https://sputnik-georgia.com/20230211/raribasvilma-darciasviltan-saqartvelos-satranzito-potencialis-gamoyenebaze-imsjela-274781477.html
პრემიერმა დარჩიაშვილთან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაზე იმსჯელა
პრემიერმა დარჩიაშვილთან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაზე იმსჯელა
Sputnik საქართველო
საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის რეალიზებისთვის. 11.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-11T09:31+0400
2023-02-11T09:31+0400
2023-02-11T09:31+0400
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904936_0:308:3001:1996_1920x0_80_0_0_d3a7727ef576550c682c45837e697eb6.jpg
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო–სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას – ეს საკითხი ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან თათბირზე განიხილა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი პრიორიტეტების რეალიზაციის კუთხით ძალისხმევაზე და სამომავლო გეგმებზე.შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგარეო უწყება გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციას შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის რეალიზების, პოლიტიკური ხელშეწყობისა და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისთვის.შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე” ხელი ბუქარესტში 2022 წლის 17 დეკემბერს მოეწერა.საგარეო უწყება გააგრძელებს მუშაობას რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის>>ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ცნობილია, რომ პროექტისთვის ევროკავშირი 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. ევროკავშირმა საქართველოს მიერ რამდენიმე წლის წინ ინიცირებული პროექტის მხარდაჭერა გადაწყვიტა, რადგან ევროპას, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, ენერგიის ახალი წყაროების მოთხოვნილება გაუჩნდა.შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და შემდგომი ევროინტეგრაციისთვის.ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზაციას საქართველოს პროგრესის და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ამბიციური რეფორმების გათვალისწინებით.როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული დაახლოების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების მიმართულებებით.პრემიერმა ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრები 28 იანვარს დაიწყო. 2022 წლის შედეგები და მიმდინარე წლის გეგმები მან უკვე განიხილა ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრებთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგების საკითხებში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904936_42:0:2703:1996_1920x0_80_0_0_ce4141870cd29856f29b36b21facc589.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , საქართველოს საგარეო პოლიტიკა, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს ეკონომიკა
პრემიერმა დარჩიაშვილთან საქართველოს სატრანზიტო პოტენციალის გამოყენებაზე იმსჯელა
საგარეო საქმეთა სამინისტრო გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზებას შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის რეალიზებისთვის.
თბილისი, 11 თებერვალი – Sputnik. აუცილებელია ინფრასტრუქტურული პროექტების რეალიზაცია, რომლებიც ხელს შეუწყობს საქართველოს სავაჭრო–სატრანზიტო პოტენციალის მაქსიმალურ გამოყენებას – ეს საკითხი ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან თათბირზე განიხილა, იუწყება მთავრობის ადმინისტრაციის პრეს–სამსახური.
საგარეო საქმეთა მინისტრმა მთავრობის მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია უწყების საქმიანობის შესახებ, ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითადი პრიორიტეტების რეალიზაციის კუთხით ძალისხმევაზე და სამომავლო გეგმებზე.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საგარეო უწყება გააგრძელებს საერთაშორისო მხარდაჭერის მობილიზაციას შავი ზღვის ფსკერზე ელექტროკაბელის გაყვანის პროექტის რეალიზების, პოლიტიკური ხელშეწყობისა და ფინანსური რესურსებით უზრუნველყოფისთვის.
შეთანხმებას „აზერბაიჯანის რესპუბლიკის, საქართველოს, რუმინეთისა და უნგრეთის მთავრობებს შორის მწვანე ენერგიის განვითარების და გადაცემის სფეროში სტრატეგიული პარტნიორობის თაობაზე” ხელი ბუქარესტში 2022 წლის 17 დეკემბერს მოეწერა.
ელექტროკაბელმა საქართველო და აზერბაიჯანი რუმინეთთან უნდა დააკავშიროს. ცნობილია, რომ პროექტისთვის ევროკავშირი 2,3 მლრდ ევროს გამოყოფს. ევროკავშირმა საქართველოს მიერ რამდენიმე წლის წინ ინიცირებული პროექტის მხარდაჭერა გადაწყვიტა, რადგან ევროპას, უკრაინაში კონფლიქტთან დაკავშირებით, ენერგიის ახალი წყაროების მოთხოვნილება გაუჩნდა.
შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის მინიჭებას და საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ და დაგეგმილ ღონისძიებებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად და შემდგომი ევროინტეგრაციისთვის.
ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ევროპელი პარტნიორების მხარდაჭერის მობილიზაციას საქართველოს პროგრესის და სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული ამბიციური რეფორმების გათვალისწინებით.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, აქტიურად მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება ინტენსიური მუშაობა ევროკავშირის ინსტიტუციებთან და წევრ ქვეყნებთან როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ძალისხმევა იქნება მიმართული ევროკავშირთან ეკონომიკური და სექტორული დაახლოების, ასევე თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის შესაძლებლობების ეფექტური გამოყენების მიმართულებებით.
პრემიერმა ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის წევრებთან შეხვედრები 28 იანვარს დაიწყო. 2022 წლის შედეგები და მიმდინარე წლის გეგმები მან უკვე განიხილა ეკონომიკის, ფინანსთა, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, იუსტიციის, განათლების, ჯანდაცვის, შინაგან საქმეთა მინისტრებთან და სახელმწიფო მინისტრთან შერიგების საკითხებში.