https://sputnik-georgia.com/20230217/--------274980833.html
იუსტიციის სამინისტრო: ევროსასამართლომ საქართველოს ციხეებში წამების სისტემურობა დაადასტურა
იუსტიციის სამინისტრო: ევროსასამართლომ საქართველოს ციხეებში წამების სისტემურობა დაადასტურა
Sputnik საქართველო
2011 წლის ნოემბერში აკაკი ოჩიგავა სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მას დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი. 17.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-17T21:45+0400
2023-02-17T21:45+0400
2023-02-17T22:39+0400
საქართველო
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209514_0:155:1280:875_1920x0_80_0_0_ea4357b5a1b6dc878abc4ef3ca0d3d6c.jpg
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადასტურა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების სისტემატური ხასიათი, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.ევროპის სასამართლომ დაადგინა 2011-2012 წლებში თბილისის გლდანის ციხეში ყოფნისას აკაკი ოჩიგავას მიმართ წამების აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევა, ასევე გამოძიების ეფექტურობის დარღვევა და ხელისუფლებას მორალური ზიანისთვის 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა. ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ციხეებში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე პატიმრებს კვირაში ორჯერ სცემდნენ, ამასთან, მოქმედებდა ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა (ე.წ. საკარანტინო პროცედურა).საკნებში იმდენ პატიმარს ათავსებდნენ, რომ მათ დაჯდომა მხოლოდ მორიგეობით შეეძლოთ. გარდა ამისა, პატიმრებს ე.წ. კარცერში ხანგრძლივი დროით ათავსებდნენ და დღის მანძილზე საწოლზე დაჯდომის უფლებას არ აძლევდნენ – მათ ცემენტის იატაკზე უწევდათ ჯდომა. „ევროპარლამენტის რეზოლუცია ცინიზმის მწვერვალია“ - პაპუაშვილი>>>პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით. უფრო მეტიც, პატიმრებს თავზე სპეციალური სახის ჩაფხუტს აფარებდნენ და პირში ბურთს ჩრიდნენ, რათა მათ არ ესაუბრათ. პატიმრებისთვის საკვების მიღება და საპირფარეშოს გამოყენება შეზღუდული იყო. გამუდმებით ხდებოდა ოჯახის წევრებთან შეხვედრის შეზღუდვა.სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აკაკი ოჩიგავას მიმართ ძალადობის სხვა ფაქტებიც დაადასტურა. მას ხელკეტით დაუმტვრიეს თითები, საშხაპეში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. იგი ციხის მორგში, გარდაცვლილებს შორის მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვული მოვიდა გონს.უწყების ცნობით, ოჩიგავამ წამების შესახებ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განაცხადა. 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ადამიანი, რომელთა მიმართაც 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აღნიშნული განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვეს სასამართლოს ზედა ინსტანციებმაც.ევროპულმა სასამართლომ გამოძიების გაჭიანურება არაეფექტურად მიიჩნია, რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა მხოლოდ გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა.„ციხის სკანდალი“ საქართველოში2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში „ციხის სკანდალი“ მოხდა. იგი გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო. ღარიბაშვილი: საქართველოში წამება და ტანჯვა აღარ დაბრუნდება>>>იმავე საღამოს სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმართა ცემისა და დამცირების ამსახველი ჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.მაშინ ამ ფაქტორმა არჩევნების შედეგებზე, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.ამჟამინდელი მონაცემებით, პატიმრების წამების საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულია საპატიმრო დაწესებულებების დაახლოებით 150 თანამშრომელი, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების რვა დირექტორი და შვიდი დირექტორის მოადგილე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/13/262209514_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f07b966c46fe1dbead5918d455df59d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საზოგადოება, ახალი ამბები
იუსტიციის სამინისტრო: ევროსასამართლომ საქართველოს ციხეებში წამების სისტემურობა დაადასტურა
21:45 17.02.2023 (განახლებულია: 22:39 17.02.2023) 2011 წლის ნოემბერში აკაკი ოჩიგავა სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მას დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი.
თბილისი, 17 თებერვალი — Sputnik. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებამ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ დაადასტურა 2012 წლამდე საქართველოს ციხეებში პატიმართა წამების სისტემატური ხასიათი, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ევროპის სასამართლომ დაადგინა 2011-2012 წლებში თბილისის გლდანის ციხეში ყოფნისას აკაკი ოჩიგავას მიმართ წამების აკრძალვის შესახებ მუხლის დარღვევა, ასევე გამოძიების ეფექტურობის დარღვევა და ხელისუფლებას მორალური ზიანისთვის 20 ათასი ევროს ოდენობით კომპენსაციის გადახდა დააკისრა.
„ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „ოჩიგავა საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა, რითაც კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ 2012 წლამდე საქართველოს პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა წამება და არასათანადო მოპყრობა „იყო სისტემატური ხასიათის და მთელი სისტემისთვის დამახასიათებელი“ პრობლემა", – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
ევროსასამართლოს გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ციხეებში 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებამდე პატიმრებს კვირაში ორჯერ სცემდნენ, ამასთან, მოქმედებდა ახლად მოთავსებულ პატიმართა აუცილებლად ცემის პრაქტიკა (ე.წ. საკარანტინო პროცედურა).
საკნებში იმდენ პატიმარს ათავსებდნენ, რომ მათ დაჯდომა მხოლოდ მორიგეობით შეეძლოთ. გარდა ამისა, პატიმრებს ე.წ. კარცერში ხანგრძლივი დროით ათავსებდნენ და დღის მანძილზე საწოლზე დაჯდომის უფლებას არ აძლევდნენ – მათ ცემენტის იატაკზე უწევდათ ჯდომა.
პატიმრებს შორის საუბარი დასაშვები იყო მხოლოდ ჩურჩულით. უფრო მეტიც, პატიმრებს თავზე სპეციალური სახის ჩაფხუტს აფარებდნენ და პირში ბურთს ჩრიდნენ, რათა მათ არ ესაუბრათ. პატიმრებისთვის საკვების მიღება და საპირფარეშოს გამოყენება შეზღუდული იყო. გამუდმებით ხდებოდა ოჯახის წევრებთან შეხვედრის შეზღუდვა.
„მომჩივანმა აკაკი ოჩიგავამ წამების ზემოდასახელებული ფორმები საკუთარ თავზე გამოსცადა. ამასთან, 2011 წლის ნოემბერში მას განსაკუთრებული სისასტიკით სცემეს, რის შედეგადაც მას დაუზიანდა ხერხემალი და დაკარგა სიარულის უნარი", – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებამ აკაკი ოჩიგავას მიმართ ძალადობის სხვა ფაქტებიც დაადასტურა. მას ხელკეტით დაუმტვრიეს თითები, საშხაპეში გააშიშვლეს, ცივი წყალი შეასხეს და ხელკეტებით სასტიკად სცემეს. იგი ციხის მორგში, გარდაცვლილებს შორის მილზე ხელბორკილებით მიჯაჭვული მოვიდა გონს.
უწყების ცნობით, ოჩიგავამ წამების შესახებ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ განაცხადა. 2017 წელს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა რამდენიმე ადამიანი, რომელთა მიმართაც 2018 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. აღნიშნული განაჩენი ძალაში უცვლელად დატოვეს სასამართლოს ზედა ინსტანციებმაც.
ევროპულმა სასამართლომ გამოძიების გაჭიანურება არაეფექტურად მიიჩნია, რადგან პასუხისმგებელ პირთა დაკავება და გასამართლება მოხდა მხოლოდ გასაჩივრებული ფაქტების დადგომიდან 5 წლის შემდეგ, რაც მართლმსაჯულების აღსასრულებლად ხანგრძლივ ვადად შეფასდა.
„ციხის სკანდალი“ საქართველოში
2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოში „ციხის სკანდალი“ მოხდა. იგი გლდანის ციხეში პატიმართა წამების საქმის გახსნის და ამ საქმესთან დაკავშირებით სამი თანამშრომლის დაკავების შესახებ შსს-ს განცხადებით დაიწყო.
იმავე საღამოს სასჯელაღსრულების რამდენიმე დაწესებულებაში პატიმართა ცემისა და დამცირების ამსახველი ჩანაწერები ორმა ტელეარხმა გაასაჯაროვა. დაიწყო საპროტესტო აქციები, რის შემდეგაც ხელისუფლებამ აღიარა, რომ პატიმართა წამება სისტემურ ხასიათს ატარებდა.
მაშინ ამ ფაქტორმა არჩევნების შედეგებზე, შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი როლი ითამაშა. 2012 წლის არჩევნები მიხეილ სააკაშვილის პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებით და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილის კოალიცია „ქართული ოცნების“ მოსვლით დასრულდა.
ამჟამინდელი მონაცემებით, პატიმრების წამების საქმესთან დაკავშირებით პასუხისგებაში მიცემულია საპატიმრო დაწესებულებების დაახლოებით 150 თანამშრომელი, მათ შორის პენიტენციური დაწესებულების რვა დირექტორი და შვიდი დირექტორის მოადგილე.