https://sputnik-georgia.com/20230214/saqartvelodan-turqetshi-humanitaruli-daxmareba-gaigzavna-274852357.html
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
Sputnik საქართველო
ამ დროისათვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი. 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T13:13+0400
2023-02-14T13:13+0400
2023-02-14T17:19+0400
საქართველო
თურქეთი
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_0:161:3069:1887_1920x0_80_0_0_4f0fe7b9b02e0fbc7b36823a032d4618.jpg
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხა, რომელმაც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინა.უწყების ცნობით, ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ცალკე საქართველოს პარლამენტმაც შეაგროვა. დაზარალებულებისთვის პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.ამ დროისათვის თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 33 ათას კაცს აჭარბებს. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.საქართველოდან თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141571_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_626ddde3d04db3458ebf9a71184ad520.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველოს მთავრობამ თურქეთში ჰუმანიტარული დახმარება გაგზავნა
13:13 14.02.2023 (განახლებულია: 17:19 14.02.2023) ამ დროისათვის თურქეთში ძლიერი მიწისძვრის შედეგად დაღუპული საქართველოს ხუთი მოქალაქის ცხედარია ნაპოვნი.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. საქართველოდან თურქეთში 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ გაავრცელა.
საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით 1 მლნ ლარი 10 თებერვალს გამოყო. აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხა, რომელმაც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტები და პირველადი საჭიროების ნივთები შეიძინა.
სამინისტროს ინფორმაციით, 100 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული ტვირთი პირველადი სამედიცინო დახმარების საგნებს, მედიკამენტებს, სამედიცინო აღჭურვილობას, ჩვილის საკვებს, გადაუდებელი დახმარების პერსონალისთვის განკუთვნილ ნივთებს, უნიფორმებს, თბილ ტანსაცმელს, კარვებს, გენერატორებს, საძილე ტომრებს, მშრალ კვებას და სხვა საგნებს მოიცავს.
უწყების ცნობით, ტვირთის ნაწილის მობილიზება თავდაცვის სამინისტროს, ასევე ჯანდაცვის სამინისტროს მარაგებიდან მოხდა.
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაზარალებულებისთვის ჰუმანიტარული ტვირთი ცალკე საქართველოს პარლამენტმაც შეაგროვა. დაზარალებულებისთვის პროდუქტებისა და საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად დეპუტატებმა და პარლამენტის აპარატის თანამშრომლებმა თანხა სპეციალურად გახსნილ სახაზინო ანგარიშზე შეაგროვეს.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ხოლო 13:24 საათზე 7,6 მაგნიტუდის მეორე ბიძგი მოხდა. მიწისძვრას ძლიერი ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
ამ დროისათვის თურქეთსა და სირიაში მიწისძვრების შედეგად დაღუპულთა საერთო რაოდენობა 33 ათას კაცს აჭარბებს. დაღუპულთა შორის საქართველოს ხუთი მოქალაქეა.
საქართველოდან თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა.