https://sputnik-georgia.com/20230214/somxetis-sagareo-saqmeta-ministri-turqetsi-cava-274883479.html
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში გაემგზავრება
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში გაემგზავრება
ეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე ვიზიტია თურქეთში ბოლო 12 თვის განმავლობაში 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T23:18+0400
2023-02-14T23:18+0400
2023-02-14T23:57+0400
ახალი ამბები
საერთაშორისო პანორამა
მსოფლიოში
სომხეთი
თურქეთი
კავკასია
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265164105_0:21:1100:640_1920x0_80_0_0_85fb9628cc3f8717cbb068c61c538647.jpg
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 15 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება, იუწყება Sputnik-სომხეთი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება სომხეთის სამაშველო ჯგუფს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავს თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.ეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე ვიზიტია თურქეთში ბოლო 12 თვის განმავლობაში. 2022 წლის მარტში მან მონაწილეობა მიიღო დიპლომატიურ ფორუმში ანტალიაში, სადაც ასევე გამართა მოლაპარაკებები ჩავუშოღლუსთან.საქართველოდან თურქეთში მაშველების ახალი ჯგუფი გაემგზავრა >>თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.ამ დროისათვის თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 35,4 ათას კაცს აჭარბებს, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 6 ათასს მიუახლოვდა. თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 80 ათასს აღწევს. დაინგრა 5500-ზე მეტი შენობა. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.
სომხეთი
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/0b/265164105_62:0:1039:733_1920x0_80_0_0_4e0ef7eeeef3eaa4d5a269a7e0b14d9b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები, საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, სომხეთი, თურქეთი , კავკასია
ახალი ამბები, საერთაშორისო პანორამა, მსოფლიოში, სომხეთი, თურქეთი , კავკასია
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი თურქეთში გაემგზავრება
23:18 14.02.2023 (განახლებულია: 23:57 14.02.2023) ეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე ვიზიტია თურქეთში ბოლო 12 თვის განმავლობაში
თბილისი, 14 თებერვალი - Sputnik. სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი არარატ მირზოიანი 15 თებერვალს თურქეთში გაემგზავრება, იუწყება Sputnik-სომხეთი საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება სომხეთის სამაშველო ჯგუფს, რომელიც მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ქალაქ ადიამანში სამძებრო-სამაშველო სამუშაოებს ახორციელებს.
სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ანკარაში მოლაპარაკებებს გამართავს თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.
ეს სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მეორე ვიზიტია თურქეთში ბოლო 12 თვის განმავლობაში. 2022 წლის მარტში მან მონაწილეობა მიიღო დიპლომატიურ ფორუმში ანტალიაში, სადაც ასევე გამართა მოლაპარაკებები ჩავუშოღლუსთან.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
ამ დროისათვის თურქეთში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 35,4 ათას კაცს აჭარბებს, სირიაში კი დაღუპულთა რიცხვი 6 ათასს მიუახლოვდა. თურქეთში დაშავებულთა რაოდენობა 80 ათასს აღწევს. დაინგრა 5500-ზე მეტი შენობა. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.