https://sputnik-georgia.com/20230209/parlamenti-turqetsi-tvirts-gagzavnis-274720091.html
საქართველოს პარლამენტი თურქეთში ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის
საქართველოს პარლამენტი თურქეთში ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის
Sputnik საქართველო
თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაგზავნა. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T12:34+0400
2023-02-09T12:34+0400
2023-02-09T17:53+0400
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
შალვა პაპუაშვილი
მიწისძვრა
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201746_0:159:3077:1890_1920x0_80_0_0_243f4a39b4b2af1d50d892ffadcc8003.jpg
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას შეაგროვებენ და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთიც.შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს საქველმოქმედო აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში პარასკევს გაიგზავნება.გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ადგილზე უკვე დაიწყო სტიქიის ზონაში გასაგზავნი ტანსაცმლის, საკვების და პირველადი მოხმარების საგნების შეგროვება. მსურველებს ნივთების მიტანა 10 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ თურქეთის საელჩოში, თავისუფლების მოედნის N4-ში, ილია ჭავჭავაძის N37-სა და ავჭალაში, ლიბანის N4-ში.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრა (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15.383-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
https://sputnik-georgia.com/20230209/qartvelma-masvelebma-turqetsi-kidev-erti-adamiani-gadaarcines-274719643.html
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/04/269201746_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_db6c3d0ef2645cb40d0525523bc2c16b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შალვა პაპუაშვილი, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შალვა პაპუაშვილი, მიწისძვრა, სტიქიური მოვლენები
საქართველოს პარლამენტი თურქეთში ჰუმანიტარულ ტვირთს გაგზავნის
12:34 09.02.2023 (განახლებულია: 17:53 09.02.2023) თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო საქართველოს მთავრობამ სამაშველო ღონისძიებებში ჩასართავად შესაბამისი ტექნიკა და 100 მაშველი გაგზავნა.
თბილისი, 9 თებერვალი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი თურქეთში მიწისძვრით დაზარალებული პირების დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას იწყებს. ამის შესახებ განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა პლენარულ სხდომაზე გააკეთა.
კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში გაიხსნა სპეციალური საბანკო ანგარიში, რომელზეც დეპუტატები და პარლამენტის აპარატის თანამშრომლები დაზარალებულებისთვის ფინანსურ დახმარებას შეაგროვებენ და მომზადდება შესაბამისი ჰუმანიტარული ტვირთიც.
შალვა პაპუაშვილმა დეპუტატებს საქველმოქმედო აქციაში ჩართვისკენ მოუწოდა.
„გარდა ამისა, მე უკვე მივმართე ხაზინადართა საბჭოს, რომ დეკემბერში არასაპატიო მიზეზით გაცდენების გამო დეპუტატებისთვის დაქვითული თანხა ამ საქველმოქმედო აქციას მოხმარდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ განაცხადა, დაზარალებულებისთვის აუცილებელი პროდუქტები და საყოფაცხოვრებო ნივთები თურქეთის რესპუბლიკაში პარასკევს გაიგზავნება.
გარდა ამისა, თბილისში რამდენიმე ადგილზე უკვე დაიწყო სტიქიის ზონაში გასაგზავნი ტანსაცმლის, საკვების და პირველადი მოხმარების საგნების შეგროვება. მსურველებს ნივთების მიტანა 10 თებერვლის ჩათვლით შეუძლიათ თურქეთის საელჩოში, თავისუფლების მოედნის N4-ში, ილია ჭავჭავაძის N37-სა და ავჭალაში, ლიბანის N4-ში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს ორი მძლავრი მიწისძვრა (7,7 და 7,6 მაგნიტუდის) მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, თურქეთსა და სირიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15.383-მდე გაიზარდა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
მიწისძვრას თურქეთში საქართველოს სამი მოქალაქე ემსხვერპლა. საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულების ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აუცილებლობის შემთხვევაში შეუძლიათ დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს ანკარაში და გენერალურ საკონსულოებს სტამბულსა და ტრაპიზონში.