https://sputnik-georgia.com/20230206/saqrtvelodan-turqetsi-60-mexanzre-masveli-gaemgzavra-274621350.html
საქართველოდან თურქეთში 60 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა
საქართველოდან თურქეთში 60 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა
Sputnik საქართველო
ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 1900-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T18:29+0400
2023-02-06T18:29+0400
2023-02-06T21:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
თურქეთი
შემთხვევები
მიწისძვრა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263267554_76:0:2501:1364_1920x0_80_0_0_8435c13535b9a10ada84b95ea2824acc.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით თურქეთში საქართველოდან მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.კერძოდ, საქართველოდან გაიგზავნა 60 მეხანძრე-მაშველი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.„მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას პირადად ხელმძღვანელობს.თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, მთავრობასა და თურქ ხალხს საქართველოს პირველმა პირებმა სამძიმარი გამოუცხადეს.ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 1900-ზე მეტი ადამიანი. თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.წყარო - შსს
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0c/1e/263267554_545:0:2364:1364_1920x0_80_0_0_fa5bd0f13840f94c7423678fd7667262.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, მიწისძვრა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ახალი ამბები, საქართველო, თურქეთი , შემთხვევები, მიწისძვრა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
საქართველოდან თურქეთში 60 მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა
18:29 06.02.2023 (განახლებულია: 21:35 06.02.2023) ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 1900-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის ერთი საქართველოს მოქალაქეა.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. თურქეთში მომხდარი მიწისძვრის გამო სამაშველო ღონისძიებებში ჩართვის მიზნით თურქეთში საქართველოდან მაშველები გაემგზავრნენ, ასევე გაიგზავნა შესაბამისი ტექნიკა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მიიღო.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
კერძოდ, საქართველოდან გაიგზავნა 60 მეხანძრე-მაშველი შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ბაზიდან, ასევე შესაბამისი სამაშველო აღჭურვილობა და ტექნიკა.
„მეხანძრე-მაშველების ჯგუფი, რომელიც თურქეთში გაემგზავრა, დაკომპლექტებულია მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებების განხორციელების მიმართულებით გადამზადებული მეხანძრე-მაშველებით“, – აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.
უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი ქართველი მეხანძრე-მაშველების სამაშველო საქმიანობის კოორდინაციას პირადად ხელმძღვანელობს.
თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ თაიიფ ერდოღანს, მთავრობასა და თურქ ხალხს საქართველოს პირველმა პირებმა სამძიმარი გამოუცხადეს.
ბოლო მონაცემებით, ორივე ქვეყანაში დაღუპულია 1900-ზე მეტი ადამიანი. თურქეთში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.