ოპოზიცია ევროპარლამენტის რეზოლუციას აფასებს

© photo: Sputnik / Stringerლევან ხაბეიშვილი
ლევან ხაბეიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 16.02.2023
გამოწერა
ქართველი ოპოზიციონერები ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაუყონებლივ შეასრულონ ევროპარლამენტის რეზოლუცია.
თბილისი, 16 თბილისი — Sputnik. საქართველოს ოპოზიციურ პოლიტიკურ სპექტრში ევროპარლამენტის რეზოლუცია შეაფასეს, რომელშიც ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების და ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების მოთხოვნებია.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში საუბარია სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესებაზე და ამასთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების არაადეკვატურ რეაგირებაზე. სააკაშვილის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის, ნათქვამია დოკუმენტში.
ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ლევან ხაბეიშვილმა ევროპარლამენტის რეზოლუციას უპრეცედენტო უწოდა.

„ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც ასეთ რეზოლუციაში პირდაპირ შავით თეთრზე წერია, რომ ადამიანი არის პატიმარი, პოლიტპატიმარი და სასწრაფოდ უნდა გათავისუფლდეს“, – განაცხადა ხაბეიშვილმა ბრიფინგზე.

„ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა ხელისუფლებას ევროპარლამენტის რეზოლუციის დაუყოვნებლივ აღსრულებისკენ მოუწოდა.
ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს მომავალი ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას უკავშირდება, საიდანაც მოქმედმა ხელისუფლებამ მთლიანად გადაუხვია, განაცხადა ოპოზიციური პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.
„ეს ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა გამოიწვია დასავლური, დემოკრატიული სამყაროს მკვეთრი ნეგატიური რეაქცია, რაც განსაკუთრებით საზიანოა ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც რამდენიმე თვეში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი უნდა გადაწყდეს“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პაპუაშვილი: ვროპარლამენტის რეზოლუციები საქართველოს შესახებ დეზინფორმაციის წყარო გახდა>>>
თუმცა, რეზოლუციით შეცვლილი პროცესები ნაკლებად ახსენდება საქართველოს ექს-პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. როგორც ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტმა აღნიშნა, მას არ აქვს იმედი, რომ რეზოლუცია რამეს შეცვლის იმ ფონზე, როცა „ქართული ოცნება" ასე ღრმად შევიდა ანტიევროპული და ანტიქართული სახელმწიფოს მშენებლობაში.
„რეზოლუცია არის მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია რაღაც ღირებულებები, ვისთვისაც ღირებულია ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაცია. დიდი ხანია ვერ ვხედავ მმართველ გუნდში ასეთ სენტიმენტებს", – განაცხადა მარგველაშვილმა „პალიტრანიუსის" ეთერში.
საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფის“ წევრის თეონა აქუბარდიას აზრით, ის, რომ სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას, რომელმაც პაციენტის ჯანმრთელობაზე უნდა იზრუნოს – ეს რეალობაა და ამაში ახალი არაფერია.
„აქ საუბარია პირადი ვენდეტის საკითხზე, რომელსაც დასავლეთი ხედავს, და თუ ეს პარადიგმა არ შეიცვლება და თუ ხელისუფლება არ იმუშავებს, ეს დააზარალებს არა მხოლოდ პირადად მიხეილ სააკაშვილს და მის მომხრეებს, არამედ ზოგადად საქართველოს ევროპულ მომავალს“, – განაცხადა აქუბარდიამ.
ევროპარლამენტის რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ისეთი პატიმრების მკურნალობა, როგორიც არის ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, ლაკმუსის ქაღალდია საქართველოს მთავრობისთვის, რომელმაც უნდა დაამტკიცოს ევროპული ღირებულებებისა და გაცხადებული ევროპული მისწრაფების ერთგულება, მათ შორის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
ეს ევროპარლამენტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებული მესამე კრიტიკული რეზოლუციაა. პირველი მიღებულ იქნა 2022 წლის 9 ივნისს, ხოლო მეორე 14 დეკემბერს. ყველა დოკუმენტში, სხვა საკითხებთან ერთად, ჩაწერილია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საჭიროება.
„ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ევროპარლამენტში სისტემურ პრობლემებზე განაცხადა>>>
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ოპოზიციური პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერის ლევან იოსელიანის განცხადებით, ის, რომ სააკაშვილის საკითხი ქვეყნის ევროპულ პერსპექტივასთან არის მიბმული, მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს.
„ჩემდა სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილმა, მისმა ოჯახმა და მისმა პარტიამ შეძლეს კანდიდატის სტატუსის საკითხის მის გათავისუფლებასთან დაკავშირება. ეს რეალობაა და ამას თვალი უნდა გავუსწოროთ", – განაცხადა იოსელიანმა.
თავის მხრივ, მისმა თანაპარტიელმა, დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას „ქართული ოცნებისთვის" სილის გაწვნა უწოდა.

„ეს იყო „ქართული ოცნებისთვის“ სახეში სილის გარტყმა იმ გაუთავებელი ჭორების წინააღმდეგ, რომლითაც „ქართული ოცნების“ ლიდერები არიან დაკავებული ევროპასთან, ევროკავშირთან, ევროპარლამენტთან მიმართებით... მათ უნდა გაიგონ, რომ ევროპის, ჩვენი ქვეყნის ევროპული პერსპექტივის შესახებ ასე საუბარი ცეცხლთან თამაშია“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ევროპულმა საბჭომ 2022 წლის 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
საქართველოსგან განსხვავებით, 2022 წლის ივნისში კანდიდატის სტატუსი მიიღეს უკრაინამ და მოლდოვამ.
მოვლენები სააკაშვილის ირგვლივ
თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან პატიმრობის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე სასამართლოზე ამტკიცებდა, რომ სააკაშვილს აქვს სამი მძიმე დაავადება: დემენცია (ჭკუასუსტობის ერთ-ერთი სახე) დაუზუსტებელი; კახექსია და გამოხატული ატაქტიური სინდრომი, რომელსაც თან ახლავს გონებრივი ფუნქციების მოშლა. სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა ამ დიაგნოზებს არასარწმუნო უწოდა.
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს კიდევ სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
ყველა ახალი ამბავი
0