https://sputnik-georgia.com/20230206/saqartvelos-elci-turqetsi-qveynis-moqalaqis-gardacvalebis-sesaxeb-274624183.html
საქართველოს ელჩმა თურქეთში ქვეყნის დაღუპული მოქალაქის შესახებ ისაუბრა
საქართველოს ელჩმა თურქეთში ქვეყნის დაღუპული მოქალაქის შესახებ ისაუბრა
Sputnik საქართველო
საელჩო ამჟამად აზუსტებს ინფორმაციას, საქართველოს მოქალაქე მიწისძვრის დროს მარტო იმყოფებოდა თუ არა. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T18:51+0400
2023-02-06T18:51+0400
2023-02-06T21:41+0400
შემთხვევები
თურქეთი
მიწისძვრა
ბუნებრივი კატასტროფები
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274595602_0:0:2249:1265_1920x0_80_0_0_0edfe31e461db67f51db51f98e9946de.jpg
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საელჩომ თურქეთში დაღუპული მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყო, განაცხადა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ ეთერში.თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 1.121 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით 5,5 ათასი. დაინგრა 2.824 შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.„უკვე დავიწყეთ დაღუპულის გადმოსვენების პროცედურები... საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა ანთაქიაში, ჰათაის პროვინციაში“, – განაცხადა ელჩმა.პროზექტურიდან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაიღუპა, აღნიშნა ელჩმა. თურქული მხარის ინფორმაციით, მოქალაქე მარტო იმყოფებოდა. საელჩო ამ ინფორმაციას ამოწმებს.სტამბულის აეროპორტებში ძლიერი თოვის გამო რეისების 30–40% გადადებულია, რაც ჯერ კიდევ კვირას იყო დაანონსებული, განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დაყოვნდა საქართველოს მოქალაქის ცხედრის გადმოსვენება, ესეცაა. თუმცა საელჩო ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, აღნიშნა მან.საქართველოს საგარეო უწყებამ მიწისძვრის შემდეგ თურქეთში „ცხელი ხაზი“ აამოქმედა>>თურქეთში საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს როგორც ლეგალურად, ისე უკანონოდ, ამიტომ „ცხელ ხაზზე“, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიხსნა, ასობით ზარი შემოდის, განაცხადა ელჩმა.მისი თქმით, ისინი ცდილობენ ყველას უპასუხონ და მაქსიმალურად მოიპოვონ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელის შესახებ.ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საშუალებით – სოციალური ქსელით თუ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.ბოლო ცნობებით, სირიის სამ პროვინციაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 403 და დაშავდა 1.300 ადამიანი.გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, უკვე დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. კერა 2 კმ სიღრმეში მდებარეობდა.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
თურქეთი
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274595602_208:0:1895:1265_1920x0_80_0_0_1b158045a67ce1e019f7dbad0ba87758.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შემთხვევები, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საქართველო
შემთხვევები, თურქეთი , მიწისძვრა, ბუნებრივი კატასტროფები, ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს ელჩმა თურქეთში ქვეყნის დაღუპული მოქალაქის შესახებ ისაუბრა
18:51 06.02.2023 (განახლებულია: 21:41 06.02.2023) საელჩო ამჟამად აზუსტებს ინფორმაციას, საქართველოს მოქალაქე მიწისძვრის დროს მარტო იმყოფებოდა თუ არა.
თბილისი, 6 თებერვალი – Sputnik. საქართველოს საელჩომ თურქეთში დაღუპული მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენების პროცედურები დაიწყო, განაცხადა ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ „მთავარი არხის“ ეთერში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 1.121 ადამიანი, დაშავდა დაახლოებით 5,5 ათასი. დაინგრა 2.824 შენობა. თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიიფ ერდოღანის განცხადებით, ეს ყველაზე მძიმე კატასტროფა იყო 1939 წლის შემდეგ.
„უკვე დავიწყეთ დაღუპულის გადმოსვენების პროცედურები... საქართველოს მოქალაქე იმყოფებოდა ანთაქიაში, ჰათაის პროვინციაში“, – განაცხადა ელჩმა.
პროზექტურიდან მიღებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაიღუპა, აღნიშნა ელჩმა. თურქული მხარის ინფორმაციით, მოქალაქე მარტო იმყოფებოდა. საელჩო ამ ინფორმაციას ამოწმებს.
სტამბულის აეროპორტებში ძლიერი თოვის გამო რეისების 30–40% გადადებულია, რაც ჯერ კიდევ კვირას იყო დაანონსებული, განაცხადა დიპლომატმა და აღნიშნა, რომ ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ დაყოვნდა საქართველოს მოქალაქის ცხედრის გადმოსვენება, ესეცაა. თუმცა საელჩო ყველაფერს აკეთებს, რაც მასზეა დამოკიდებული, აღნიშნა მან.
თურქეთში საქართველოს ათობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს როგორც ლეგალურად, ისე უკანონოდ, ამიტომ „ცხელ ხაზზე“, რომლებიც მიწისძვრის შემდეგ დიპლომატიურ წარმომადგენლობებში გაიხსნა, ასობით ზარი შემოდის, განაცხადა ელჩმა.
მისი თქმით, ისინი ცდილობენ ყველას უპასუხონ და მაქსიმალურად მოიპოვონ ინფორმაცია ჩვენი მოქალაქეების ადგილსამყოფელის შესახებ.
ელჩმა საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდა, პირველივე აუცილებლობის შემთხვევაში მიმართონ ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას მათთვის ხელსაყრელი ნებისმიერი საშუალებით – სოციალური ქსელით თუ „ცხელი ხაზის“ მეშვეობით.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიის სამ პროვინციაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 403 და დაშავდა 1.300 ადამიანი.
გარდა ამისა, თურქეთის ცენტრალურ ნაწილში ორშაბათს, უკვე დღისით კიდევ ერთი ძლიერი – 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა დაფიქსირდა. კერა 2 კმ სიღრმეში მდებარეობდა.