1 თებერვალს დაბადებულები – ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

CC BY 2.0 / Kim MyoungSung / Milky way and 2 meteorsვარსკვლავიანი ცა
ვარსკვლავიანი ცა - Sputnik საქართველო, 1920, 01.02.2023
გამოწერა
გაეცანით 1 თებერვალს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის.
წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ
1-10 თებერვალი
ამ პერიოდში მერწყულის ნიშნით იბადებიან - 21 იანვარი - 19 თებერვალი.
1-10 თებერვლის პერიოდი მერწყულის ნიშნის მეორე დეკადას განეკუთვნება.
ამ პერიოდში დაბადებული ადამიანების ხასიათს მერკური მართავს, ანიჭებს მათ სინაზეს, ემოციურობას, ჭკუასა და წინასწარმეტყველების უნარს. და ეს მათ მრავალი განსაცდელის თავიდან არიდებაში ეხმარება.
მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 42, 50, 60.
ამ პერიოდში დაბადებულთა სიმბოლოა - ფითრი.
პლიტვიცეს ჩანჩქერი - Sputnik საქართველო, 1920, 21.01.2021
მერწყული – რთული, ორიგინალური, თავისუფლებისმოყვარე – ზოგადი დახასიათება
ესენი არიან მომხიბლავი ადამიანები განსაკუთრებული შარმით. არიან შესანიშნავი, ვნებებით აღსავსე საყვარლები. იციან რა საკუთარი მომხიბლაობა, თავიანთ საუკეთესო თვისებებს ოსტატურად წარმოაჩენენ და იყენებენ ცხოვრებაში.
1 თებერვალს დაბადებულები
1 თებერვალს დაბადებულები ენერგიული, ნიჭიერი და მტკიცე ადამიანები არიან, აქვთ განვითარებული ინტუიცია. მათ ყოველთვის შეუძლიათ ნებისმიერ სიტუაციასა და მოვლენაში ნაზი და ლამაზი გამოარჩიონ, ამ სამყაროში ამჩნევენ მშვენიერს და მის პოვნას ადამიანებში ცდილობენ. ამავდროულად, ამბიციურიც არიან, ჯიუტიც, საკუთარ მოსაზრებას ერთი მილიმეტრითაც არ გადაუხვევენ, ამას ემატება თავდაჯერებულობაც.
იდეალური მეორე ნახევარი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის>>
ამ დღეს დაბადებულები სამართლიანი არიან და ისწრაფვიან სამართლიანობისადმი როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების მიმართ, ისინი მიეშურებიან გაჭირვებულის დასახმარებლად, შეძლებისდაგვარად უჭერენ მას მხარს, ხანდახან ამით სხვის ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, რაც კონფლიქტებსაც იწვევს. მათი მოუქნელობა და ხანდახან სისასტიკეც არაკეთილმოსურნეების გამოჩენასა და ცხოვრების ბრძოლის ველად გადაქცევას იწვევს. ამიტომ ისინი მეტად რბილი, ლოიალური და მეგობრული უნდა გახდნენ.
1 თებერვალს დაბადებულებს საერთოდ არა აქვთ ტაქტის გრძნობა, მაგრამ მაინც, ისინი ჰარმონიულად არიან განვითარებული. აქვთ ძლიერი ნებისყოფა, სიჯიუტე და თავდაჯერებულობა და ამიტომ თავიანთ სიმართლეს ბოლომდე იცავენ. ნებისმიერ ვითარებას მზადყოფნაში ხვდებიან, რაშიც ინტუიციაც ეხმარებათ.
გალაქტიკა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2022
ყველაზე, ყველაზე... ზოდიაქოს გენიალური ნიშნები
მიუხედავად უარყოფითი თვისებებისა, მათ შეუძლიათ მეგობრული კავშირების შენარჩუნება. ამ დღეს დაბადებულები ენერგიული ადამიანები არიან და, ასაკის მიუხედავად, ახალგაზრდულად გამოიყურებიან, ხანდახან ბავშვივით მოუთმენლები ხდებიან. ემოციურ პრობლემებს მათი ცხოვრების კატასტროფად ქცევა შეუძლია. განსაკუთრებით მგრძნობიარენი ისინი ყმაწვილობისას არიან.
1 თებერვალს დაბადებულები იმდენად იმპულსური არიან, რომ საკუთარი თავის გაკონტროლება არ შეუძლიათ, ეს კი მათ წინააღმდეგ მოქმედებს. ეს ადამიანები, ერთი მხრივ, დიდი სულიერი სიმტკიცით გამოირჩევიან და მეორე მხრივ, ემოციური დაუცველობით. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ მათში ორი სხვადასხვა პიროვნება ბუდობს. და სანამ ისინი შინაგან პროცესებს არ გააკონტროლებენ და სწორ კალაპოტში გადაიყვანენ, მანამდე გაუგებრობები, ორომტრიალი და კონფლიქტები მათი ცხოვრების შემადგენელი ნაწილი იქნება.
შეუთავსებელი და ამავე დროს ერთმანეთისთვის მიმზიდველი წყვილები>>
1 თებერვალს დაბადებული ადამიანებისთვის პირადი თვისებების თავისებური პირამიდა იქმნება - პირველ ადგილზეა სულიერება, მეორეზე - გრძნობები, მესამეზე - ემოციები. ინტუიცია კი, სამწუხაროდ, ხშირად უკანა პლანზე გადადის და ეს ამ დღეს დაბადებულთათვის ძალიან ცუდია, რადგან სწორედ ინტუიცია შეიძლება გახდეს გამაერთიანებელი და წარმმართველი ვექტორი 1 თებერვალს დაბადებულთა მრავალმხრივი თვისებებისთვის. მათ უნდა გამოიყენონ ბუნებისგან ბოძებული ალღოს ნიჭი, რადგან ხანდახან ისე ჩანს, რომ ამ ადამიანებს აქვთ ნიჭი, მაგრამ იმაზე დაბალ საფეხურზე იმყოფებიან, ვიდრე იმსახურებენ.
თუ ამ დღეს დაბადებულები ინტუიციას არ ენდობიან, მაშინ გადაწყვეტილებების მიღებაში ლოგიკა და გონება აქტიურობენ; ამ დროს კი მათთვის უფრო მნიშვნელოვანია, გააცნობიერონ საკუთარი სურვილები, ვიდრე თავი აკონტროლონ. რთული ამოცანის წინაშე ისინი ითვალისწინებენ ადამიანურ ფაქტორს და ეს ხელს უწყობს მათ წინსვლას, ჰუმანიზმსა და სულიერებას.
კურდღელი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2022
2023 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: სამუშაო, ფული, სიყვარული, ოჯახი, ჯანმრთელობა
ჯანმრთელობა
1 თებერვალს დაბადებულებს ჯანმრთელობის პრობლემებს დიდი ემოციურობა უქმნის. ამან ისინი შეიძლება რთულად გადასაჭრელ ვითარებაში ჩააყენოს. მათთვის რეკომენდებულია ზომიერი, მაგრამ რეგულარული ფიზიკური ვარჯიშები, მაგალითად, აერობიკა, ძუნძული, ცურვა. თავი უნდა შეიკავონ ტკბილი საკვებისა და თამბაქოს მოხმარებისგან. უნდა მიიღონ მეტი მარცვლოვანი, საკვები, ცოცხალი ბოსტნეული, სუპები, პური, უპირატესობა მიანიჭონ ჩაშუშულ ხორცს.
ინდივიდუალური დიეტა ზოდიაქოს ნიშნებისთვის>>
რჩევა:
თქვენი ინტუიცია - ბუნების საჩუქარია, ნუ დათრგუნავთ მას. გამოიმუშავეთ მოთმინების უნარი, ცხოვრებისადმი უფრო ჭვრეტითი დამოკიდებულება გქონდეთ. მართეთ საკუთარი თავი და ცხოვრება.
ყველა ახალი ამბავი
0