https://sputnik-georgia.com/20230214/14-tebervals-dabadebulebi-zodiaqo-daxasiateba-274804070.html
14 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
14 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 14 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური... 14.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-14T00:15+0400
2023-02-14T00:15+0400
2023-02-14T00:15+0400
ასტროლოგიური პანორამა
ჩვენ და ბუნება
წასაკითხი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251574462_0:160:3073:1888_1920x0_80_0_0_059c03c86bc50728d4cf2a4bae92df81.jpg
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.11-19 თებერვალიეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.14 თებერვალს დაბადებულები14 თებერვალს ძლიერი და ამტანი ადამიანები იბადებიან. ისინი გამოირჩევიან სითამამით, არიან დამოუკიდებელი, ირჩევენ საკუთარ პოზიციას, თუმცა, სხვისი რჩევების გათვალისწინების უნარიც გააჩნიათ. არიან კარგი თანამოსაუბრეები. მათი გადაწყვეტილებები ხშირად ელვისებურია და უმრავლეს შემთხვევაში - სწორი. ისინი თავდაჯერებული ადამიანები არიან, უყვართ შრომა, აფასებენ პატიოსნებას, მიზანსწარფულად მიიწევენ წინ, დასახული მიზნისკენ. გარშემომყოფები მათი სახით ეძებენ ბრძენ მრჩეველს. მეგობარი ცოტა ჰყავთ. ვინ იყავით წინა ცხოვრებაში, ანუ რას გვიამბობს ზოდიაქოს ნიშანი თქვენს კარმაზე>>ისინი ბედნიერ ვარსკვლავზე არიან დაბადებული, მათი ცხოვრების მეგზურია წარმატებები, ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება. ისინი პატივს სცემენ ტრადიციებს. ახლობლების მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. კარგად ეწყობა მათი ფინანსური ცხოვრებაც.14 თებერვალს დაბადებულები გამჭრიახობითა და ენამოსწრებულობით გამოირჩევიან; კარგად ფლობენ ნატიფი ირონიის ხელოვნებას, რომელიც ხანდახან დამანგრეველ ძალას იძენს. მათ კარგად ეხერხებათ ხუმრობა, ოხუნჯობა, მაგრამ, ამავე დროს, მათი ხუმრობა აზრს მოკლებული არაა და ადამიანებს დაფიქრების საფუძველს აძლევს. მათგან დადებითი იმპულსები მოდის და გარშემომყოფებს მათ მიერ მოყოლილი სასაცილო ისტორიები ერთფეროვნებას უქარწყლებს. ამისდა მიუხედავად, მათ ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ ზედაპირულობაში. მათი იუმორიც კი ღრმააზროვანია. აბსოლუტურად სერიოზული ურთიერთობები ამ დღეს დაბადებულებისთვის არ არის.ამ დღეს დაბადებულების ყველა საქციელი კარგად გააზრებული და მოფიქრებულია, ხოლო იუმორი მათი სამყაროზე ფილოსოფიური შეხედულების რეალიზაციის სახით გვევლინება. ნაკლებად განვითარებული პიროვნებები ცხოვრებას უფრო ნეგატიურად აღიქვამენ, უარყოფითი აზრების გამო კი ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებენ. განვითარებული პიროვნებები კი რეალობაში მეტ ძალისხმევასა და ნებისყოფას იჩენენ და პრობლემებს უპირისპირდებიან.როგორ ამჟღავნებენ სიყვარულს ზოდიაქოს ნიშნები>>14 თებერვალს დაბადებულებმა მკაფიო ზღვარი უნდა გაავლონ ირონიასა და სარკაზმს შორის. შავ იუმორზე, სჯობს, საერთოდ უარი თქვან. ამ დღეს დაბადებულებს საკუთარ თავზეც ეხერხებათ მსუბუქად ხუმრობა. მათ შეუძლიათ სწრაფად აზროვნება და მნიშვნელოვანზე კონცენტრირება. მათი ანალიტიკური თვისებები ნამდვილად საოცარია. მათ არ ხიბლავთ განმარტოება. ნებისმიერ მომგებიან შემთხვევაში ამჟღავნებენ თავიანთ ორატორულ ოსტატობას.ისინი ადამიანებში პატიოსნებას აფასებენ და სწორედ ასეთი მეგობრებიც ჰყავთ, რომლებმაც იციან სრულფასოვანი დასვენებისა და განტვირთვის ფასი. თავიანთ ხუმრობის სურვილში ამ დღეს დაბადებულებმა ზომიერება უნდა დაიცვან და სჯობს, ის თვითშემეცნებასა და საკუთარი ქცევის კრიტიკაზე მიმართონ. ეს ყველაფერი მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობების გახსნაში დაეხმარებათ. მათ ხანდახან სიმშვიდესა და მარტოობაში დარჩენა სჭირდებათ, რათა დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებასა და მიმდინარე მოვლენებზე.ჯანმრთელობა14 თებერვალს დაბადებულებზე ძლიერ მოქმედებს სტრესი. კრიტიკული სიტუაციების წნეხს, შეიძლება, მათმა კარგმა ჯანმრთელობამ და მყარმა ფსიქიკამაც ვერ გაუძლოს. ამიტომ მათ უნდა დაიცვან დღის რეჟიმი, სამუშაო საათები დასვენებით ჩაანაცვლონ, განსაკუთრებით, თუ მათი საქმიანობა კოლექტიურ მუშაობას უკავშირდება. მათ, სიმშვიდისკენ სწრაფვაში, არ უნდა გამოიყენონ ტრანკვილიზატორები, სჯობს, შინაგან რეზერვებს მიმართონ. ასევე უნდა მოერიდონ ალკოჰოლსა და ნიკოტინს. მათ შეუძლიათ, დეპრესიულ შემოტევებს მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშებითა და დაბალანსებული კვებით გაუმკლავდნენ.კულინარიული ჰოროსკოპი ქალებისთვის: საყვარელი მამაკაცის გემო-ვნება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>რჩევა:ენერგია, რომელიც გარეთ გამოსვლას მოითხოვს, უნდა მოაწესრიგოთ და კეთილ საქმეზე მიმართოთ. მოუსმინეთ გარშემომყოფების გრძნობებსა და ფიქრებს. არ გაწყენთ ცოტა დაშოშმინება. ხანდახან ყველანაირ სიტყვას დუმილი სჯობს.
https://sputnik-georgia.com/20210121/merwyuli-zogadi-daxasiaTeba-250655076.html
https://sputnik-georgia.com/20190710/aodiaqos-niSnebi-sxva-rakursiT-xumrobiT-245884043.html
https://sputnik-georgia.com/20221223/horoskopi-setavsebadoba-2023-wyvili-273347982.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/1b/251574462_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_ffb2c274fd09f9f5ec2fe593314394e7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
ასტროლოგიური პანორამა, ჩვენ და ბუნება , წასაკითხი ამბები
14 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები
გაეცანით 14 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.
ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.
14 თებერვალს დაბადებულები
14 თებერვალს ძლიერი და ამტანი ადამიანები იბადებიან. ისინი გამოირჩევიან სითამამით, არიან დამოუკიდებელი, ირჩევენ საკუთარ პოზიციას, თუმცა, სხვისი რჩევების გათვალისწინების უნარიც გააჩნიათ. არიან კარგი თანამოსაუბრეები. მათი გადაწყვეტილებები ხშირად ელვისებურია და უმრავლეს შემთხვევაში - სწორი. ისინი თავდაჯერებული ადამიანები არიან, უყვართ შრომა, აფასებენ პატიოსნებას, მიზანსწარფულად მიიწევენ წინ, დასახული მიზნისკენ. გარშემომყოფები მათი სახით ეძებენ ბრძენ მრჩეველს. მეგობარი ცოტა ჰყავთ.
ისინი ბედნიერ ვარსკვლავზე არიან დაბადებული, მათი ცხოვრების მეგზურია წარმატებები, ხანგრძლივი და საინტერესო ცხოვრება. ისინი პატივს სცემენ ტრადიციებს. ახლობლების მიმართ თბილი და მეგობრული დამოკიდებულება აქვთ. კარგად ეწყობა მათი ფინანსური ცხოვრებაც.
14 თებერვალს დაბადებულები გამჭრიახობითა და ენამოსწრებულობით გამოირჩევიან; კარგად ფლობენ ნატიფი ირონიის ხელოვნებას, რომელიც ხანდახან დამანგრეველ ძალას იძენს. მათ კარგად ეხერხებათ ხუმრობა, ოხუნჯობა, მაგრამ, ამავე დროს, მათი ხუმრობა აზრს მოკლებული არაა და ადამიანებს დაფიქრების საფუძველს აძლევს.
მათგან დადებითი იმპულსები მოდის და გარშემომყოფებს მათ მიერ მოყოლილი სასაცილო ისტორიები ერთფეროვნებას უქარწყლებს. ამისდა მიუხედავად, მათ ნამდვილად ვერ დაადანაშაულებ ზედაპირულობაში. მათი იუმორიც კი ღრმააზროვანია. აბსოლუტურად სერიოზული ურთიერთობები ამ დღეს დაბადებულებისთვის არ არის.
ამ დღეს დაბადებულების ყველა საქციელი კარგად გააზრებული და მოფიქრებულია, ხოლო იუმორი მათი სამყაროზე ფილოსოფიური შეხედულების რეალიზაციის სახით გვევლინება. ნაკლებად განვითარებული პიროვნებები ცხოვრებას უფრო ნეგატიურად აღიქვამენ, უარყოფითი აზრების გამო კი ცხოვრებაში ბევრ შეცდომას უშვებენ. განვითარებული პიროვნებები კი რეალობაში მეტ ძალისხმევასა და ნებისყოფას იჩენენ და პრობლემებს უპირისპირდებიან.
14 თებერვალს დაბადებულებმა მკაფიო ზღვარი უნდა გაავლონ ირონიასა და სარკაზმს შორის. შავ იუმორზე, სჯობს, საერთოდ უარი თქვან. ამ დღეს დაბადებულებს საკუთარ თავზეც ეხერხებათ მსუბუქად ხუმრობა. მათ შეუძლიათ სწრაფად აზროვნება და მნიშვნელოვანზე კონცენტრირება. მათი ანალიტიკური თვისებები ნამდვილად საოცარია. მათ არ ხიბლავთ განმარტოება. ნებისმიერ მომგებიან შემთხვევაში ამჟღავნებენ თავიანთ ორატორულ ოსტატობას.
ისინი ადამიანებში პატიოსნებას აფასებენ და სწორედ ასეთი მეგობრებიც ჰყავთ, რომლებმაც იციან სრულფასოვანი დასვენებისა და განტვირთვის ფასი. თავიანთ ხუმრობის სურვილში ამ დღეს დაბადებულებმა ზომიერება უნდა დაიცვან და სჯობს, ის თვითშემეცნებასა და საკუთარი ქცევის კრიტიკაზე მიმართონ. ეს ყველაფერი მათ თავიანთი შემოქმედებითი შესაძლებლობების გახსნაში დაეხმარებათ. მათ ხანდახან სიმშვიდესა და მარტოობაში დარჩენა სჭირდებათ, რათა დაფიქრდნენ საკუთარ ცხოვრებასა და მიმდინარე მოვლენებზე.
14 თებერვალს დაბადებულებზე ძლიერ მოქმედებს სტრესი. კრიტიკული სიტუაციების წნეხს, შეიძლება, მათმა კარგმა ჯანმრთელობამ და მყარმა ფსიქიკამაც ვერ გაუძლოს. ამიტომ მათ უნდა დაიცვან დღის რეჟიმი, სამუშაო საათები დასვენებით ჩაანაცვლონ, განსაკუთრებით, თუ მათი საქმიანობა კოლექტიურ მუშაობას უკავშირდება. მათ, სიმშვიდისკენ სწრაფვაში, არ უნდა გამოიყენონ ტრანკვილიზატორები, სჯობს, შინაგან რეზერვებს მიმართონ. ასევე უნდა მოერიდონ ალკოჰოლსა და ნიკოტინს. მათ შეუძლიათ, დეპრესიულ შემოტევებს მსუბუქი ფიზიკური ვარჯიშებითა და დაბალანსებული კვებით გაუმკლავდნენ.
ენერგია, რომელიც გარეთ გამოსვლას მოითხოვს, უნდა მოაწესრიგოთ და კეთილ საქმეზე მიმართოთ. მოუსმინეთ გარშემომყოფების გრძნობებსა და ფიქრებს. არ გაწყენთ ცოტა დაშოშმინება. ხანდახან ყველანაირ სიტყვას დუმილი სჯობს.