https://sputnik-georgia.com/20230131/gadahyavt-tu-ara-saakasvili-reanimaciasi-klinikam-kidev-ert-feiks-upasuxa-274440921.html
გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი რეანიმაციაში - კლინიკამ მორიგ „ფეიკს“ უპასუხა
გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი რეანიმაციაში - კლინიკამ მორიგ „ფეიკს“ უპასუხა
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის პალატა აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, მათ შორის ინტენსიური თერაპიისთვის, განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T22:49+0400
2023-01-31T22:49+0400
2023-02-01T13:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273760088_0:66:1280:786_1920x0_80_0_0_3060f51eb0d85c295d207ff7af7ec2c5.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ უარყო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მორიგი „სიცრუე“ რეანიმაციაში მისი გადაყვანის შესახებ.სააკაშვილის მხარდამჭერები პერიოდულად აცხადებენ, რომ მაისის დასაწყისიდან „ვივამედში“ მყოფი ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და ამ საბაბით მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.იმავდროულად, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ უკვე განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის პალატა აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, მათ შორის ინტენსიური თერაპიისთვის.კლინიკის სამედიცინო პერსონალის თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს ინკლუზიურ მკურნალობაზე, რომელიც წვეთოვანის გამოყენებას გულისხმობს და მკაცრად აკონტროლებს მის მიერ მიღებულ საკვებს, რაც იწვევს წონაში კლებას და მდგომარეობის გაუარესებას.თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობით ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან.„ვივამედის“ დირექტორი: ჩვენ და ჩვენს ოჯახებს გვემუქრებიან >>ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.ბრეგაძე: სააკაშვილის ადვოკატების ქცევა არალოგიკურია>>დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/01/09/273760088_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_de040480abbe4e2276373fb80ee8a39f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
გადაჰყავთ თუ არა სააკაშვილი რეანიმაციაში - კლინიკამ მორიგ „ფეიკს“ უპასუხა
22:49 31.01.2023 (განახლებულია: 13:07 01.02.2023) ექს-პრეზიდენტის პალატა აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, მათ შორის ინტენსიური თერაპიისთვის, განაცხადა კლინიკის წარმომადგენელმა.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ უარყო საქართველოს ექს-პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მორიგი „სიცრუე“ რეანიმაციაში მისი გადაყვანის შესახებ.
სააკაშვილის მხარდამჭერები პერიოდულად აცხადებენ, რომ მაისის დასაწყისიდან „ვივამედში“ მყოფი ექს-პრეზიდენტი სიკვდილის პირასაა და ამ საბაბით მისთვის სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.
„დღეს დილიდან დედამისიც იყო, ასევე ორი ადვოკატი, კიდევ ორს ელოდება, მგონი შევიდნენ. პაციენტი იმყოფება ისევ თავის პალატაში. ჩვენ გამოვდივართ მხოლოდ პაციენტის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე. რეანიმაციულ განყოფილებაში გადაყვანას არ საჭიროებს“, - განაცხადა ნინო ნადირაძემ.
იმავდროულად, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ უკვე განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტის პალატა აღჭურვილია ყველა საჭირო აპარატურით, მათ შორის ინტენსიური თერაპიისთვის.
კლინიკის სამედიცინო პერსონალის თქმით, სააკაშვილი უარს ამბობს ინკლუზიურ მკურნალობაზე, რომელიც წვეთოვანის გამოყენებას გულისხმობს და მკაცრად აკონტროლებს მის მიერ მიღებულ საკვებს, რაც იწვევს წონაში კლებას და მდგომარეობის გაუარესებას.
თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობით ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს. ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. მას შემდეგ, რაც სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გათავისუფლების საკითხს იხილავს, ადვოკატები საკითხის რაც შეიძლება სწრაფად გადაწყვეტის აუცილებლობაზე საუბრობენ, მაგრამ თითოეული მოწმის გამოკითხვა რამდენიმე საათს გრძელდება.
სააკაშვილის ადვოკატები ცდილობენ დაამტკიცონ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და არსებულ პირობებში მისი მკურნალობა უშედეგოა, ამიტომ მას ესაჭიროება უცხოეთში ისეთ კლინიკაში გადაყვანა, რომელიც მსგავსი პაციენტების მკურნალობაზეა ორიენტირებული.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.