https://sputnik-georgia.com/20230207/mosalodnelia-tuara-saqartveloshi-turqetis-msgavsi-miwiszvra-274649387.html
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა? სეისმოლოგის განმარტება
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა? სეისმოლოგის განმარტება
Sputnik საქართველო
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. 07.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-07T15:50+0400
2023-02-07T15:50+0400
2023-02-07T14:50+0400
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
მიწისძვრები საქართველოში
მიწისძვრა
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274607564_0:30:3071:1757_1920x0_80_0_0_38054ebc09109e58cfa306a0febb66b6.jpg
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ინტერნეტ-სივრცის მომხმარებლებს მოუწოდებს, ერთმანეთი არ შეაშინონ იმის თაობაზე ინფორმაციით, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა შეიძლება მოხდეს.სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სეისმოლოგები საქართველოში ძლიერ მიწისძვრას პროგნოზირებენ, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება.გოდოლაძის განმარტებით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის არეალი „ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს“, რომელიც საქართველოს არ ეხება.როგორც სეისმოლოგმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, შესაძლოა, ბიძგები საქართველოშიც მოჰყვეს, სიცრუეა.მისი თქმით, არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი მოკლევადიან პროგნოზს არ აკეთებს.საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.მიწისძვრა თურქეთშითურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3.419 და დაშავდა 20.534 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 812 და დაშავდა 1.449 ადამიანი.მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ის ქალაქ კაჰრამანმარაშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში მოხდა. კერა ორი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274607564_62:0:2793:2048_1920x0_80_0_0_56bf4301d974eeb60e41d1fa5f27c274.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, მიწისძვრები საქართველოში, მიწისძვრა, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, მიწისძვრები საქართველოში, მიწისძვრა, საზოგადოება, ახალი ამბები
მოსალოდნელია თუ არა საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა? სეისმოლოგის განმარტება
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თბილისი, 7 თებერვალი — Sputnik. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე ინტერნეტ-სივრცის მომხმარებლებს მოუწოდებს, ერთმანეთი არ შეაშინონ იმის თაობაზე ინფორმაციით, რომ უახლოეს დღეებში საქართველოში თურქეთის მსგავსი მიწისძვრა შეიძლება მოხდეს.
სოციალურ ქსელებში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს სეისმოლოგები საქართველოში ძლიერ მიწისძვრას პროგნოზირებენ, რომელიც უახლოეს დღეებში მოხდება.
გოდოლაძის განმარტებით, თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის არეალი „ზუსტად ემთხვევა აღმოსავლეთ ანატოლიის რღვევის მარცხენა დაბოლოების ორკაპს“, რომელიც საქართველოს არ ეხება.
როგორც სეისმოლოგმა აღნიშნა, სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაცია, რომ თურქეთში მომხდარ მიწისძვრას, შესაძლოა, ბიძგები საქართველოშიც მოჰყვეს, სიცრუეა.
„ათასი რამ ვრცელდება. საქართველოდან შორსაა, განსხვავებული ტექტონიკური ერთეულია, ჩვენ სხვა სისტემა ვართ. არც ის დაიჯეროთ, რომ სტამბულში გავრცელდება, არ არის ასე," - დაწერა გოდოლაძემ სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, არცერთი თავმოყვარე სეისმოლოგი მოკლევადიან პროგნოზს არ აკეთებს.
საქართველო - საშუალო სეისმური აქტიურობის ქვეყანაა. საქართველოში დაფიქსირებული ყველაზე ძლიერი მიწისძვრა - 7-ბალიანი მაგნიტუდის - 1991 წელს რაჭისა და იმერეთის რეგიონებში მოხდა. ამ მიწისძვრის შედეგად 200-მდე ადამიანი დაიღუპა, დაინგრა თითქმის 46 ათასი სახლი და ათასი სამრეწველო ობიექტი.
2022 წლის თებერვალში საქართველოში ბოლო დროის ყველაზე ძლიერი - 6,2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 3.419 და დაშავდა 20.534 ადამიანი. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 812 და დაშავდა 1.449 ადამიანი.
მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ასევე ისრაელში, ერაყსა და საქართველოში.
გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. სეისმოლოგების ცნობით, ის ქალაქ კაჰრამანმარაშიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 59 კილომეტრში მოხდა. კერა ორი კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.