https://sputnik-georgia.com/20230215/masvelebma-212-saatis-semdeg-nangrevebidan-cocxali-qalbatoni-amoiyvanes-274890126.html
ბოლო ცნობები თურქეთიდან: მე-10 დღეს გადარჩენილი ქალი, მსხვერპლი და ზარალი - ვიდეო
ბოლო ცნობები თურქეთიდან: მე-10 დღეს გადარჩენილი ქალი, მსხვერპლი და ზარალი - ვიდეო
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პროვინცია კაჰმარანმარაშის ქალაქ ადიამანში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც... 15.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-15T11:44+0400
2023-02-15T11:44+0400
2023-02-15T18:38+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში
საერთაშორისო პანორამა
თურქეთი
მიწისძვრა
სირია
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274822301_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_9d2166210457882f76c033eef47478c8.jpg
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პროვინცია კაჰმარანმარაშის ქალაქ ადიამანში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც მიწისძვრით განადგურებული შენობის ნანგრევების ქვეშ 212 საათი გაატარა, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu.გავრცელებული ინფორმაციით, 77 წლის ფატმა გიუნგორი შვიდსართულიანი კორპუსის ნანგრევებში იყო ჩამარხული.თურქეთისა და სირიის უბედურების ზონებში, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის შანსები სულ უფრო მცირდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ გრძელდება.ამ დროის მონაცემებით, რეგიონში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც საუკუნის უძლიერეს სტიქიურ კატასტროფადაა შეფასებული, 36 ათას ადამიანს აღწევს. აქედან თურქეთში 31,6 ათასი ადამიანია დაღუპული, სირიაში — 4300. ამასთან თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 105.505 კაცია. რაც შეეხება კატასტროფით მიყენებულ მატერიალურ ზარალს, თურქეთის სამეწარმეო და ბიზნესის კონფედერაციის ცნობით, ქვეყანას 84,1 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რომლის ექსპერტებიც ჯერ ისევ სწავლობენ მომხდარის მასშტაბებს, 6 თებერვლის ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად სულ რეგიონში 26 მილიონი ადამიანი დაზარალდა.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0d/274822301_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_8e63e9c7e45f588bb39efc57d4ba07f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, თურქეთი , მიწისძვრა, სირია, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები
მსოფლიოში, საერთაშორისო პანორამა, თურქეთი , მიწისძვრა, სირია, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები
თბილისი, 15 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პროვინცია კაჰმარანმარაშის ქალაქ ადიამანში მაშველებმა ნანგრევებიდან ცოცხალი ამოიყვანეს ასაკოვანი ქალბატონი, რომელმაც მიწისძვრით განადგურებული შენობის ნანგრევების ქვეშ 212 საათი გაატარა, იუწყება თურქული საინფორმაციო სააგენტო Anadolu.
გავრცელებული ინფორმაციით, 77 წლის ფატმა გიუნგორი შვიდსართულიანი კორპუსის ნანგრევებში იყო ჩამარხული.
თურქეთისა და სირიის უბედურების ზონებში, მიუხედავად იმისა, რომ ცოცხლად გადარჩენილების პოვნის შანსები სულ უფრო მცირდება, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები ისევ გრძელდება.
ამ დროის მონაცემებით, რეგიონში მიწისძვრის მსხვერპლთა რაოდენობა, რომელიც საუკუნის უძლიერეს სტიქიურ კატასტროფადაა შეფასებული, 36 ათას ადამიანს აღწევს. აქედან თურქეთში 31,6 ათასი ადამიანია დაღუპული, სირიაში — 4300. ამასთან თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 105.505 კაცია.
რაც შეეხება კატასტროფით მიყენებულ მატერიალურ ზარალს, თურქეთის სამეწარმეო და ბიზნესის კონფედერაციის ცნობით, ქვეყანას 84,1 მილიარდი დოლარის ზარალი მიადგა.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, რომლის ექსპერტებიც ჯერ ისევ სწავლობენ მომხდარის მასშტაბებს, 6 თებერვლის ორი გამანადგურებელი მიწისძვრის შედეგად სულ რეგიონში 26 მილიონი ადამიანი დაზარალდა.