https://sputnik-georgia.com/20230210/saqartvelo-turqets-1-mlon-arit-daexmareba-274748897.html
საქართველომ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარი გამოყო
საქართველომ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარი გამოყო
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. 10.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-10T11:39+0400
2023-02-10T11:39+0400
2023-02-10T16:24+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
თურქეთი
პოლიტიკა
ახალი ამბები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_0:161:3068:1887_1920x0_80_0_0_1ddf034d6f8cd285cf8defbcb3fe9bc9.jpg
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ერთი მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხება, რომელიც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს შეიძენს.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18.342 და დაშავდა 74.242 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან ერთ-ერთი საქართველოში გუშინ გადმოასვენეს. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0b/251141576_169:0:2900:2048_1920x0_80_0_0_6a6ab6db9ee50c7db89108d803783a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, თურქეთი , პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველომ თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული მოსახლეობისთვის 1 მლნ ლარი გამოყო
11:39 10.02.2023 (განახლებულია: 16:24 10.02.2023) ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა.
თბილისი, 10 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენის მიზნით ერთი მილიონი ლარი გამოყო. ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
უწყების ცნობით, აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდიდან საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს გადაერიცხება, რომელიც მიწისძვრით დაზარალებული თურქეთის მოსახლეობისთვის მედიკამენტებსა და პირველადი საჭიროების ნივთებს შეიძენს.
„განკარგულების მიხედვით, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, გამოყოფილი თანხა თურქეთში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის მედიკამენტების, საკვების, ტანსაცმლის, სამედიცინო აღჭურვილობის და სხვა საჭიროებების შესყიდვას და თურქეთში ტრანსპორტირებას მოხმარდება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 18.342 და დაშავდა 74.242 ადამიანი. მიწისძვრის შედეგად ჩამოინგრა 6 ათასზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
პრეზიდენტმა ერდოღანმა ქვეყნის სამხრეთით მდებარე 10 ქალაქი კატასტროფის ზონად გამოაცხადა. თითოეულ მათგანში სამთვიანი საგანგებო მდგომარეობა დაწესდა.
ბოლო მონაცემებით, მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა, მათგან ერთ-ერთი საქართველოში გუშინ გადმოასვენეს. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
თურქეთში სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად საქართველოდან შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაიგზავნა. ქართველმა მაშველებმა ნანგრევებიდან სამი ადამიანის ამოყვანა შეძლეს.