საქართველო მსოფლიოში სამხრეთ კავკასიის როლის გაძლიერებას აპირებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
მთავრობა გეგმავს საქართველო საერთაშორისო ჰაბად აქციოს
თბილისი, 11 თებერვალი - Sputnik. 2023 წელს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ძირითადი ძალისხმევა მიმართული იქნება პარტნიორებთან თანამშრომლობის განმტკიცებაზე და სამხრეთ კავკასიის როლის გაძლიერებაზე.
სამხრეთ კავკასია და საქართველო როგორც ალტერნატიული დერეფანი ევროპასა და აზიას შორის ბოლო წლებში მრავალი ქვეყნის ინტერესის სფეროში მოექცა. ქვეყნის მთავრობა გეგმავს საქართველო საერთაშორისო ჰაბად აქციოს.
მთავრობის ინფორმაციით, 2023 წელს საგარეო პოლიტიკური უწყებისთვის პრიორიტეტული გახდება სწორედ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალის მაქსიმალური წარმოჩენა, რათა სამხრეთ კავკასია გადაიქცეს ახალი შესაძლებლობებისა და ეკონომიკური ზრდის რეგიონად.
პრემიერმა დარჩიაშვილთან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაზე იმსჯელა >>
ასევე 2023 წელს საქართველო ყურადღებას გაამახვილებს ურთიერთობების განმტკიცებას სტრატეგიულ პარტნიორებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.
ამავდროულად, ქვეყანა ასევე აპირებს სტრატეგიული პარტნიორობის ფორმატებში ურთიერთობების გაღრმავებას ევროპისა და ნატოს ქვეყნებთან და აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის განვითარებას.
ამისათვის 2023 წელს უამრავი მაღალი დონის ვიზიტია დაგეგმილი, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.
საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტია ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ასევე სტრატეგიულ და სავაჭრო პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების სიაში შედის თურქეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი და აშშ.
რაც შეეხება რუსეთს, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობის მიუხედავად, ის საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორების რიცხვშია.
წყარო - საქართველოს მთავრობა
ყველა ახალი ამბავი
0