აზარაშვილმა პირობა დადო, რომ უხელფასოდ დარჩენილი დასაქმებულების უფლებებს დაიცავს

© Ministry of Refugees, Labor, Health and Social Affairs of Georgiaზურაბ აზარაშვილი
ზურაბ აზარაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
დასაქმებულების პრობლემების ოპერატიულად გადასაწყვეტად ელექტრონული საშუალებები იქნება გამოყენებული.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა პირობა დადო, რომ ქვეყნის დასაქმებული მოსახლეობის ხელფასებთან დაკავშირებულ პრობლემებზე რეაგირება სწრაფი და ოპერატიული იქნება.
საუბარია ისეთ ვითარებაზე, როდესაც დასაქმებულები ვერ ახერხებენ შრომის ინსპექციამდე თავიანთი პრობლემის მიტანას ხელფასის ხელოვნურად შემცირების ან ნაკლები ხელფასის გაცემის მიზნით მათი სხვა პოზიციაზე დანიშვნის შემთხვევებში. პრობლემის აღმოსაფხვრელად სამინისტრო ამ პროცესს გააკონტროლებს, მათ შორის, ელექტრონული სახით, ხოლო დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში ინციდენტზე რეაგირებას არ დააყოვნებს.
გარდა ამისა, მინისტრმა განმარტა, რომ იმ შემთხვევაში, თუ დასაქმებული კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, დამსაქმებელი ვალდებულია მას თითოეული საათისთვის დამატებითი ანაზღაურება გადაუხადოს.

„ეს გადაწყვეტილება იანვრიდან შევიდა ძალაში, როდესაც ახალი ტარიფების მიხედვით მინიმალური ხელფასების გაცემა უნდა მოეხდინათ. შრომის ინსპექცია აქტიურადაა ჩართული და ყველა იმ პრობლემაზე მყისიერად რეაგირებს, რაც დასაქმებულების მხრიდან ფიქსირდება, მათი უფლებების დასაცავად“, – განაცხადა აზარაშვილმა ბრიფინგზე.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე სერიოზული დარღვევები ამ მიმართულებით გამოვლენილი არ არის. აზარაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ სიახლის წყალობით ეს პრობლემა საბოლოოდ გადაწყდება და არავის აღარ ექნება სურვილი, გასცეს დადგენილ მინიმუმზე დაბალი ხელფასი ან ხელფასის შემცირების მიზნით დასაქმებული სხვა პოზიციაზე გადაიყვანოს.
მინისტრის თქმით, იყო შემთხვევები, როდესაც რესტორნებში, ატელიეში, სასტუმროებსა თუ სუპერმარკეტებში თანამშრომლებს 40-ის ნაცვლად 48 საათი უწევდათ მუშაობა კვირაში და ამ დროს იმავე ხელფასს იღებდნენ. მაგრამ იანვრიდან საქართველოს მთავრობამ დამსაქმებლებს დამატებითი ანაზღაურების გაცემა დაავალა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0