https://sputnik-georgia.com/20230207/prezidentma-saakasvils-urcia-gaatavisuflos-qveyana-da-opozicia-tyveobidan-274674811.html
პრეზიდენტმა სააკაშვილს ურჩია, გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან
პრეზიდენტმა სააკაშვილს ურჩია, გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე ისაუბრა 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T23:49+0400
2023-02-07T23:49+0400
2023-02-07T23:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266924942_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_d489ecaaf5741ff30373f3debb97c0d0.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, აღიაროს დანაშაული, დატოვოს პოლიტიკა და ამით გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან.ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც წინა დღით უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის შემდეგ, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა.როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.პრეზიდენტის აზრით, გრძელდება ქვეყნის გაუგონარი დისკრედიტაცია, ხელი ეშლება საქართველოს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, მუშაობას 12 რეკომენდაციაზე და მათ შესრულებაზე, და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის რეპუტაცია შელახულია, ნდობა შეირყა, და ამგვარი დისკრედიტაცია როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არაღიარებული, არმონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე, მისი ევროპული შანსების.„ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი, შემოსულიყო და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს“, - მიაჩნია პრეზიდენტს.„ისინი ომის პარტიის ინტერესებით მოქმედებენ“ - კობახიძე ყოფილ ჩინოვნიკებზე >>პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებამ მოახერხა და ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო.„ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შექმნილი მძიმე ვითარება მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია >>პრეზიდენტის თვალსაზრისით, სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას ძალისხმევა და შეგნება სჭირდება.„ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.ყველამ უნდა შეწყვიტოს ამ თემით სპეკულირება და ეთამაშოს ქვეყნის მომავალს, აღნიშნა პრეზიდენტმა.ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/1b/266924942_107:0:1244:853_1920x0_80_0_0_1d13ba2fd032907324f29ba805bb9877.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი
პრეზიდენტმა სააკაშვილს ურჩია, გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან
საქართველოს პრეზიდენტმა მსჯავრდებული სააკაშვილის ირგვლივ შექმნილ აჟიოტაჟზე ისაუბრა
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მოუწოდა, აღიაროს დანაშაული, დატოვოს პოლიტიკა და ამით გაათავისუფლოს ქვეყანა და ოპოზიცია ტყვეობიდან.
ზურაბიშვილმა ეს განცხადება გააკეთა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელმაც წინა დღით უარი უთხრა სააკაშვილს გათავისუფლებაზე ან სასჯელის გადავადებაზე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო. ამის შემდეგ, უმსხვილესი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარტიაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა და პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსა.
როგორც პრეზიდენტის განცხადებაშია აღნიშნული, ის სასამართლოს გადაწყვეტილების სამართლიანობა/უსამართლობის შესახებ არ და ვერ იმსჯელებს, მაგრამ ერთი რამ ცხადია, რომ ამ გადაწყვეტილებით, ქართველ ხალხს მიესაჯა ჩაკეტილ წრეზე ტრიალი და ამ ვითარების მძევლად დარჩენა.
პრეზიდენტის აზრით, გრძელდება ქვეყნის გაუგონარი დისკრედიტაცია, ხელი ეშლება საქართველოს აღიარებულ ევროპულ პერსპექტივას, მუშაობას 12 რეკომენდაციაზე და მათ შესრულებაზე, და, შესაბამისად, ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებას.
„ქვეყანა მძევალია ამ ერთი და ერთადერთი საკითხის. ამ დროს ჩვენთვის ყველა სხვა გადამწყვეტი საკითხი დღეს არც კი განიხილება საჯარო დონეზე“, - ნათქვამია განცხადებაში.
ზურაბიშვილის თქმით, ქვეყნის რეპუტაცია შელახულია, ნდობა შეირყა, და ამგვარი დისკრედიტაცია როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია.
„ამ ორმხრივ დისკრედიტაციას ვერანაირი პრეზიდენტის შეწყალება ვერ უშველის, რამეთუ ეს მხოლოდ პრეზიდენტის ინდივიდუალური და პერსონალური ნების გამოხატვაა და არა რეჟიმის ახალი მიდგომის ან რეალური დეპოლარიზაციის ნიშანი, რასაც ჩვენგან ითხოვს ევროპა“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ზურაბიშვილის თქმით, ყოფილი პრეზიდენტის განცხადებების გათვალისწინებით და მის მიერ არაღიარებული, არმონანიებული დანაშაულების შედეგად, მოსალოდნელია, მისი გათავისუფლების შემთხვევაში, იგი იქცეს აქტიურ მოწინააღმდეგედ არა მხოლოდ ხელისუფლების, არამედ რეალურად ქვეყნის რეპუტაციის და მაშასადამე, მისი ევროპული შანსების.
„ქვეყნის ამ მდგომარეობაში ჩაძირვის პასუხისმგებლობა ერთნაირად ნაწილდება მათზე, ვინც დაარწმუნეს ყოფილი პრეზიდენტი, შემოსულიყო და მათზე, ვინც შემოუშვა და რეალურად აღარ უშვებს“, - მიაჩნია პრეზიდენტს.
პრეზიდენტის აზრით, ხელისუფლებამ მოახერხა და ევროპული გზა და 12 რეკომენდაციის შესრულება პოლიტიკური დღის წესრიგიდან პრაქტიკულად ამოაგდო.
„ქვეყნის ამ უზარმაზარი შანსის ხელიდან გაშვება, ჩვენი ევროპული გზის პრიორიტეტიდან მეორად საკითხად გადაყვანა და მისი სხვა თემით შეცვლა არის დანაშაული და მომავლის წინაშე დიდი პასუხისმგებლობა“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ შექმნილი მძიმე ვითარება მმართველი პარტიის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობაა.
პრეზიდენტის თვალსაზრისით, სახის დაბრუნებას და ნდობის აღდგენას ძალისხმევა და შეგნება სჭირდება.
„ხელისუფლებისგან, რომ ეს საკითხი აზიანებს ქვეყანას და უნდა მოიძებნოს სამართლებრივი და ჰუმანური გამოსავალი; ოპოზიციისგან, რომ ერთხელ და სამუდამოდ სააკაშვილმა აღიაროს დანაშაული და პოლიტიკიდან წასვლის პირობით მძევლობიდან გაათავისუფლოს ქვეყანა და თვით ოპოზიცია“, - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
ყველამ უნდა შეწყვიტოს ამ თემით სპეკულირება და ეთამაშოს ქვეყნის მომავალს, აღნიშნა პრეზიდენტმა.
„ეს საკითხი ქართული პოლიტიკური სივრციდან უნდა მოიხსნას და ამით ამ ქვეყანას საშუალება მიეცეს, ისუნთქოს, იცხოვროს, განვითარდეს და მიიღოს ევროკავშირის დამსახურებული კანდიდატის სტატუსი. ეს არის საქართველოს მოსახლეობის ნება და დაკვეთა თავისი ხელისუფლების მიმართ და არავის აქვს უფლება, ყველაფერი არ გააკეთოს ამ ნების აღსასრულებლად“, – ნათქვამია სალომე ზურაბიშვილის განცხადებაში.
ევროპულმა საბჭომ 2022 წლის ივნისში მიიღო გადაწყვეტილება, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და გამოთქვა მზადყოფნა, მიანიჭოს მას კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, როგორც კი შესრულდება 12 პირობა, რომელთა შორისაა დეპოლარიზაცია, დეოლიგარქიზაცია, მედიაგარემოს გაუმჯობესება, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და ა.შ.
ევროკავშირი საქართველოს მიერ 12 პირობის შესრულებას 2023 წლის გაზაფხულზე შეაფასებს, ხოლო ევროკომისიის ოფიციალური დასკვნა შემოდგომაზე იქნება მზად.