ვოლსკი: „ნაცმოძრაობის“ ნაცვლად იქმნება რევოლუციური კომიტეტი

© photo: Sputnik / Stringerგია ვოლსკი
გია ვოლსკი - Sputnik საქართველო, 1920, 30.01.2023
გამოწერა
„ნაციონალური მოძრაობის“ მიზანი ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობაა, დარწმუნებული პოლიტიკოსი.
თბილისი, 30 იანვარი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი პარტიის ახალი ლიდერის ლევან ხაბეიშვილის ხელმძღვანელობით, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გია ვოლსკიმ.
შიდაპარტიული არჩევნები 28 იანვრის 10:00 საათზე დაიწყო და 30 იანვრის 10:00 საათზე დასრულდა. კენჭისყრის შედეგების თანახმად, ამომრჩეველთა ხმების 52,5% მიიღო ხაბეიშვილმა, რომელსაც მხარს უჭერენ პარტიის „ძველი გვარდიის“ წარმომადგენლები – დავით კეზერაშვილი და ვანო მერაბიშვილი. მისმა მთავარმა მოწინააღმდეგემ, პარტიის ამჟამინდელმა თავმჯდომარე ნიკა მელიამ კი 40%. თავად მელიამ ხაბეიშვილს უკვე მიულოცა გამარჯვება.

„ერთ დროს საკმაოდ მძლავრი პოლიტიკური პარტიის ნანგრევებზე იქმნება რევოლუციური კომიტეტი, ყოველ შემთხვევაში, ოფიციალური და არაოფიციალური განცხადებები მეტყველებს იმაზე, რომ აქ საუბარი არ იქნება იმაზე, თუ როგორ უნდა განვითარდეს საქართველო სხვადასხვა მიმართულებით. საუბარია იმაზე, თუ როგორ მოხდეს დესტაბილიზაცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

მისი თქმით, ახლა კეზერაშვილს „ნაცმოძრაობა“ თავისი კონტროლის ქვეშ „მიაქვს“, ხაბეიშვილი კი თავის წარმომადგენლად შეარჩია.
„კეზერაშვილი შეარჩიეს საუკეთესო აღმსრულებლად ამ რევოლუციური გეგმის, რომელიც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დასახა“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
„ნაბიჯი უკან" - „ნაცმოძრაობის“ წევრი შიდაპარტიული არჩევნების შედეგებზე >>
ხაბეიშვილი ცნობილია თავისი რადიკალური განცხადებებით. მაგალითად, პოლიტიკოსი მხარს უჭერს ხელისუფლების რევოლუციური გზით შეცვლას, ასევე მსჯავრდებული ექს-პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ძალისმიერ გათავისუფლებას. ხაბეიშვილმა აღნიშნა, რომ ექს-პრეზიდენტის გათავისუფლების ოფისები საქართველოს ყველა რაიონსა და რეგიონში გაიხსნება. მან ასევე განაცხადა, რომ ამ მიზნით მზად არის კანონიც კი დაარღვიოს.
ყველა ახალი ამბავი
0