https://sputnik-georgia.com/20230203/kobaxidze-ukrainis-xelisuplebam-codvebi-moinanios-274539649.html
ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებამ ცოდვები უნდა მოინანიოს
ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებამ ცოდვები უნდა მოინანიოს
Sputnik საქართველო
ოფიციალური კიევი საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. 03.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-03T17:37+0400
2023-02-03T17:37+0400
2023-02-03T21:25+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა
უკრაინა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_0:192:2400:1542_1920x0_80_0_0_a1ae7acc93168cd23e893baa2fe64fc8.jpg
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, მოინანიოს წარსულის ცოდვები, მათ შორის ის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მრავალი წლის განმავლობაში იფარებდა.გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მსჯავრდებული სააკაშვილის დამცირება და გადასცეს იგი კიევს. მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს ყოველდღიურად საჯაროდ აწამებს და კლავს.კობახიძის თქმით, მიუხედავად ორი ქვეყნის ხალხთა ისტორიული მეგობრობისა, უკრაინის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში წლების განმავლობაში იფარებდა „კრიმინალ სააკაშვილს“ და დღემდე იფარებს ათამდე ცნობილ კრიმინალს, მათ შორის, ადამიანების წამებაში მხილებულ პირებს.საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები დღეს უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სასჯელს იხდის, დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.„მიზანი - საქართველოს ომში ჩართვაა": თბილისში ზელენსკის განცხადებას უპასუხეს>>>სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადასცენ უკრაინას სააკაშვილი>>>ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/10/250625575_176:164:2090:1600_1920x0_80_0_0_7d4dcab3b1cef72838094a0caf23ef22.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, უკრაინა , ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა, უკრაინა , ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: უკრაინის ხელისუფლებამ ცოდვები უნდა მოინანიოს
17:37 03.02.2023 (განახლებულია: 21:25 03.02.2023) ოფიციალური კიევი საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს.
თბილისი, 3 თებერვალი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ მოუწოდა უკრაინის ხელისუფლებას, მოინანიოს წარსულის ცოდვები, მათ შორის ის, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მრავალი წლის განმავლობაში იფარებდა.
გუშინ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, შეწყვიტოს მსჯავრდებული სააკაშვილის დამცირება და გადასცეს იგი კიევს. მანამდე პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება უკრაინის მოქალაქე სააკაშვილს ყოველდღიურად საჯაროდ აწამებს და კლავს.
„ვიდრე უკრაინის წარმომადგენლები რამეზე ისაუბრებენ, მანამდე საკუთარი წარსული ცოდვები მოინანიონ, დღევანდელი დანაშაულები გამოასწორონ და მერე გადავიდნენ სხვა რაღაცებზე“, – განაცხადა კობახიძემ ბრიფინგზე.
კობახიძის თქმით, მიუხედავად ორი ქვეყნის ხალხთა ისტორიული მეგობრობისა, უკრაინის ხელისუფლება საკუთარ ქვეყანაში წლების განმავლობაში იფარებდა „კრიმინალ სააკაშვილს“ და დღემდე იფარებს ათამდე ცნობილ კრიმინალს, მათ შორის, ადამიანების წამებაში მხილებულ პირებს.
„ისინი ამ დამნაშავეებს დღემდე ინახავენ, მიუხედავად იმისა, რომ მათ საქართველოში შეფარდებული აქვთ სასჯელი შესაბამისი დანაშაულებისთვის“, – აღნიშნა კობახიძემ.
საქართველოს ხელისუფლების ყოფილი წარმომადგენლები დღეს უკრაინაში მაღალ თანამდებობებს იკავებენ.
მაგალითად, გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილეა, ზურაბ ადეიშვილი – უკრაინის გენერალური პროკურორის მრჩეველი, ხოლო მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში სასჯელს იხდის, დღემდე რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელ კომიტეტს ხელმძღვანელობს.
ვნებათაღელვა სააკაშვილის ირგვლივ
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
ამასთან, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ექიმები, რომლებიც მუშაობდნენ კომპლექსურ სამედიცინო დასკვნაზე, ამტკიცებენ, რომ სააკაშვილი საკვებზე უარს კი არ ამბობს, არამედ ჯანმრთელობის უკიდურესად მძიმე მდგომარეობის გამო ვერ ჭამს.
მოწვეულ უცხოელ ექსპერტებს შორის იყვნენ ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად გაუარესდეს.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.