https://sputnik-georgia.com/20230202/ukrainis-sagareo-uwyeba-saqartvelos-mouwodebs-274500602.html
უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადასცენ უკრაინას სააკაშვილი
უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადასცენ უკრაინას სააკაშვილი
Sputnik საქართველო
ოფიციალური კიევი საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს. 02.02.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-02-02T18:18+0400
2023-02-02T18:18+0400
2023-02-02T22:04+0400
საქართველო
უკრაინა
პოლიტიკა
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/262001370_0:188:3045:1901_1920x0_80_0_0_fa131b756c945b59b9ce198b0807eb70.jpg
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცეს იგი კიევს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.სააკაშვილის მომხრეები პერიოდულად აცხადებენ, რომ კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებული ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს, ნათქვამია განცხადებაში.საგარეო უწყება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე.თავის მხრივ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ადრე განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის პალატა აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, მათ შორის ინტენსიური თერაპიისთვის განკუთვნილი აპარატურით.კლინიკის სამედიცინო პერსონალის თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს ინკლუზიურ მკურნალობაზე, რომელიც წვეთოვანის გამოყენებას გულისხმობს და მკაცრად აკონტროლებს მის მიერ მიღებულ საკვებს, რაც იწვევს წონაში კლებას და მდგომარეობის გაუარესებას.გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი რეანიმაციაში - კლინიკამ მორიგ „ფეიკს“ უპასუხა>>>ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დემენცია თუ დეპრესია - სააკაშვილის საქმეზე კიდევ ერთი ნევროლოგი გამოიკითხა>>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/262001370_169:0:2898:2047_1920x0_80_0_0_63392571438e2d01ed1e5a69c147f5dc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, უკრაინა , პოლიტიკა, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საზოგადოება
უკრაინის საგარეო უწყება: მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გადასცენ უკრაინას სააკაშვილი
18:18 02.02.2023 (განახლებულია: 22:04 02.02.2023) ოფიციალური კიევი საქართველოს მთავრობას უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილზე ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ძალადობაში სდებს ბრალს.
თბილისი, 2 თებერვალი — Sputnik. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დამცირება და გადასცეს იგი კიევს, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სააკაშვილის მომხრეები პერიოდულად აცხადებენ, რომ კლინიკა „ვივამედში“ მოთავსებული ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
„უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს კატეგორიულ პროტესტს საქართველოში გისოსებს მიღმა მყოფი უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანურ მოპყრობასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების დეკლარირებულ კურსს, ნათქვამია განცხადებაში.
„მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მიხეილ სააკაშვილის შეურაცხყოფა და გადასცეს ის უკრაინას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
საგარეო უწყება ასევე მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, საჯაროდ დაიცვან უკრაინის მოქალაქე.
თავის მხრივ, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ ადრე განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის პალატა აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, მათ შორის ინტენსიური თერაპიისთვის განკუთვნილი აპარატურით.
კლინიკის სამედიცინო პერსონალის თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს ინკლუზიურ მკურნალობაზე, რომელიც წვეთოვანის გამოყენებას გულისხმობს და მკაცრად აკონტროლებს მის მიერ მიღებულ საკვებს, რაც იწვევს წონაში კლებას და მდგომარეობის გაუარესებას.
ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს თბილისის საქალაქო სასამართლო ერთ თვეზე მეტია განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ორჯერ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ის „ვივამედის“ კლინიკაში იმყოფება.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს.
მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.