https://sputnik-georgia.com/20230207/erdoranma-turqetis-at-dazaralebul-regionsi-sagangebo-mdgomareoba-gamoacxada-274659435.html
ერდოღანმა თურქეთის ათ დაზარალებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
ერდოღანმა თურქეთის ათ დაზარალებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
Sputnik საქართველო
საგანგებო მდგომარეობა სამ თვეს გაგრძელდება 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T18:41+0400
2023-02-07T18:41+0400
2023-07-20T15:55+0400
ახალი ამბები
თურქეთი
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268157454_0:140:1600:1040_1920x0_80_0_0_5873c27296dd956b80cf51bc8d4cf8c2.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ათ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა (საქართველოს საზღვრიდან 616 კმ), რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. შემდეგ, ნაშუადღევს, 13:24 საათზე მოხდა მეორე ბიძგი – 7,6 მაგნიტუდის (538 კმ საქართველოს საზღვრიდან), ასეთია თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემები.„ჩვენ სწრაფად დავასრულებთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო პროცესებს, რომლებიც უკავშირდება გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, ის სამ თვეს გაგრძელდება და მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაზე გავრცელდება“, - ციტირებს ერდოღანს „რია ნოვოსტი“.საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი პირველი ბიძგის მაგნიტუდამ შეადგინა 7,8 ბალი, მეორის - 7,5.მოსალოდნელია თუ არა საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა? სეისმოლოგის განმარტება >>ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3.432 და დაშავდა 21 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5500-ზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 812 და დაშავდა 1.449 ადამიანი. ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში დაინგრა დაახლოებით 150 შენობა.მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/04/268157454_97:0:1520:1067_1920x0_80_0_0_1752c12f213e4651963c7f54c7f7629b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
ახალი ამბები, თურქეთი , მსოფლიოს ახალი ამბები
ერდოღანმა თურქეთის ათ დაზარალებულ რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა
18:41 07.02.2023 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) საგანგებო მდგომარეობა სამ თვეს გაგრძელდება
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიიფ ერდოღანმა მიწისძვრის შედეგად დაზარალებულ ათ პროვინციაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა (საქართველოს საზღვრიდან 616 კმ), რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. შემდეგ, ნაშუადღევს, 13:24 საათზე მოხდა მეორე ბიძგი – 7,6 მაგნიტუდის (538 კმ საქართველოს საზღვრიდან), ასეთია თურქეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ მონაცემები.
„ჩვენ სწრაფად დავასრულებთ საპრეზიდენტო და საპარლამენტო პროცესებს, რომლებიც უკავშირდება გადაწყვეტილებას საგანგებო მდგომარეობის შესახებ, ის სამ თვეს გაგრძელდება და მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაზე გავრცელდება“, - ციტირებს ერდოღანს „რია ნოვოსტი“.
საქართველოს სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, თურქეთში მომხდარი პირველი ბიძგის მაგნიტუდამ შეადგინა 7,8 ბალი, მეორის - 7,5.
ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3.432 და დაშავდა 21 ათასზე მეტი ადამიანი. დაინგრა 5500-ზე მეტი შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 812 და დაშავდა 1.449 ადამიანი. ქვეყნის სხვადასხვა პროვინციაში დაინგრა დაახლოებით 150 შენობა.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.