https://sputnik-georgia.com/20230212/vivamedis-direqtorma-uaryo-informacia-saakasvilis-mdgomareobis-gauaresebis-sesaxeb-274796899.html
„ვივამედის“ დირექტორმა უარყო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ
„ვივამედის“ დირექტორმა უარყო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ
Sputnik საქართველო
მედიკოსის თქმით, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მთავარ პრობლემად მისი კვება რჩება 12.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-12T16:00+0400
2023-02-12T16:00+0400
2023-02-13T16:51+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041198_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_6eccd4a91795eaebe8abd3ff1587f8de.jpg
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ უარყო არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სავარაუდო გაუარესების შესახებ.სააკაშვილის კლინიკაში 2022 წლის მაისიდან მკურნალობს. წუხელ ექს-პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს სახსრები საშინელი ტკივილი ჰქონდა და მისი პალატიდან გაიტანეს სასწორი, რათა მან წონის გაკონტროლება ვერ შეძლოს. ალასანიას თქმით, პაციენტს მთელი ღამე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც მთელი მედპერსონალი „ფეხზე იდგა“.მედიკოსის თქმით, ძირითად პრობლემად კვლავ პაციენტის კვება რჩება, თუმცაღა პაციენტს აქვს უნარი, რომ მიიღოს საკვები და გაზარდოს კალორაჟი.„იმედი მაქვს, რომ ქალბატონი გიული მოიტანს იმ კალორაჟის შესაბამისი საკვებს, რის რეკომენდაციასაც აძლევს ექიმი“, - განაცხადა ჩხაიძემ.სააკაშვილის ამნისტირება არ მოხდება - „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ პირობა დადო >>რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაციენტის პალატიდან სასწორი გაიტანეს, კლინიკური დირექტორის თქმით, „მატებების შემთხვევაში პაციენტს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა“.თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273041198_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f9902e6ced8042c06a2ee4744eff8c3a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
„ვივამედის“ დირექტორმა უარყო ინფორმაცია სააკაშვილის მდგომარეობის გაუარესების შესახებ
16:00 12.02.2023 (განახლებულია: 16:51 13.02.2023) მედიკოსის თქმით, ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობის მთავარ პრობლემად მისი კვება რჩება
თბილისი, 12 თებერვალი - Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ უარყო არაერთ მედიაში გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის სავარაუდო გაუარესების შესახებ.
სააკაშვილის კლინიკაში 2022 წლის მაისიდან მკურნალობს. წუხელ ექს-პრეზიდენტის დედამ გიული ალასანიამ განაცხადა, რომ სააკაშვილს სახსრები საშინელი ტკივილი ჰქონდა და მისი პალატიდან გაიტანეს სასწორი, რათა მან წონის გაკონტროლება ვერ შეძლოს. ალასანიას თქმით, პაციენტს მთელი ღამე მაღალი ტემპერატურა ჰქონდა, რის გამოც მთელი მედპერსონალი „ფეხზე იდგა“.
„ვრცელდება ინფორმაცია, რომ პაციენტის მდგომარეობა წინა ღამის განმავლობაში განსაკუთრებით დამძიმდა, რომ თითქოს განგაში იყო კლინიკაში და პენიტენციურ სისტემაში. მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“, - განუცხადა ჩხაიძემ ჟურნალისტებს.
მედიკოსის თქმით, ძირითად პრობლემად კვლავ პაციენტის კვება რჩება, თუმცაღა პაციენტს აქვს უნარი, რომ მიიღოს საკვები და გაზარდოს კალორაჟი.
„იმედი მაქვს, რომ ქალბატონი გიული მოიტანს იმ კალორაჟის შესაბამისი საკვებს, რის რეკომენდაციასაც აძლევს ექიმი“, - განაცხადა ჩხაიძემ.
რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პაციენტის პალატიდან სასწორი გაიტანეს, კლინიკური დირექტორის თქმით, „მატებების შემთხვევაში პაციენტს უარყოფითი რეაქცია ჰქონდა“.
„სასწორი არსად არ გატანილა, შეიძლება პალატაში არ არის, მაგრამ ესეც პაციენტების ინტერესებიდან გამომდინარე“, - განაცხადა ჩხაიძემ.
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.