https://sputnik-georgia.com/20230130/diagnozebi-arasworia-saakashvilis-saqmes-axali-masalebi-daerto-274386553.html
დიაგნოზები არასწორია? სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად ახალი მასალები დაერთო
დიაგნოზები არასწორია? სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად ახალი მასალები დაერთო
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ადვოკატები საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მტკიცებულებად დამატების წინააღმდეგი იყვნენ. 30.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-30T16:12+0400
2023-01-30T16:12+0400
2023-01-30T21:18+0400
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
გახმაურებული სასამართლო პროცესები
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037407_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_bd60818f4190e313b8cb1cd831ae0552.jpg
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ დაადასტურა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ მიერ დასმული დიაგნოზების უტყუარობა. ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორებიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის „სარწმუნო და უტყუარი“. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, სააკაშვილს ასევე აქვს დემენცია და კახექსია. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ამ დიაგნოზების გამო სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.სააკაშვილის ადვოკატები საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მტკიცებულებად დამატების წინააღმდეგი იყვნენ. მათი აზრით, მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით სასამართლოს მიკერძოების ფაქტი აღიარა.თბილისის საქალაქო სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს ერთი თვეა განიხილავს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.ბრიტანელი ფსიქიატრი: სააკაშვილი მისი დიაგნოზით ციხეში არ უნდა იჯდეს>>>საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ჩართო ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.როგორც კატონამ განაცხადა, იგი იზიარებს ამერიკელი ექსპერტების – ნევროლოგ შაჰინ ემანუელ ლაჰანის და სასამართლო ფსიქიატრის ერიკ დევიდ გოლდსმიტის აზრს, რომლებიც სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმის სახით გამოცხადდნენ.უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდეს, რომ ლეტალური შედეგი დადგეს.იუსტიციის სამინისტრო: ექსპერტიზის ბიურომ სააკაშვილის დიაგნოზების უტყუარობა არ დაადასტურა>>>ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.დაკავება და სისხლის სამართლის საქმეებისააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს. დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037407_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_bb8a6ad9ae8262bc6a1063f1919b790f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, მიხეილ სააკაშვილი , გახმაურებული სასამართლო პროცესები, საზოგადოება, ახალი ამბები
დიაგნოზები არასწორია? სააკაშვილის საქმეს მტკიცებულებად ახალი მასალები დაერთო
16:12 30.01.2023 (განახლებულია: 21:18 30.01.2023) სააკაშვილის ადვოკატები საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მტკიცებულებად დამატების წინააღმდეგი იყვნენ.
თბილისი, 30 იანვარი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებული ექსპერტიზის დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.
ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ არ დაადასტურა ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის ფსიქო-სარეაბილიტაციო ცენტრ „ემპათიის“ მიერ დასმული დიაგნოზების უტყუარობა. ექსპერტიზის ბიუროს ცნობით, „ემპათიის“ მიერ გამოტანილი დიაგნოზები, როგორებიც არის ფსიქიატრიული, გასტროენტეროლოგიური და ნევროლოგიური დიაგნოზები, არ არის „სარწმუნო და უტყუარი“. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, სააკაშვილს ასევე აქვს დემენცია და კახექსია. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები ამ დიაგნოზების გამო სააკაშვილის გათავისუფლებას ან სასჯელის გადავადებას მოითხოვენ.
„ვფიქრობ, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, წარმოადგინონ მათი მოსაზრებები, რადგანაც ამ შემთხვევაში საუბარია სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების განმარტებაზე“, – განაცხადა მოსამართლე არევაძემ პროცესზე.
სააკაშვილის ადვოკატები საქმეზე ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის მტკიცებულებად დამატების წინააღმდეგი იყვნენ. მათი აზრით, მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილებით სასამართლოს მიკერძოების ფაქტი აღიარა.
თბილისის საქალაქო სასამართლო ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გაუქმების საკითხს ერთი თვეა განიხილავს. ექს-პრეზიდენტის ადვოკატები, ნათესავები, თანამოაზრეები და მომხრეები აცხადებენ, რომ ის სიკვდილის პირასაა და საზღვარგარეთ მკურნალობას საჭიროებს.
საკუთარი პოზიციის გასამყარებლად სააკაშვილის დაცვის მხარემ საქმეში ჩართო ბრიტანელი ფსიქიატრი კორნელიუს კატონა, ასევე ხუთი ამერიკელი ექსპერტი – ტოქსიკოლოგი დევიდ სმიტი, ექსპერტი სასამართლო ფსიქიატრიის სფეროში დევიდ გოლდსმიტი, გასტროენტეროლოგი სტიუარტ ფინკელი, ნევროლოგი შაჰინ ემანუელ ლაჰანი და ქირურგ-ორთოპედი ჯეიმს კობი, რომლებიც სასამართლოში უკვე დაიკითხნენ.
როგორც კატონამ განაცხადა, იგი იზიარებს ამერიკელი ექსპერტების – ნევროლოგ შაჰინ ემანუელ ლაჰანის და სასამართლო ფსიქიატრის ერიკ დევიდ გოლდსმიტის აზრს, რომლებიც სასამართლო პროცესზე დაცვის მხარის მოწმის სახით გამოცხადდნენ.
უცხოელი ექსპერტები აცხადებენ, რომ სააკაშვილი მძიმედ არის ავად და დღევანდელ პირობებში მკურნალობა შედეგს არ იძლევა. მათი თქმით, თუ ექს-პრეზიდენტს საზღვარგარეთ სპეციალიზირებულ კლინიკაში მკურნალობის შესაძლებლობა არ მიეცემა, შესაძლოა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იმდენად გაუარესდეს, რომ ლეტალური შედეგი დადგეს.
ექს-პრეზიდენტმა სხდომაში მონაწილეობა მხოლოდ ერთხელ მიიღო, ისიც ვიდეოკავშირის მეშვეობით, რადგან ექიმები სასამართლოში მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას არ იძლევიან. 12 მაისიდან ექს-პრეზიდენტი კლინიკა „ვივამედში“ იმყოფება.
დაკავება და სისხლის სამართლის საქმეები
სააკაშვილი საქართველოში უკრაინიდან არალეგალურად 2021 წლის 29 სექტემბერს დაბრუნდა. ის 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. მას უკვე მისჯილი აქვს 6 წლით თავისუფლების აღკვეთა დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის მკვლელობაში მსჯავრდებულების შეწყალების საქმეებზე.
ამავდროულად, თბილისის საქალაქო სასამართლო მის წინააღმდეგ განიხილავს სამ საქმეს – სახელმწიფო სახსრების გაფლანგვის, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევისა და საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საქმეებს.
დაკავებიდან დღემდე სააკაშვილმა ციხის საკანში ნახევარ წელიწადზე ნაკლები დრო გაატარა, დანარჩენი პერიოდი იგი სხვადასხვა კლინიკაში იმყოფებოდა – ჯერ ციხის, შემდეგ სამხედრო ჰოსპიტალში, ახლა კი კლინიკა „ვივამედში“.
უფრო ადრე იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ ექს-პრეზიდენტი სიმულანტობს და საკუთარ თავს ზიანს აყენებს, რათა ამით გათავისუფლებას მიაღწიოს. მოგვიანებით პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ სააკაშვილისა და მისი მეგობრების მიზანია, ის რაც შეიძლება მეტად დასუსტდეს, რომ თავიდან აიცილოს ჩადენილი დანაშაულებისთვის მისჯილი სასჯელი.
სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა. 2020 წლიდან საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი უკრაინის პრეზიდენტთან არსებული რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.