https://sputnik-georgia.com/20230207/mtavrobam-saqartvelos-prezidentis-winaarmdeg-sarceli-gaiwvia-274663298.html
მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია
მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია
Sputnik საქართველო
მთავრობა ცდილობდა სასამართლოს გზით დაემტკიცებინა პრეზიდენტისთვის, რომ მას არ გააჩნდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T20:04+0400
2023-02-07T20:04+0400
2023-02-07T20:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს მთავრობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/42/234814210_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_461f2fd68f3ae01f2628af091756cb76.jpg
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიწვია სარჩელი ელჩების დანიშვნის საკითხში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ.საქართველოს მთავრობამ სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს მას შემდეგ მიმართა, რაც ერთი თვით ადრე პრეზიდენტმა უარი თქვა დავით ბაქრაძის გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის თაობაზე დოკუმენტზე ხელი მოეწერა.სარჩელში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების უარყოფით პირდაპირი ფორმით შეიჭრა მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.მოსარჩელე მხარემ მიუთითა 2017-2018 წლების კონსტიტუციურ რეფორმაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში კი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საქართველოს პრეზიდენტი კი არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს.„კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნორმებს ახასიათებს სიმბოლურობის მაღალი ხარისხი“, -ნათქვამია განჩინებაში.როგორც აღმოჩნდა, მთავრობამ სასამართლოს სარჩელის გამოთხოვის მოთხოვნით 2023 წლის 11 იანვარს მიმართა, რის შედეგადაც საქმე დაიხურა. ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა 3 თებერვალს გაიმართა.როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მანამდე განმარტა, მას კონსტიტუცია არ დაურღვევია, არამედ უარი თქვა მხოლოდ ერთ დანიშვნაზე - დავით ბაქრაძის, რომლის საქმიანობაც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტზე, მისი აზრით, ნაკლებად პროდუქტიული იყო.წყარო - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23481/42/234814210_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_cbfb3ec451fd1d16745d8737f36fcdfe.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობა
მთავრობამ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი გაიწვია
მთავრობა ცდილობდა სასამართლოს გზით დაემტკიცებინა პრეზიდენტისთვის, რომ მას არ გააჩნდა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის განსაზღვრის უფლებამოსილება.
თბილისი, 7 თებერვალი - Sputnik. საქართველოს მთავრობამ საკონსტიტუციო სასამართლოდან გაიწვია სარჩელი ელჩების დანიშვნის საკითხში პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების განსაზღვრის შესახებ.
საქართველოს მთავრობამ სასამართლოს 2022 წლის 16 აგვისტოს მას შემდეგ მიმართა, რაც ერთი თვით ადრე პრეზიდენტმა უარი თქვა დავით ბაქრაძის გაეროში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად დანიშვნის თაობაზე დოკუმენტზე ხელი მოეწერა.
სარჩელში ნათქვამია, რომ პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის წარდგინების უარყოფით პირდაპირი ფორმით შეიჭრა მთავრობის ექსკლუზიურ კონსტიტუციურ უფლებამოსილებაში, განახორციელოს ქვეყნის საგარეო პოლიტიკა.
„მოსარჩელის მოსაზრებით, საქართველოს პრეზიდენტის უმოქმედობიდან თვალნათლივ ჩანს, რომ საქართველოს პრეზიდენტი მოქმედებს არა სამართლებრივი, არამედ პოლიტიკური მოტივით, რის უფლებამოსილებასაც მას საქართველოს კონსტიტუცია არ ანიჭებს“, - ნათქვამია სასამართლოს განჩინებაში.
მოსარჩელე მხარემ მიუთითა 2017-2018 წლების კონსტიტუციურ რეფორმაზე და აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუცია ადგენს საპარლამენტო მმართველობის სისტემას. ამ სისტემაში კი აღმასრულებელი ხელისუფლების ერთადერთი უმაღლესი ორგანოა საქართველოს მთავრობა, რომელიც „ახორციელებს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკას“. საქართველოს პრეზიდენტი კი არ წარმოადგენს აღმასრულებელი ხელისუფლების ნაწილს.
„კონსტიტუციური სარჩელის თანახმად, საპარლამენტო მმართველობის სისტემაში სახელმწიფოს მეთაურის სტატუსისა და უფლებამოსილებების განმსაზღვრელ კონსტიტუციურ ნორმებს ახასიათებს სიმბოლურობის მაღალი ხარისხი“, -ნათქვამია განჩინებაში.
როგორც აღმოჩნდა, მთავრობამ სასამართლოს სარჩელის გამოთხოვის მოთხოვნით 2023 წლის 11 იანვარს მიმართა, რის შედეგადაც საქმე დაიხურა. ამ საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა 3 თებერვალს გაიმართა.
როგორც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მანამდე განმარტა, მას კონსტიტუცია არ დაურღვევია, არამედ უარი თქვა მხოლოდ ერთ დანიშვნაზე - დავით ბაქრაძის, რომლის საქმიანობაც აშშ-ში საქართველოს ელჩის პოსტზე, მისი აზრით, ნაკლებად პროდუქტიული იყო.