ხაბეიშვილმა პარტია გაამარგინალა - „ქართული ოცნების“ ლიდერი

© courtesy of Georgian Dreamმამუკა მდინარაძე
მამუკა მდინარაძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.02.2023
გამოწერა
ხაბეიშვილი რეკორდსმენია, ასეთ მოკლე დროში სხვას არავის გაუმარგინალებია თავისი პარტია, აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.
თბილისი, 9 თებერვალი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა პარტია გაამარგინალა, განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე პარლამენტში.
ლევან ხაბეიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე 6 თებერვალს გახდა. უკვე 9 თებერვალს პარტიამ უარი თქვა პარლამენტში მუშაობაზე ბოიკოტის გამოცხადებით და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყო.

„მე შემიძლია ლევან ხაბეიშვილს მადლობა გადავუხადო, რადგან ის არის რეკორდსმენი. ასეთ მოკლე დროში თავისი პარტია არავის გაუბანძებია მსოფლიოში. უკაცრავად ამ გამოთქმისთვის. ასეთ მოკლე დროში არავის გაუმარგინალებია თავისი პარტია, რაც ლევან ხაბეიშვილმა გააკეთა“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, მარგინალიზაციაზე და პარტიის პოპულარობის დაკარგვაზე მეტყველებს ის, რომ პარტიის მიერ ორგანიზებულ ბოლო აქციაზე დაახლოებით 127 ადამიანი მივიდა.
„ქუჩაში გასვლაც არაფერს აძლევს „ნაცმოძრაობას“. სხვათა შორის, მათ ეგონათ, რომ რაღაცას აძლევდათ“, – განაცხადა მდინარაძემ.
მისი თქმით, ქართველი ხალხისა და „ნაციონალური მოძრაობის“ მოსაზრებები განსხვავდება და პარტია უკვე აღარ არსებობს.
„ნაცმოძრაობა“ რადიკალურად დასუსტდა - კობახიძე>>
„ხალხის აზრი და მათი აზრი არ ემთხვევა ერთმანეთს. „ნაცმოძრაობა“ არის სატელევიზიო პროდუქტი, რეალურად აღარ არსებობს. დიდი ფულადი რესურსი რომ არ ჰქონდეთ და არ აფინანსებდნენ საკუთარ ტელევიზიებს, ფიზიკურად არ არსებობენ. იგონებენ რაღაცას და მოგონილ ამბავზე დაფუძნებული აზრი ვერ ჭრის საზოგადოებაში“, – განაცხადა მდინარაძემ.
მმართველი პარტია უკვე რამდენიმე თვეა „ნაცმოძრაობის“ დაშლას აანონსებს. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგებით, ეს პარტია პოპულარობით მეორეა საქართველოში, თუმცა დიდად ჩამორჩება მმართველ პარტიას.
ბოლო დროს „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი 5%-მდე შემცირდა. სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი 3%-ის ფარგლებში მერყეობს.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0