https://sputnik-georgia.com/20230216/samusao-jgufis-sexvedra-gelatis-sakitxebze-gadaido-274945745.html
გელათის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო
გელათის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო
Sputnik საქართველო
გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეხვედრა 17 თებერვალს დაინიშნა, მაგრამ მერე თარიღის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს. 16.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-16T19:23+0400
2023-02-16T19:23+0400
2023-02-16T21:40+0400
ახალი ამბები
საქართველო
კულტურა საქართველოში
ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები
იუნესკო
საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004649_0:39:2000:1164_1920x0_80_0_0_b537f442258fd9b45cfc65e23557a12d.jpg
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის სხდომა დაგეგმილზე გვიან – 24 თებერვალს ჩატარდება. გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საპატრიარქოსთან ერთად მიიღო.სამონასტრო კომპლექსის პრობლემებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ სამუშაო ჯგუფის სხდომის გადატანის გადაწყვეტილება საორგანიზაციო საკითხების უკეთესად მოგვარების მიზნით მიიღეს.განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტრომ ყურად იღო ეს რეკომენდაცია და შეხვედრა თავდაპირველად 17 თებერვალს დანიშნა.საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის სამუშაოებით და რესტავრაციის ჩატარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მართვის ერთიანი გეგმით მოითხოვა.გამოქვეყნდა იუნესკოს ანგარიში გელათის თემაზე - მთავარი რეკომენდაციები>>უფრო მეტიც, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ჯგუფი, რომელიც ამჟამად კონსერვაციის სამუშაოებს ასრულებს, უფრო კომპეტენტური სპეციალისტებით უნდა ჩანაცვლდეს, რადგანაც, მიუხედავად მათი საქმიანობისა, გელათის ფრესკები კრიტიკულ მდგომარეობაშია.მოვლენები გელათის ირგვლივგელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.საქართველოს ხელისუფლებამ კომპლექსის რესტავრაცია 2017 წელს დაიწყო. პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც შემოწმებამ გამოავლინა, რომ კრამიტით გადახურულ აღდგენილ სახურავში წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი მოხადა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).სკანდალი გელათის მონასტრის ირგვლივ - ახალი ბრალდებები და კულტურის სამინისტროს პასუხი>>უწყებაში ადასტურებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24500/46/245004649_110:0:1890:1335_1920x0_80_0_0_230fb7e0f40a931eeec2d720051fa4f5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იუნესკო , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, კულტურა საქართველოში, ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, იუნესკო , საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო
გელათის საკითხზე სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გადაიდო
19:23 16.02.2023 (განახლებულია: 21:40 16.02.2023) გელათთან დაკავშირებით იუნესკოს დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ შეხვედრა 17 თებერვალს დაინიშნა, მაგრამ მერე თარიღის შეცვლის გადაწყვეტილება მიიღეს.
თბილისი, 16 თებერვალი – Sputnik. გელათის სამონასტრო კომპლექსის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის სხდომა დაგეგმილზე გვიან – 24 თებერვალს ჩატარდება. გადაწყვეტილება ამის თაობაზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საპატრიარქოსთან ერთად მიიღო.
სამონასტრო კომპლექსის პრობლემებისადმი საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტრომ და საპატრიარქომ სამუშაო ჯგუფის სხდომის გადატანის გადაწყვეტილება საორგანიზაციო საკითხების უკეთესად მოგვარების მიზნით მიიღეს.
„შეგახსენებთ, რომ იუნესკომ დადებითად შეაფასა 2021 წელს კულტურის სამინისტროს მიერ გელათის პრობლემებთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის შექმნა და მის ფარგლებში მუშაობა და თავის დასკვნაში სახელმწიფოს პროცესის განახლებისკენ მოუწოდა“, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ კულტურის სამინისტრომ ყურად იღო ეს რეკომენდაცია და შეხვედრა თავდაპირველად 17 თებერვალს დანიშნა.
საქართველოს საპატრიარქო უკმაყოფილო დარჩა გელათის სამონასტრო კომპლექსში ღვთისმშობლის ტაძრის აღდგენის სამუშაოებით და რესტავრაციის ჩატარება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად, მართვის ერთიანი გეგმით მოითხოვა.
უფრო მეტიც, საპატრიარქოში მიიჩნევენ, რომ ჯგუფი, რომელიც ამჟამად კონსერვაციის სამუშაოებს ასრულებს, უფრო კომპეტენტური სპეციალისტებით უნდა ჩანაცვლდეს, რადგანაც, მიუხედავად მათი საქმიანობისა, გელათის ფრესკები კრიტიკულ მდგომარეობაშია.
მოვლენები გელათის ირგვლივ
გელათის ღვთისმშობლის სახელობის მონასტერი ქუთაისში — საქართველოში შუა საუკუნეების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია, საეკლესიო და კულტურული ცხოვრების ცენტრი, XVI საუკუნის მეორე ნახევრიდან 1814 წლამდე კათოლიკოსის რეზიდენცია, 1994 წლიდან — მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი.
დაარსებულია 1106 წელს დავით აღმაშენებლის მიერ და ის მისი განსასვენებელი გახდა. წმინდა ღვთისმშობლის ტაძარში დავით აღმაშენებლის უნიკალური ფრესკაა დაცული.
საქართველოს ხელისუფლებამ კომპლექსის რესტავრაცია 2017 წელს დაიწყო. პრობლემები ტაძარში 2020 წლის მარტში გამოჩნდა, როდესაც შემოწმებამ გამოავლინა, რომ კრამიტით გადახურულ აღდგენილ სახურავში წყალი ჟონავდა. წყალმა დააზიანა ფრესკები ტაძრის დასავლეთ ფრთაში.
უნიკალური ფრესკების გადასარჩენად კრამიტი მოხსნეს და ტაძარი დროებითი, თუნუქის სახურავით გადახურეს. 2021 წლის იანვარში ძლიერმა ქარმა დროებითი სახურავის ნაწილი მოხადა და წყალმა კვლავ დააზიანა ფრესკები.
დროებით გადახურვასაც და სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში დასავლეთ მკლავის კამარის დაზიანებული კედლის მხატვრობის გადასარჩენად კვლევებზე დაფუძნებული მეთოდის გამოყენებით ჩატარებულ სამუშაოებსაც სპეციალურად ამ მიზნით კულტურის სამინისტროს მიერ მოწვეული UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფი ზედამხედველობდა (ძეგლის გადახურვის სპეციალისტები – პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი, კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი და კედლის მხატვრობის სპეციალისტი მარიო პულიერი).
უწყებაში ადასტურებენ, რომ ამჟამად ტაძარში წყლის ინფილტრაცია სრულად აღმოფხვრილია და კედლის მხატვრობის ჩამოშლაც – შეჩერებული. ამასთან, ოპტიმალურად მიმდინარეობს კედლების შრობის პროცესი მას შემდეგ, რაც იუნესკოს სპეციალისტების რჩევით ტაძრის სახურავის ერთი ნაწილიდან მოიხსნა მოჭიქული კრამიტი და ნესტის აორთქლება ზემოდანაც გახდა შესაძლებელი.