდა.მისი თქმით, არავის სჯერა, რომ სააკაშვილს კლავენ და აწამებენ ციხეში.„სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს სააკაშვილის გათავისუფლება და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა „ნაცმოძრაობა“, რომლისგანაც მტრის ხატი აქვთ შექმნილი, განადგურებისგან იხსნან.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.„ვივამედის“ დირექტორმა უარყო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/18/269725605_0:339:1356:1356_1920x0_80_0_0_04bf90d7634cbb4f4e4d60862f28a92b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ახალი ამბები, საქართველო, ქართული ოპოზიცია, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , მიხეილ სააკაშვილი
„ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ“ - ოპოზიციონერი „ნაციონალურ მოძრაობაზე"
15:47 17.02.2023 (განახლებულია: 20:43 17.02.2023) „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" 2024 წლის არჩევნებამდე განადგურებული უნდა იყოს, განაცხადა პოლიტიკოსმა.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ დარჩა მხოლოდ მუმია, რომელიც პატივით უნდა დავკრძალოთ, განაცხადა დეპუტატმა ოპოზიციური პარტია „გირჩიდან“ იაგო ხვიჩიამ.
„ნაციონალური მოძრაობა“ საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს მართავს. მიუხედავად პარტიის ახალი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის მრავალრიცხოვანი მოწოდებებისა, მასშტაბური აქციების ჩატარება ვერ მოხერხდა.
„2024 წლის არჩევნებამდე „ნაციონალური მოძრაობა“ განადგურებული უნდა იყოს, არც ახლაა მისგან რამე დარჩენილი, ეს ყველაფერი არის „ნაციონალური მოძრაობის“ მუმია და ეს მუმია საპატიოდ უნდა დავკრძალოთ“, – განაცხადა ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ ეთერში.
მისი თქმით, არავის სჯერა, რომ სააკაშვილს კლავენ და აწამებენ ციხეში.
„სააკაშვილი თავად რისკავს საკუთარი ჯანმრთელობით. ის არის მებრძოლი, უბრალოდ ციხეშია და იქიდან იბრძვის“, – აღნიშნა ხვიჩიამ.
ოპოზიციონერი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ აწყობს სააკაშვილის გათავისუფლება და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რათა „ნაცმოძრაობა“, რომლისგანაც მტრის ხატი აქვთ შექმნილი, განადგურებისგან იხსნან.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სამოქალაქო კლინიკა „ვივამედის“ ექიმებმა, სადაც სააკაშვილი 2022 წლის მაისიდან მკურნალობს, არაერთხელ განაცხადეს, რომ პაციენტის მდგომარეობის მთავარი პრობლემა ისაა, რომ ის უარს ამბობს კვებაზე მიუხედავად იმისა, რომ მას შეუძლია ჭამა და წონაში მომატება.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.