https://sputnik-georgia.com/20230211/saqartvelos-mtavroba-etnikuri-umciresobebis-sazogadoebasi-integraciaze-musaoba-gagrzeldeba-274789234.html
საქართველოს მთავრობა:ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მუშაობა გაგრძელდება
საქართველოს მთავრობა:ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მუშაობა გაგრძელდება
Sputnik საქართველო
ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ 11.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-11T18:24+0400
2023-02-11T18:24+0400
2023-02-11T18:24+0400
ახალი ამბები
საქართველო
საზოგადოება
ადამიანის უფლებები საქართველოში
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24069/61/240696175_0:0:1000:563_1920x0_80_0_0_e2353635bf7c0f51f1665a163b61a460.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. 2023 წელს საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, სახელმწიფო ენის ცოდნა პრობლემად რჩება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.2023 წელს აქტიურად გაგრძელდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო პროგრამებისა და კურსების განხორციელება, როგორც რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, ასევე დისტანციურ ფორმატში და ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით. სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები კი, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.გარდა ამისა, არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური პროგრამის განვითარება იგეგმება.ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში წარიმართება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სამართლებრივ საკითხებზე, ქალთა გაძლიერების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, მედია წიგნიერების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისა და სხვა აქტუალურ თემატიკაზე.ამასთან, არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანის” და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „გურჯისტანის” გამოცემა.წყარო - საქართველოს მთავრობა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24069/61/240696175_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_d7319e945b511606e9b51b63dd5a4517.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, საზოგადოება, ადამიანის უფლებები საქართველოში, საქართველოს მთავრობა
საქართველოს მთავრობა:ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებაში ინტეგრაციაზე მუშაობა გაგრძელდება
ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. 2023 წელს საქართველოს მთავრობა გააგრძელებს მუშაობას ეთნიკური უმცირესობების ინტეგრაციაზე ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ამ მიმართულებით განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქალებისა და ახალგაზრდების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის განცხადებაში.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული უმცირესობები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის დაახლოებით 20%-ს შეადგენენ, სახელმწიფო ენის ცოდნა პრობლემად რჩება. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ ადგილებში.
2023 წელს აქტიურად გაგრძელდება ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის ქართული ენის შემსწავლელი უფასო პროგრამებისა და კურსების განხორციელება, როგორც რეგიონულ სასწავლო ცენტრებში, ასევე დისტანციურ ფორმატში და ადგილზე მობილური ჯგუფების საშუალებით. სახელმწიფო ენის პოპულარიზაციის მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები კი, კიდევ უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს.
გარდა ამისა, არაქართულენოვან სკოლამდელ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბილინგვური პროგრამის განვითარება იგეგმება.
ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში წარიმართება ფართომასშტაბიანი საინფორმაციო და ცნობიერების ამაღლების კამპანიები სამართლებრივ საკითხებზე, ქალთა გაძლიერების, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის, მედია წიგნიერების, ევროპული და ევროატლანტიკური პროცესებისა და სხვა აქტუალურ თემატიკაზე.
ამასთან, არაქართულენოვანი მოსახლეობის ინფორმირების მიზნით სახელმწიფოს დაფინანსებით გაგრძელდება სომხურენოვანი გაზეთი „ვრასტანის” და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთი „გურჯისტანის” გამოცემა.