11 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC0 / Ryan Hallock / MW over EMW.ვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 11.02.2023
გამოწერა
გაეცანით 11 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
11-19 თებერვალი
ეს პერიოდი მერწყულის ნიშნის მესამე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებულთა ხასიათს იდუმალი მთვარე მბრძანებლობს, ამკობს მათ რიდით, მგრძნობიარობით, სიმართლით. მათთან ურთიერთობა სასიამოვნოა. ხანდახან სიჯიუტესა და უდრეკობას ამჟღავნებენ. მათი არსება გამუდმებით ეჭვებით ან დაუკმაყოფილებლობის გრძნობითაა სავსე.
მნიშვნელოვანი წლებია: 8, 16, 24, 32, 40, 42, 48, 56, 64, 72.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა წეროტურფა.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ისინი გამოირჩევიან მოკრძალებითა და მომხიბლაობით, შესაშურია მათი შრომისმოყვარეობა, გამოირჩევიან ძლიერი ენერგეტიკით. ბუნებამ ისინი ფიზიკური ავადმყოფობებისა და სულიერი ჭრილობების განკურნების ნიჭით დააჯილდოვა. მათგან სტაბილურობისა და სიმშვიდის შეგრძნება მომდინარეობს.
11 თებერვალს დაბადებულები
ამ დღეს ადამიანი-ბომბები იბადებიან, არიან ფეთქებადი ხასიათის, ხანდახან გამაღიზიანებლები, მათ ამბიციებს კი საზღვარი არა აქვს. მათ ხასიათში სიმტკიცე მოუსვენრობას ერწყმის და ამიტომ ერთ ადგილზე ვერ ისვენებენ. არიან ძალზე გამჭრიახი გონების ადამიანები და გადაწყვეტილების მიღება ელვის სისწრაფით შეუძლიათ, თუმცა ეს ხშირად სერიოზულ შეცდომებს იწვევს.
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები>>
ურთიერთობებში ხელს უშლით მკვახე გამონათქვამები, კატეგორიულობა და უხეშობა. არაპროგნოზირებულობის გამო, ამ დღეს დაბადებულები მზად უნდა იყვნენ, რომ, შესაძლოა, მარტონი დარჩნენ, რადგან ყველას არ შეუძლია „დენთის კასრის" გვერდით ცხოვრება. ისინი უნდა დაფიქრდნენ თავიანთ საქციელზე, გააკონტროლონ ემოციები, სიტყვები, საქციელი, რომ ადამიანებთან ურთიერთობების დალაგება შეძლონ. თუ ტაქტიანი და მშვიდი იქნებიან, შეიცვლიან ხასიათს, შეძლებენ კომფორტსა და კეთილდღეობაში ცხოვრებას.
11 თებერვალს დაბადებულების მთავარი მისწრაფებაა ცხოვრების შეცვლა. ამ საკითხისადმი მათი დამოკიდებულება შეიძლება იყოს როგორც კონცეპტუალური ან გამომგონებლური, ისე გედონისტური. მათი შრომის შედეგებიც არ დააყოვნებს - ასე თუ ისე, რაღაც მაინც შეიცვლება უკეთესობისკენ.
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 22.11.2017
ზოდიაქოს თითოეული ნიშნის ლაკონური დახასიათება - ხასიათის მხოლოდ ექვსი შტრიხი
გაუმჯობესება - ამ დღეს დაბადებულთათვის საკვანძო სიტყვაა ნებისმიერ სიტუაციაში, ისინი ისწრაფვიან ცხოვრების გარე პირობების სრულყოფისკენ, რადგან ეგოიზმის გარეშე ფიქრობენ, რომ ყველაფერი ბევრად უკეთესად შეიძლება იყოს. თუმცა, აქაც არის გამონაკლისები - ამ დღეს დაბადებულებში ისეთებიც გამოერევიან ხოლმე, რომლებიც ჯერ საკუთარ სარგებელსა და კეთილდღეობაზე ფიქრობენ, შემდეგ კი - საზოგადოებრივზე, მაგრამ ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევებია.
ასეთი პოზიცია ამ დღეს დაბადებულებს დროებით სიმშვიდესა და ტკბობას მიანიჭებს, მაგრამ შემდეგ აუცილებლად გადაუვლით ხოლმე იმედგაცრუების, წყენის, ეჭვიანობის, ტკივილის ტალღა. შედეგად, ყველაფერი შემოუბრუნდებათ ოქროს გალიად გასაღების გარეშე.
გასართობი ჰოროსკოპი: როგორი სიმთვრალე აქვთ ზოდიაქოს ნიშნებს>>
პროგრესულ პიროვნებებს ესმით ფუფუნების ფასი და გარშემომყოფების დასახმარებლად მთელი ძალებით, გულწრფელად და სიხარულით მიიჩქარიან. ამასთან, 11 თებერვალს დაბადებულების სხვებზე გარკვეულ „შეფობას" არამარტო მატერიალური თვალსაზრისით იღებენ, არამედ ცდილობენ, მათ ცხოვრებას გარკვეული აზრი შესძინონ. ამ დღეს დაბადებულები ახერხებენ, რომ ცხოვრებისგან ბევრი მიიღონ, დატკბნენ, ხელიდან არ გაუშვან არცერთი მნიშვნელოვანი მომენტი. ამ მხრივ პირველხარისხოვან როლს ასრულებს თავისუფლება - ამაშია მათი ცხოვრების აზრი.
11 თებერვალს დაბადებულებს ძალიან თრგუნავს წარუმატებლობები - ფიზიკური, სულიერი თუ ფინანსური. უსიამოვნებებს ისინი ადვილად აღწევენ თავს; „მანათობელი ვარსკვლავი" ხდებიან ასეთივე გზააბნეული ადამიანებისთვის. მაგრამ ხანდახან გარშემომყოფთა ცხოვრების გაუმჯობესების მხრივ მათი ენთუზიაზმი ზღვარს სცილდება. მათ უნდა გააცნობიერონ, რომ თავის გზას ყველა თვითონ ირჩევს.
მზისკენ ამხტარი გოგო - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2021
ზოდიაქოს ნიშნების ბედნიერების საიდუმლო
11 თებერვალს დაბადებულებს შეუძლიათ მაღალი სოციალური სტატუსის მიღწევა. მაგრამ მათ ხშირად აიგივებენ რეაქციონერ ანტაგონისტურად განწყობილ მოღვაწეებთან. გარშემომყოფებმა რომ ადეკვატურად აღიქვან ისინი, მათ უნდა ისწავლონ ტაქტი, დიპლომატია, გამოამჟღავნონ ყურადღება და ემოციები ადამიანების მიმართ.
ჯანმრთელობა
11 თებერვალს დაბადებულების ემოციური სფერო არასტაბილურია, ამიტომ ეს განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს. მათთვის ზედმეტი არ იქნება ფსიქოთერაპიის კურსი ან ფსიქოანალიტიკოსთან ვიზიტები. ამ დღეს დაბადებულთათვის ძალიან სახიფათოა ღორმუცელობა და ყველანაირი ზომიერების დაუცველობა სექსში. მათ უნდა დაიცვან ბალანსირებული დიეტა, მიიღონ ვიტამინებით სავსე საკვები. ფიზიკური ვარჯიშის მხრივ წაადგებათ სპორტის ნებისმიერი სახეობა, გამონაკლისია ასთენიკები, მათ უპირატესობა უნდა მიანიჭონ სირბილს, ცეკვებს, აერობიკას.
როგორ იკლებენ წონაში ზოდიაქოს ნიშნები>>
რჩევა:
ნუ გადაწევთ უკანა პლანზე სხვა ადამიანების მოთხოვნებსა და სურვილებს. მათ აქვთ პირადი ცხოვრების უფლება, რომელშიც თქვენი ადგილი არ არის. თქვენი იდეალები და პრინციპები არ უნდა იყოს სხვების გაკონტროლება და მათი ცხოვრებისთვის თვალყურის დევნება; ეს ასევე ეხება ახლობლებსაც.
ყველა ახალი ამბავი
0