https://sputnik-georgia.com/20230214/saqartvelodan-turqetsi-masvelebis-axali-jgufi-gaemgzavra-274879136.html
საქართველოდან თურქეთში მაშველების ახალი ჯგუფი გაემგზავრა
საქართველოდან თურქეთში მაშველების ახალი ჯგუფი გაემგზავრა
Sputnik საქართველო
საქართველოდან თურქეთში 6 თებერვალს 60 მაშველი გაიგზავნა, შემდეგ მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T20:47+0400
2023-02-14T20:47+0400
2023-02-14T23:33+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
თურქეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761549_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_2e73fcdd246dd68d4057cc16b8824655.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი როტაციის მიზნით თურქეთის ქალაქ ადიამანში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია.იმავე დღეს საქართველოდან თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და 60 მაშველი გაიგზავნა. ორ დღეში მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა.ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით, ნათქვამია უწყების განცხადებაში.ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.ამ დროისათვის თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 35 ათას კაცს აჭარბებს. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/0a/274761549_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_3dc9d7a4328e1ca0004a4f36fb3a254c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო , თურქეთი
საქართველოდან თურქეთში მაშველების ახალი ჯგუფი გაემგზავრა
20:47 14.02.2023 (განახლებულია: 23:33 14.02.2023) საქართველოდან თურქეთში 6 თებერვალს 60 მაშველი გაიგზავნა, შემდეგ მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 85 მეხანძრე-მაშველი როტაციის მიზნით თურქეთის ქალაქ ადიამანში გაემგზავრა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც უზარმაზარი მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია.
იმავე დღეს საქართველოდან თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და 60 მაშველი გაიგზავნა. ორ დღეში მათ კიდევ 40 მაშველი დაემატა.
ქართველი მეხანძრე-მაშველების ახალი ჯგუფი იმ მეხანძრე-მაშველებს ჩაანაცვლებს, რომლებიც ამ დრომდე ახორციელებდნენ მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებს. მუშაობას განაგრძობენ ადგილზე მოქმედი შტაბის ხელმძღვანელები და სპეციალიზებული მაშველები.
ქართული სამაშველო ჯგუფი ქალაქ ადიამანში სამაშველო ოპერაციას ორ სექტორზე ახორციელებს. ადგილზე მოწყობილი საველე შტაბი ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთან კოორდინაციით მუშაობს.
ქართველი მაშველების ახალი ჯგუფი დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით. სამაშველო ჯგუფი ასევე აღჭურვილია თანამედროვე აკუსტიკური საშუალებებით, დრონებით, კავშირგაბმულობის მანქანითა და ყველა სახის შესაბამისი სპეციალური სამაშველო მოწყობილობებით, ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად ხელმძღვანელობს.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
ამ დროისათვის თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 35 ათას კაცს აჭარბებს. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.