https://sputnik-georgia.com/20230130/saqartvelos-mtavroba-885-sabavshvo-bagis-mshenebloba-reabilitacias-gegmavs-274380291.html
საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს
საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს
Sputnik საქართველო
პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T17:38+0400
2023-01-30T17:38+0400
2023-01-30T22:14+0400
საქართველო
საქართველოს მთავრობა
ირაკლი ღარიბაშვილი
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/27/240472756_0:135:2000:1260_1920x0_80_0_0_d7a35bf035d03f66931d18f22ecb9637.jpg
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.პრემიერის თქმით, პროგრამის ფარგლებში აშენდება 330 ახალი ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია. სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.ახალი პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და გარემონტდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24047/27/240472756_70:0:1931:1396_1920x0_80_0_0_4836ce522dff5f54bce51ff871fc5d40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს მთავრობა , ირაკლი ღარიბაშვილი , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამას იწყებს
17:38 30.01.2023 (განახლებულია: 22:14 30.01.2023) პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება და მასზე სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. საქართველოს მთავრობა საბავშვო ბაღებთან დაკავშირებით ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით 885 საბავშვო ბაღის მშენებლობა-რეაბილიტაციას ითვალისწინებს, განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.
პრემიერის თქმით, პროგრამის ფარგლებში აშენდება 330 ახალი ბაღი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 555 არსებულ ბაღს.
„იცით, რომ ბაღები ძალიან სავალალო მდგომარეობაშია ქვეყნის მასშტაბით... გამოიკვეთა, რომ 885 საბავშვო ბაღი საჭიროებს მშენებლობა-რეაბილიტაციას. ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ დავიწყოთ საბავშვო ბაღების მშენებლობისა და რეაბილიტაციის პროგრამა“, – განაცხადა ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე.
როგორც პრემიერმა აღნიშნა, ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამა რამდენიმე ეტაპად განხორციელდება, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 1,3 მლრდ ლარი დაიხარჯება. პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის 100 მლნ ლარი 2023 წლის ბიუჯეტში უკვე გათვალისწინებულია.
სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. ტენდერები უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
ახალი პროგრამის ფარგლებში საბავშვო ბაღები თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აშენდება და გარემონტდება. მოეწყობა ბაღების შიდა და გარე სივრცეები, რეკრეაციული ზონები, კომუნიკაციები და სველი წერტილები. ბაღები სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთათვის. საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურის განვითარება ადგილობრივი თვითმართველობების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა და პრიორიტეტების მიხედვით იგეგმება.