https://sputnik-georgia.com/20230131/xabeisvili-radikalur-opozicias-komikurs-gaxdis-274422853.html
ხაბეიშვილი რადიკალურ ოპოზიციას კომიკურს გახდის - „ქართული ოცნება“
ხაბეიშვილი რადიკალურ ოპოზიციას კომიკურს გახდის - „ქართული ოცნება“
მმართველ პარტიაში ლევან ხაბეიშვილს მიიჩნევენ პოლიტიკოსად, რომელსაც „მუხრუჭები არა აქვს“. 31.01.2023-ს, Sputnik საქართველო
2023-01-31T15:38+0400
2023-01-31T15:38+0400
2023-01-31T20:22+0400
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ქართული ოცნება
ერთიანი ნაციონალური მოძრაობა
ახალი ამბები
საქართველო
/html/head/meta[@name='og:title']/@content
/html/head/meta[@name='og:description']/@content
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249176241_0:0:1001:563_1920x0_80_0_0_570704a874a772edfb711ac3ae438a4a.jpg
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. რადიკალური ოპოზიციური სპექტრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევით უფრო კომიკური გახდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.შიდაპარტიული არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა. ის ცნობილია თავისი განზრახვით, რომ „ოცნების“ ხელისუფლება რევოლუციური გზით ჩამოიშოროს.პოლიტიკოსის თქმით, ხაბეიშვილის არჩევა თავისთავად რადიკალური ოპოზიციის შესუსტებას ნიშნავს.„შესაბამისად, ძალიან კარგი შედეგით დასრულდა ამ კუთხით „ნაცმოძრაობაში" ჩატარებული არჩევნები“, – აღნიშნა კობახიძემ.ხაბეიშვილი თავის სატკივარი გახდება მათთვის, ვინც ის ლიდერად შექმნა, მიიჩნევს, თავის მხრივ, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილი.„ლევან ხაბეიშვილი არის კოლექტიური წარსული, რომელიც ჯერ კონვულსიურად, მაგრამ იბრძვის, რომ თავი გადაირჩინოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნორმალური არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა და იძახის, მე ყველაზე მუხრუჭებმოშლილი პოლიტიკოსი ვიქნებიო. ეს არის იმათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნეს და მერე აირჩიეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.მისი თქმით, ამ ოპოზიციურმა პარტიამ აირჩია გზა არსაით და ეს მათი გაცნობიერებული არჩევანია.ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად იქმნება რევოლუციური კომიტეტი>>„ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს უქადის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.ამასთან, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ბაზის დაახლოებით 90% მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეა მიბმული. აქედან გამომდინარე, ქადაგიშვილის აზრით, ეს ბაზა შემცირდება.„ეს სააკაშვილი, რომ იტყვიან, მავზოლეუმში ლენინივით ჰყავთ, ყველა მის გარშემო ტრიალებს“, – დასძინა მან.ხაბეიშვილი ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით. მაგალითად, პოლიტიკოსი ქვეყანაში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მომხრეა, ასევე სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით გათავისუფლების.ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში გახსნის ოფისებს ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებლად. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მიზნისთვის ის მზადაა კანონიც დაარღვიოს.ეწვიეთ „Sputnik საქართველოს“ Telegram-არხს
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
2023
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/08/0a/249176241_19:0:908:667_1920x0_80_0_0_d53b9a63490f39f1fc2e33567cec0e60.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rosiya Segodnya“
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება, ქართული ოცნება , ერთიანი ნაციონალური მოძრაობა , ახალი ამბები, საქართველო
ხაბეიშვილი რადიკალურ ოპოზიციას კომიკურს გახდის - „ქართული ოცნება“
15:38 31.01.2023 (განახლებულია: 20:22 31.01.2023) მმართველ პარტიაში ლევან ხაბეიშვილს მიიჩნევენ პოლიტიკოსად, რომელსაც „მუხრუჭები არა აქვს“.
თბილისი, 31 იანვარი – Sputnik. რადიკალური ოპოზიციური სპექტრი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარედ ლევან ხაბეიშვილის არჩევით უფრო კომიკური გახდება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ.
შიდაპარტიული არჩევნების შედეგად „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი ლიდერი პარტიის აქტიური წევრი, ამჟამად ქვეყნის პარლამენტის დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი გახდა. ის ცნობილია თავისი განზრახვით, რომ „ოცნების“ ხელისუფლება რევოლუციური გზით ჩამოიშოროს.
„მგონია, ხაბეიშვილის არჩევით ოპოზიციური სპექტრის რადიკალური ასპექტი უფრო მეტად კომიკური გახდება, ვიდრე რადიკალური, თუმცა თავისთავად ხაბეიშვილის არჩევა არის ერთგვარი გზავნილი, რომ „ნაცმოძრაობისთვის" არის განმსაზღვრელი სწორედ ეს რადიკალური ნიშა და პოლარიზაციისკენ მისწრაფება“, – განუცხადა კობახიძემ ჟურნალისტებს.
პოლიტიკოსის თქმით, ხაბეიშვილის არჩევა თავისთავად რადიკალური ოპოზიციის შესუსტებას ნიშნავს.
„შესაბამისად, ძალიან კარგი შედეგით დასრულდა ამ კუთხით „ნაცმოძრაობაში" ჩატარებული არჩევნები“, – აღნიშნა კობახიძემ.
ხაბეიშვილი თავის სატკივარი გახდება მათთვის, ვინც ის ლიდერად შექმნა, მიიჩნევს, თავის მხრივ, დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ ირაკლი ქადაგიშვილი.
„ლევან ხაბეიშვილი არის კოლექტიური წარსული, რომელიც ჯერ კონვულსიურად, მაგრამ იბრძვის, რომ თავი გადაირჩინოს. ხაბეიშვილი ამბობს, რომ ნორმალური არჩევნებით ხელისუფლების შეცვლა არ გამოვა და იძახის, მე ყველაზე მუხრუჭებმოშლილი პოლიტიკოსი ვიქნებიო. ეს არის იმათი თავის სატკივარი, ვინც ჯერ ლიდერად შექმნეს და მერე აირჩიეს“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ამ ოპოზიციურმა პარტიამ აირჩია გზა არსაით და ეს მათი გაცნობიერებული არჩევანია.
„ეს არის გზა, რომელიც ქვეყანას კარგს არაფერს უქადის“, – განაცხადა ქადაგიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“.
ამასთან, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ელექტორალური ბაზის დაახლოებით 90% მსჯავრდებულ ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზეა მიბმული. აქედან გამომდინარე, ქადაგიშვილის აზრით, ეს ბაზა შემცირდება.
„ეს სააკაშვილი, რომ იტყვიან, მავზოლეუმში ლენინივით ჰყავთ, ყველა მის გარშემო ტრიალებს“, – დასძინა მან.
ხაბეიშვილი ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით. მაგალითად, პოლიტიკოსი ქვეყანაში ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლის მომხრეა, ასევე სააკაშვილის ძალისმიერი მეთოდებით გათავისუფლების.
ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს რეგიონებსა და რაიონებში გახსნის ოფისებს ექს-პრეზიდენტის გასათავისუფლებლად. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მიზნისთვის ის მზადაა კანონიც დაარღვიოს.