საქართველოს საგარეო უწყებამ მიწისძვრის შემდეგ თურქეთში „ცხელი ხაზი“ აამოქმედა

© AP Photo / Mahmut Bozarsanმიწისძვრა თურქეთში
მიწისძვრა თურქეთში - Sputnik საქართველო, 1920, 06.02.2023
გამოწერა
თურქეთში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ქვეყნის მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია არ შესულა.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. საქართველოს საელჩომ თურქეთში, რომელიც ანკარაში მდებარეობს, ასევე გენერალურმა საკონსულოებმა სტამბულსა და ტრაპიზონში, ქვეყანაში მომხდარ დამანგრეველ მიწისძვრასთან დაკავშირებით „ცხელი ხაზი“ აამოქმედეს, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 912 ადამიანი, დაშავდა - 5.385. გადაარჩინეს 2.470 ადამიანი. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც, სადაც დაიღუპა 326 და დაშავდა 1.042 ადამიანი. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
საქართველოს საელჩო ანკარაში: +905336903040; +905392208280
საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბულში: +905418184400
საქართველოს გენერალური საკონსულო ტრაპიზონში: +905413262226
ამას გარდა, საგარეო უწყებამ კიდევ ერთხელ გამოხატა მწუხარება მომხდართან დაკავშირებით და თურქეთის მთავრობასა და მოსახლეობას სოლიდარობა გამოუცხადა.
ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მიწისძვრის შედეგად თურქეთში საქართველოს მოქალაქე დაიღუპა.
ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
ყველა ახალი ამბავი
0