https://sputnik-georgia.com/20230206/------274610942.html
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
Sputnik საქართველო
ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა. 06.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-06T15:00+0400
2023-02-06T15:00+0400
2023-02-06T20:08+0400
საქართველო
თურქეთი
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
შემთხვევები საქართველოში
მიწისძვრა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274594099_0:137:3072:1865_1920x0_80_0_0_a141f9d18166c84a241a80baedcc4dda.jpg
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.უწყების ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე ნ.ზ.-ს გარდაცვალების შესახებ.ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც სენაკიდან თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან. თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 912 და დაშავდა 5.385 ადამიანი. მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.ბოლო ცნობებით, სირიის სამ პროვინციაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 326 და დაშავდა 1.042 ადამიანი.საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მთავრობა თურქეთში შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაგზავნის.
საქართველო
თურქეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/06/274594099_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_25f56b4a89f2b699d4197f8c7e78a472.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, მიწისძვრა, ახალი ამბები
საქართველო, თურქეთი , საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო , შემთხვევები საქართველოში, მიწისძვრა, ახალი ამბები
თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა
15:00 06.02.2023 (განახლებულია: 20:08 06.02.2023) ბოლო ინფორმაციით, თურქეთში მომხდარ მიწისძვრას 912 ადამიანი ემსხვერპლა.
თბილისი, 6 თებერვალი — Sputnik. თურქეთში მიწისძვრის შედეგად საქართველოს მოქალაქე დაიღუპა, იუწყება „პირველი არხი" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.
უწყების ცნობით, თურქეთში საქართველოს საელჩოში შევიდა ინფორმაცია მიწისძვრის შედეგად ქალაქ ანთაქიაში საქართველოს მოქალაქე ნ.ზ.-ს გარდაცვალების შესახებ.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაღუპული 60 წლამდე ასაკის ქალია, რომელიც სენაკიდან თურქეთში სამუშაოდ იყო წასული.
სამინისტროს ცნობით, საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თურქეთის შესაბამის უწყებებთან.
თურქეთის სამხრეთ-აღმოსავლეთით, სირიის საზღვართან, კაჰრამანმარაშის პროვინციაში 6 თებერვალს, დილის 04:17 საათზე 7,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რასაც ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა. ბოლო ინფორმაციით, დაიღუპა 912 და დაშავდა 5.385 ადამიანი.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი მოჰყვა არა მარტო თურქეთში, არამედ მოსაზღვრე სირიაშიც. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა ლიბანის დედაქალაქ ბეირუთშიც.
ბოლო ცნობებით, სირიის სამ პროვინციაში მიწისძვრამ იმსხვერპლა 326 და დაშავდა 1.042 ადამიანი.
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობის მისაღებად მთავრობა თურქეთში შესაბამის ტექნიკას და მაშველებს გაგზავნის.