მედიკოსებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს

© photo: Sputnik / Stringerმედიკოსებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს
მედიკოსებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან საპროტესტო აქცია გამართეს - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
გამოწერა
ჯანდაცვისა და მომსახურების სფეროების პროფკავშირი შექმნილი პრობლემების გადასაჭრელად სამუშაო ჯგუფის შექმნას მოითხოვს.
თბილისი, 14 თებერვალი – Sputnik. ექიმებმა, ფსიქოლოგებმა, ადრეული განვითარების სპეციალისტებმა, ასევე სპეცპედაგოგებმა სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან ერთად თბილისში, ჯანდაცვის სამინისტროს შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს.
აქციის მონაწილეებს სამინისტროსთან გაშლილი ჰქონდათ ბანერები, რომელზეც მათი მოთხოვნები ეწერა: „ნუ გვიგვიანებთ მინიმალურ ხელფასს!“, „ვითხოვთ ღირსეულ ხელფასს!“, „მოგვეცით ანაზღაურებადი დეკრეტი”, „ერთობა ჩვენი ძალაა!“, „გაწეულ შრომაზე ადეკვატური ანაზღაურება!”, „მოგვეცით ბენეფიციარამდე მისასვლელი გზის ხარჯი!“
© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 2023 წლის 14 თებერვალი
Акция протеста у здания министерства здравоохранения 14 февраля 2023 года - Sputnik საქართველო, 1920, 14.02.2023
საპროტესტო აქცია ჯანდაცვის სამინისტროსთან. 2023 წლის 14 თებერვალი

„ჩვენ ვითხოვთ, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩვენ შეგხვდება. ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებებისთვის. თუ დასაქმებულების მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, არ გამოვრიცხავ, რომ ადგილი ჰქონდეს გაფიცვას და ამ ადამიანებმა მუშაობა შეწყვიტონ მანამ, სანამ მათ ღირსეული სამუშაო პირობები არ ექნებათ“, – განაცხადა ჯანდაცვის და მომსახურების სფეროების პროფკავშირების „სოლიდარობის ქსელის“ იურისტმა დავით ომსარაშვილმა.

„მაქსიმუმს ვაკეთებთ“ - აზარაშვილმა სასწრაფო დახმარების თანამშრომლების პროტესტზე ისაუბრა >>
აქციის მონაწილეებმა ჯანდაცვის სამინისტროში შეიტანეს განცხადება, სადაც მათი მოთხოვნებია გაწერილი. კერძოდ, ისინი ითხოვენ ადეკვატურ ხელფასს, ბენეფიციარებთან მისასვლელად მგზავრობის ხარჯების ანაზღაურებას, ანაზღაურებად დეკრეტულ შვებულებას.
ყველა ახალი ამბავი
0