საგარეო უწყება გააგრძელებს მუშაობას რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის

© photo: Sputnik / Stringerთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 10.02.2023
გამოწერა
საგარეო უწყების მუშაობის მთავარი მიმართულება 2023 წელს საქართველოს პრემიერ-მინისტრის მშვიდობიანი ინიციატივები გახდება.
თბილისი, 10 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალისხმევას არ დაიშურებს სამხრეთ კავკასიის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარებისთვის, ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 2021 წლის ბოლოს „მშვიდობიანი სამეზობლოს“ ინიციატივით გამოვიდა. მან მეზობელ ქვეყნებს შესთავაზა არაფორმალური დიალოგისთვის რეგიონული პლატფორმის შექმნა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სომხეთი, აზერბაიჯანი და საქართველო. 2022 წლის ივლისში თბილისში სამი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი შეხვედრა გაიმართა.
მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საგარეო უწყების მუშაობის მთავარი მიმართულება 2023 წელს ღარიბაშვილის სამშვიდობო ინიციატივების განხორციელება იქნება.
საქართველო არაერთხელ გამოვიდა ინიციატივით, შეასრულოს შუამავლის როლი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. 2021 წლის ივნისში საქართველოს შუამავლობით სომხეთის 15 მოქალაქე გათავისუფლდა, სანაცვლოდ სომხეთმა აზერბაიჯანს დანაღმული ტერიტორიების შესახებ მნიშვნელოვანი რუკები გადასცა.
ირაკლი ღარიბაშვილი: თბილისი მზადაა შეასრულოს შუამავლის როლი ერევანსა და ბაქოს შორის>>
საქართველოს საგარეო პოლიტიკის ძირითადი პრიორიტეტია ქვეყნის ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში, ასევე ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცება სტრატეგიულ და სავაჭრო პარტნიორებთან. საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები არიან თურქეთი, აზერბაიჯანი, რუმინეთი და აშშ.
რაც შეეხება რუსეთს, მიუხედავად დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობისა, ის საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორების რიცხვშია.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0