აფეთქება ბათუმის ნაპირთან - შსს-მ გამოძიება დაიწყო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliშავი ზღვის სანაპირო
შავი ზღვის სანაპირო - Sputnik საქართველო, 1920, 13.02.2023
გამოწერა
ადგილზე მობილიზებული არიან მაშველები, საპატრულო პოლიცია და გამნაღმველები.
თბილისი, 13 თებერვალი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქალაქ ბათუმში, ზღვაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მასმედიის ვერსიით, აფეთქდა საზღვაო ნაღმი. აფეთქება ნაპირიდან 25-30 მეტრში მოხდა.

„შეტყობინების მიღებისთანავე ადგილზე გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, მათ შორის მეხანძრე-მაშველები, საპატრულო პოლიციისა და კრიმინალური პოლიციის წარმომადგენლები. ასევე ადგილზე იმყოფებიან გამნაღმველებიც“, – ნათქვამია განცხადებაში.

როგორც შსს-ში აღნიშნეს, ამ დროისთვის ტარდება ყველა საჭირო ღონისძიება.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს, რაც აფეთქებას გულისხმობს: „ასაფეთქებელი ან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში სხვა მოწყობილობის ან ნივთიერების გადატანა, განთავსება, გასროლა, აფეთქება ან სხვა მოქმედება, ჩადენილი სიცოცხლის მოსპობის, სხეულის მძიმე დაზიანების, მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის ან სხვა მძიმე შედეგის გამოწვევის მიზნით“.
დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-დან 7 წლამდე.
წყარო - შსს
ყველა ახალი ამბავი
0