40-საათიანი სამუშაო კვირა ძალაში რჩება

© photo: Sputnik / Stringerსავაჭრო ცენტრი Tbilisi Galleria
სავაჭრო ცენტრი Tbilisi Galleria - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2023
გამოწერა
მთავრობამ დამსაქმებლები დაავალდებულა, რომ კვირაში 40 საათზე მეტი მუშაობისთვის დასაქმებულებს დამატებითი ანაზღაურება გადაუხადონ.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ახალი წესების ამოქმედება, რაც კერძო სექტორისთვის 40-საათიან სამუშაო კვირას უკავშირდება, არ გადავადდება, განაცხადა საქართველოს შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა ბექა ფერაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წლის იანვრიდან კერძო სექტორში მუშაობამ კვირაში 40 საათს არ უნდა გადააჭარბოს. ამასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ დასაქმებულების უფლებების დარღვევაზე მყისიერი რეაგირება ექნება.

„ასწლეულზე მეტია, რაც განვითარებული სამყარო ამაზე შეთანხმდა. ბიზნესთან ორი წლის განმავლობაში აქტიური კომუნიკაცია გვქონდა. ნებისმიერ ბიზნესს მოლოდინი უნდა ჰქონოდა, რომ 40-საათიანი სამუშაო დროის ნორმა დაწესდებოდა. რეგულაციის გადავადება არ იგეგმება. ჩვენ ბიზნესს ადაპტირების საშუალებას ვაძლევთ“, – განაცხადა ფერაძემ.

მისი თქმით, სპეციფიკური სამუშაო საქმიანობის შემთხვევაში დაშვებულია კვირაში 40 საათზე მეტი მუშაობა, მაგრამ თანამშრომელმა ამისთვის ზეგანაკვეთური ანაზღაურება უნდა მიიღოს.
შრომითი უფლებების დარღვევის რისკი დამოკიდებულია საქმიანობის სფეროზეც, მაგალითად, სამშენებლო სფეროში რისკი მეტია, ვიდრე მომსახურების სფეროში, აღნიშნა მან.
„ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს იმას, რომ მომსახურების სექტორში საფრთხე საერთოდ არ არსებობს. მომსახურების სექტორში ინციდენტები საკმაოდ გაზრდილია“, – აღნიშნა ფერაძემ.
სამშენებლო სექტორში რისკები უნდა ფასდებოდეს არანაკლებ ათი დღის განმავლობაში, ხოლო მომსახურების სფეროში ინსპექტირების პერიოდი ოთხიდან ექვს თვემდეა, განაცხადა ფერაძემ.
აზარაშვილმა პირობა დადო, რომ უხელფასოდ დარჩენილი დასაქმებულების უფლებებს დაიცავს>>
„თუ კონკრეტულ სექტორში დარღვევის რისკი მეტია, უსაფრთხოების სპეციალისტის აქტივობაც ამ მიმართულებით მეტი იქნება“, – აღნიშნა ფერაძემ.
იყო შემთხვევები, როდესაც რესტორნებში, ატელიეში, სასტუმროებსა თუ სუპერმარკეტებში თანამშრომლებს 40-ის ნაცვლად 48 საათი უწევდათ მუშაობა კვირაში და ამ დროს იმავე ხელფასს იღებდნენ. მაგრამ იანვრიდან საქართველოს მთავრობამ ასეთ შემთხვევაში დამსაქმებლებს დამატებითი ანაზღაურების გაცემა დაავალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0