https://sputnik-georgia.com/20230209/mimdinare-wlidan-sabavshvo-bagebis-avtorizacia-iwyeba-274734639.html
მიმდინარე წლიდან საბავშვო ბაღების ავტორიზაცია იწყება
მიმდინარე წლიდან საბავშვო ბაღების ავტორიზაცია იწყება
Sputnik საქართველო
სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განხორციელდება. 09.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-09T19:12+0400
2023-02-09T19:12+0400
2023-02-09T22:04+0400
საქართველო
განათლება საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263664206_0:0:1681:946_1920x0_80_0_0_f283d05d9231573ff333f458617fcaaf.jpg
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე განიხილა.მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციის გასავლელად საბავშვო ბაღების შეფასების პროცესს დაიწყებს. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის შესწავლის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ბილინგვური განათლების დანერგვა.საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს>>>მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი საბავშვო ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება. მისი თქმით, 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/11/263664206_13:0:1506:1120_1920x0_80_0_0_add01c048d7c80663d48aaff9a89d56e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
საქართველო, განათლება საქართველოში , საზოგადოება, საქართველოს მთავრობა , ახალი ამბები
მიმდინარე წლიდან საბავშვო ბაღების ავტორიზაცია იწყება
19:12 09.02.2023 (განახლებულია: 22:04 09.02.2023) სკოლამდელი დაწესებულებების ავტორიზაციის პროცესი ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ განხორციელდება.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. საქართველოში საბავშვო ბაღების ავტორიზაციის პროცესი 2023 წელს დაიწყება და 2030 წელს დასრულდება. აღნიშნული საკითხი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განათლებისა და მეცნიერების მინისტრ მიხეილ ჩხენკელთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე განიხილა.
მთავრობის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის ინფორმაციით, 2023 წელს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ავტორიზაციის გასავლელად საბავშვო ბაღების შეფასების პროცესს დაიწყებს. ეს ეხება როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
როგორც განათლების მინისტრმა აღნიშნა, სკოლამდელ საგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელმწიფო ენის შესწავლის გაუმჯობესების მიზნით აქტიურად მიმდინარეობს ბილინგვური განათლების დანერგვა.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ახალი საბავშვო ბაღები მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდება. მისი თქმით, 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.