https://sputnik-georgia.com/20230131/vivamedis-direqtori-cven-da-cven-ojaxebs-gvemuqrebian-274436904.html
„ვივამედის“ დირექტორი: ჩვენ და ჩვენს ოჯახებს გვემუქრებიან
„ვივამედის“ დირექტორი: ჩვენ და ჩვენს ოჯახებს გვემუქრებიან
Sputnik საქართველო
დირექტორი აცხადებს, რომ შესაბამის სამსახურებს დაუსახელებს იმ პირებს, ვინც მას ემუქრება, რათა შესაბამისი ზომები იქნას მიღებული. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T19:58+0400
2023-01-31T19:58+0400
2023-01-31T22:20+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261550682_0:286:2730:1822_1920x0_80_0_0_43e32e98ac45c43a4233d0f63a153510.jpg
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მას და კლინიკის პერსონალს ემუქრებიან.სააკაშვილი „ვივამედის“ კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელობის მონაცემებით, მისი საქციელი ხშირად არაადეკვატურია და ის მედპერსონალს ემუქრება.მისი თქმით, მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან როგორც ტელეფონით, ისე სოციალურ ქსელებში.ეს კლინიკის მხრიდან მუქარის შესახებ პირველი განცხადება არაა. ადრე ამის შესახებ განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ. მისი თქმით, მას სანქციებით ემუქრებიან. მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა პალატაში ექთანი დაიბარა და აცნობა, რომ მას დასაპატიმრებელი პირების სიაში შეიყვანენ.ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე და თანამებრძოლები ე.წ. სააკაშვილის სიაზე („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მონაცემებით, უკვე შევიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ ადამიანებით, რომლებმაც „ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს“.სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობარაც შეეხება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობას, დირექტორის თქმით, პაციენტმა კორონავირუსი უკვე დაძლია, ხოლო მისი საკვების კალორაჟი ძალზე დაბალი რჩება.ამასთან მან დაამატა, რომ სააკაშვილი თავის კვებას აკონტროლებს.„პაციენტი თავს იკავებს, აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.მან ასევე დაადასტურა, რომ გუშინ სააკაშვილმა გონება დაკარგა.დიაგნოზები არასწორია? სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად ახალი მასალები დაერთო >>ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობით ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს.საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ჩართო ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდეს, რომ ლეტალური შედეგი დადგეს.ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/1b/261550682_0:0:2729:2047_1920x0_80_0_0_51a153a401d0030604eb4b8a267dc60c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები, საქართველო, მიხეილ სააკაშვილი
„ვივამედის“ დირექტორი: ჩვენ და ჩვენს ოჯახებს გვემუქრებიან
19:58 31.01.2023 (განახლებულია: 22:20 31.01.2023) დირექტორი აცხადებს, რომ შესაბამის სამსახურებს დაუსახელებს იმ პირებს, ვინც მას ემუქრება, რათა შესაბამისი ზომები იქნას მიღებული.
თბილისი, 31 იანვარი — Sputnik. კლინიკა „ვივამედის“ დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ მას და კლინიკის პერსონალს ემუქრებიან.
სააკაშვილი „ვივამედის“ კლინიკაში 2022 წლის 12 მაისს გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელობის მონაცემებით, მისი საქციელი ხშირად არაადეკვატურია და ის მედპერსონალს ემუქრება.
„პერსონალი წარმოუდგენელი წნეხის ქვეშ მუშაობს. უკვე გადავიდნენ მუქარაზე, არა ჩვენზე კონკრეტულად, ოჯახის წევრებზეც. ყველა ეს ადამიანი დასახელდება. მე ვფიქრობ, ყველა ამ ადამიანით დაკავდება შესაბამისი სამსახურები“, – განაცხადა ჩხაიძემ.
მისი თქმით, მას და მისი ოჯახის წევრებს ემუქრებიან როგორც ტელეფონით, ისე სოციალურ ქსელებში.
ეს კლინიკის მხრიდან მუქარის შესახებ პირველი განცხადება არაა. ადრე ამის შესახებ განაცხადა კლინიკის გენერალურმა დირექტორმა ნინო ნადირაძემ. მისი თქმით, მას სანქციებით ემუქრებიან. მან ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილის ადვოკატმა პალატაში ექთანი დაიბარა და აცნობა, რომ მას დასაპატიმრებელი პირების სიაში შეიყვანენ.
ექს-პრეზიდენტის დაცვის მხარე და თანამებრძოლები ე.წ. სააკაშვილის სიაზე („მაგნიტსკის სიის“ ანალოგი) მუშაობენ, რომელშიც, ოპოზიციური ტელეკომპანია „TV პირველის“ მონაცემებით, უკვე შევიდნენ იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე, იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, პროკურორები და მოსამართლეები. როგორც სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა, სია შეივსება იმ ადამიანებით, რომლებმაც „ექს-პრეზიდენტის წინააღმდეგ დანაშაული ჩაიდინეს“.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა
რაც შეეხება ექს-პრეზიდენტის ჯანმრთელობას, დირექტორის თქმით, პაციენტმა კორონავირუსი უკვე დაძლია, ხოლო მისი საკვების კალორაჟი ძალზე დაბალი რჩება.
„გუშინ გავიმეორეთ PCR-ტესტი და უარყოფითი პასუხი მივიღეთ. კორონავირუსის ინფექციასთან დაკავშირებით ტესტის პასუხი უარყოფითია. გადამოწმდა სხვადასხვა ლაბორატორიული ანალიზი და ლაბორატორიული მონაცემების კუთხით გაუმჯობესებაა“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
ამასთან მან დაამატა, რომ სააკაშვილი თავის კვებას აკონტროლებს.
„პაციენტი თავს იკავებს, აკონტროლებს კალორაჟს, მისი კალორაჟი არის სადღაც 400-500 კალორიის ფარგლებში“, – აღნიშნა ჩხაიძემ.
მან ასევე დაადასტურა, რომ გუშინ სააკაშვილმა გონება დაკარგა.
„პაციენტის გადმოცემით, წამიერად დაკარგა წონასწორობა და ადგილი ჰქონდა დაცემას. ექთნის მიერ პაციენტი ნანახი იყო საწოლში. მიხეილ სააკაშვილს არანაირი დაზიანება არ აღენიშნება. როგორც ის ამბობს, არც ტკივილს უჩივის, არც თავის დარტყმა ყოფილა. ზურგით მოხდა კედელთან შეხება“, – განაცხადა ჩხაიძემ.
ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს. თბილისის საქალაქო სასამართლო ადვოკატების შუამდგომლობით ერთი თვეა ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს განიხილავს.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ჩართო ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდეს, რომ ლეტალური შედეგი დადგეს.
ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.