5 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

© Albumarium / Caleb Ralstonვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 05.02.2023
გამოწერა
გაეცანით 5 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ.
1-10 თებერვალი
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.
1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.
5 თებერვალს დაბადებულები
5 თებერვალს ბედის რჩეულები იბადებიან. ისინი ცხოვრებას მსუბუქად მიუყვებიან, ბედნიერი, ნიჭიერი და წარმატებული არიან. მათ უმღერიან ოდებს, ხოტბას ასხამენ და ადიდებენ. მაგრამ ამ დღეს დაბადებულები უზრუნველობაში არ უნდა გადაეშვნენ. კეთილდღეობას მიაღწევენ, თუ სულიერ გზას, ჭეშმარიტ ფასეულობებს მიჰყვებიან და ცხოვრებას ღირსეულად გაატარებენ.
ზოდიაქოს „კერკეტი კაკალი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>
5 თებერვალს დაბადებულები სამუშაოს თანამიმდევრულად, ეტაპობრივად ასრულებენ; შეუძლიათ ბიზნესში საიმედო, პერსპექტიული ადამიანის იმიჯი შეიქმნან. ამ ადამიანების ფიზიკური ყოფნა ადამიანების გვერდით მათ საიმედოობასა და რთულ მომენტებში მხარდაჭერის მზადყოფნაზე მეტყველებს.
ამ დღეს დაბადებულებს საკუთარი აზრის მკაფიოდ და ყველასთვის გასაგებად, დამაჯერებლად გადმოცემა შეუძლიათ, აქვთ ხელმძღვანელის სტილი. უნიკალურად გამჭრიახები არიან და ამით ვითარების გაანალიზებისას სარგებლობენ.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ხანდახან, როდესაც კომპრომისებზე არ მიდიან და მრისხანებას ამჟღავნებენ, მათთან დათანხმება გარშემომყოფებს უჭირთ და ხშირად ღიზიანდებიან კიდეც. ესაა ამ დღეს დაბადებულების მთელი კატეგორიულობა - თუ ერთხელ განმარტეს და ვერ გაიგეთ, მეტჯერ, როგორც წესი, აღარ გაიმეორებენ. ამიტომ მათგან კარგი მასწავლებლები არ გამოდიან.
5 თებერვალს დაბადებულებმა უნდა ისწავლონ მოთმინება და თანამოსაუბრის მოსმენა, სხვაგვარად მსმენელად მხოლოდ კედლები დარჩებათ. ისინი სხვებში ემოციებს აღძრავენ. აქვთ ნათლად გამოხატული ტემპერამენტი, მაგრამ მათი წარმატება საკუთარი ზემგრძნობიარე ნატურის შეკავების უნარზეა დამოკიდებული.
ზოდიაქოს ყველაზე „მოუთვინიერებელი" ნიშნები - ტოპ-ოთხეული>>
მათი დადებითი თვისებაა უდიდესი სულიერი ძალების კონცენტრაცია. ამ დღეს დაბადებული დახვეწილი პიროვნებები საზოგადოებაში თავიანთ ადგილს პოულობენ. მათი გულდახურულობა ხანდახან გარშემომყოფებში გაღიზიანებას იწვევს. ამ დღეს დაბადებულები მრავალმხრივი პიროვნებები არიან და ზოგიერთი ნიშან-თვისება თუ გარეთ, სააშკარაოზე გამოდის, ზოგიერთი – ღრმად არის მიმალული.
ამ დღეს დაბადებულების პირადი ცხოვრება სხვებისგან დამალულია. ხშირად აქვთ თავიანთი რიტუალები ან ჩვევები, რომლებიც მათ თავდაჯერებულობასა და წონასწორობის შენარჩუნებას ეხმარება. ხშირად მეურვეობენ ახლობლებსა და საყვარელ ადამიანებს და თვითონაც უარს არ იტყოდნენ, თუ ვინმე მათზე იზრუნებდა.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
ეს ადამიანები ხშირად ოჯახს უკანა პლანზე მოისვრიან ხოლმე და წინ სამსახურსა და კოლექტივს აყენებენ. მათ შორის გვხვდებიან შემოქმედებითი ადამიანებიც, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ მარტო მუშაობასა და ინდივიდუალური პროექტების შექმნას. ხელმძღვანელის პოსტზე ქვეშევრდომებს ოპერატიულობა და ხარისხიანად მუშაობა უნდა ასწავლონ.
ჯანმრთელობა
5 თებერვალს დაბადებულთა შორის იშვიათობა არ არის ქრონიკული დაავადებები, მაგრამ ამას დიდ ყურადღებას არ აქცევენ. მთლიანობაში, ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობა მათ არ აღელვებთ. მათი სუსტი წერტილი შეიძლება იყოს ნერვული, ლიმფური ან იმუნური სისტემები. კვების მხრივ ამ დღეს დაბადებულები ფრთხილი არიან. ისინი უნდა მოერიდონ ცხიმიან და ტკბილ პროდუქტებს, თამბაქოს, ალკოჰოლს, ნარკოტიკებს. მათთვის აუცილებელია ზომიერი ფიზიკური სავარჯიშოები. ფიზიკურად განვითარებულებისთვის - გუნდური შეჯიბრებები.
რჩევა:
დაუტოვეთ გარშემომყოფებს შანსი. ყველას არ აქვს ისეთი სწრაფი რეაქცია, როგორც თქვენ. ისწავლეთ მოთმინება. თქვენი ქმედებები გასაგები უნდა იყოს სხვებისთვის. ხანდახან მიიღეთ, რომ სხვა ადამიანები თქვენს პოზიციებს შეიძლება არ დაეთანხმონ.
ყველა ახალი ამბავი
0