https://sputnik-georgia.com/20230215/kvaracxeliam-maisuri-auqcionze-gamofina-tanxa-miwiszvrit-dazaralebulebs-moxmardeba-274900318.html
კვარაცხელიამ მაისური აუქციონზე გამოფინა - თანხა მიწისძვრით დაზარალებულებს მოხმარდება
კვარაცხელიამ მაისური აუქციონზე გამოფინა - თანხა მიწისძვრით დაზარალებულებს მოხმარდება
Sputnik საქართველო
კვარაცხელიას ავტოგრაფით მაისური საწყის 25 ათას ლირად არის შეფასებული. 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T15:42+0400
2023-02-15T15:42+0400
2023-02-20T16:59+0400
მიწისძვრა
სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
სპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274810911_0:122:2048:1275_1920x0_80_0_0_845e5c9c5f2e3bc1b4cc7dc5c4c3eabb.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. „ნაპოლისა“ და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის თანაგუნდელებთან ერთად აუქციონზე ავტოგრაფიანი მაისურები გამოფინა. მაისურების გაყიდვით შემოსული თანხა თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება.„ნაპოლის“ მოთამაშეების მაისურები განთავსებულია თურქულ ვებ-გვერდზე Socratessahada.com. აუქციონი ოთხი დღე გაგრძელდება.„კვარას“ ავტოგრაფით მაისურის საწყისი ფასი 25 ათასი თურქული ლირაა, რაც დაახლოებით 3,5 ათასი ლარია. უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიას მაისური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მისი თანაგუნდელების. მაგალითად, ვიქტორ ოსიმენის მაისურის შესაძენი საწყისი ფასი 20 ათასი ლირაა.ავტოგრაფიანი მაისურები ფეხბურთელებმა „ნაპოლის“ თავდამსხმელს ელიფ ელმასს გადასცეს, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში თამაშობს, მაგრამ წარმოშობით თურქია.ბოლო ცნობები თურქეთიდან: მე-10 დღეს გადარჩენილი ქალი, მსხვერპლი და ზარალი - ვიდეო>>ამ დროის მონაცემებით, რეგიონში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც საუკუნის უძლიერეს სტიქიურ კატასტროფადაა შეფასებული, 36 ათას ადამიანს აღწევს. აქედან თურქეთში 31,6 ათასი ადამიანია დაღუპული, სირიაში — 4300. ამასთან თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 105.505 კაცია.6 თებერვლის ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად სულ რეგიონში 26 მილიონი ადამიანი დაზარალდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274810911_0:0:2048:1537_1920x0_80_0_0_732cf28273fae15a547dac89a1d69c65.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , სპორტი
მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , სპორტი
კვარაცხელიამ მაისური აუქციონზე გამოფინა - თანხა მიწისძვრით დაზარალებულებს მოხმარდება
15:42 15.02.2023 (განახლებულია: 16:59 20.02.2023) კვარაცხელიას ავტოგრაფით მაისური საწყის 25 ათას ლირად არის შეფასებული.
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. „ნაპოლისა“ და საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ თავის თანაგუნდელებთან ერთად აუქციონზე ავტოგრაფიანი მაისურები გამოფინა. მაისურების გაყიდვით შემოსული თანხა თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულების ფონდში გადაირიცხება.
„ნაპოლის“ მოთამაშეების მაისურები განთავსებულია თურქულ
ვებ-გვერდზე Socratessahada.com. აუქციონი ოთხი დღე გაგრძელდება.
„კვარას“ ავტოგრაფით მაისურის საწყისი ფასი 25 ათასი თურქული ლირაა, რაც დაახლოებით 3,5 ათასი ლარია. უნდა აღინიშნოს, რომ კვარაცხელიას მაისური უფრო ძვირი ღირს, ვიდრე მისი თანაგუნდელების. მაგალითად, ვიქტორ ოსიმენის მაისურის შესაძენი საწყისი ფასი 20 ათასი ლირაა.
ავტოგრაფიანი მაისურები ფეხბურთელებმა „ნაპოლის“ თავდამსხმელს ელიფ ელმასს გადასცეს, რომელიც ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებში თამაშობს, მაგრამ წარმოშობით თურქია.
ამ დროის მონაცემებით, რეგიონში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც საუკუნის უძლიერეს სტიქიურ კატასტროფადაა შეფასებული, 36 ათას ადამიანს აღწევს. აქედან თურქეთში 31,6 ათასი ადამიანია დაღუპული, სირიაში — 4300. ამასთან თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 105.505 კაცია.
6 თებერვლის ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად სულ რეგიონში 26 მილიონი ადამიანი დაზარალდა.