https://sputnik-georgia.com/20230209/qartvelma-masvelebma-turqetsi-kidev-erti-adamiani-gadaarcines-274719643.html
ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს
ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს
ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T11:57+0400
2023-02-09T11:57+0400
2023-02-09T17:36+0400
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური
ახალი ამბები
შს სამინისტრო
საქართველო
თურქეთი
მიწისძვრა
სტიქიური მოვლენები
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274676870_0:81:1560:959_1920x0_80_0_0_f4f6d2df2b1986a4e912f847c6c4f6b9.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. გასულ ღამეს თურქეთის ქალაქ ადიამანში რამდენიმესაათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.6 თებერვალს 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. მოგვიანებით ღონისძიებებში ჩართვის მიზნით თურქეთში საქართველოდან დამატებით 40-კაციანი სამაშველო ძალა გაემგზავრა.უწყების ცნობით, ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისთვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.სამაშველო ოპერაციას, რომელსაც ქართული გუნდი ატარებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად უწევს კოორდინაციას.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრა (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15.383-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.ქართველი მაშველები თურქეთში მიწისძვრის შემდეგ გადარჩენილებს ეძებენ - ფოტო>>მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/08/274676870_87:0:1474:1040_1920x0_80_0_0_ee0c5122002760bc82ea12464b23b132.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, შს სამინისტრო , საქართველო, თურქეთი , მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები
საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, ახალი ამბები, შს სამინისტრო , საქართველო, თურქეთი , მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები
ქართველმა მაშველებმა თურქეთში ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს
11:57 09.02.2023 (განახლებულია: 17:36 09.02.2023) ქალაქ ადიამანში 100 ქართველი მეხანძრე-მაშველი სრული სამაშველო აღჭურვილობით სამაშველო ღონისძიებას 24-საათიან რეჟიმში განაგრძობს.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. გასულ ღამეს თურქეთის ქალაქ ადიამანში რამდენიმესაათიანი უწყვეტი და რთული სამაშველო ღონისძიების შემდეგ ქართველმა მეხანძრე-მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი ადამიანი ამოიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
6 თებერვალს 60 მაშველისგან შემდგარი სპეციალური ჯგუფი თურქეთში გაემგზავრა, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. მოგვიანებით ღონისძიებებში ჩართვის მიზნით თურქეთში საქართველოდან დამატებით 40-კაციანი სამაშველო ძალა გაემგზავრა.
უწყების ცნობით, ქართველი მეხანძრე-მაშველები თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობას უწყვეტ რეჟიმში განაგრძობენ. ქართული სამაშველო ჯგუფების ეფექტიანი მოქმედებისთვის ადგილზე მოწყობილია საველე შტაბი, რომელიც ქალაქ ადიამანის ოპერატიული მართვის ცენტრთანაა კოორდინაციაში.
სამაშველო ოპერაციას, რომელსაც ქართული გუნდი ატარებს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი თეიმურაზ მღებრიშვილი პირადად უწევს კოორდინაციას.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრა (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15.383-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.